თემატური ჰოროსკოპი

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ცხოვრებაზე

fun time

12:00 პარ. 5 ნოემბერი, 2021 წელი

დაბადების საათის
მნიშვნელობა ასტროლოგიაში

14
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, დაბადების დრო ჩვენს გარეგნობას და ხასიათს განსაზღვრავს, შესაბამისად, გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ბედზე.
ასტროლოგიაში მიღებულია დღის 12 მონაკვეთად დაყოფა, სადაც თითო მონაკვეთი 2 საათი გრძელდება. განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი.

⏰ 00:00 - 02:00

დროის ამ მონაკვეთს მერკური მფარველობს. ამ დროს დაბადებული ადამიანები სწავლის დროს წარჩინებული მოსწავლეები და სტუდენტები არიან. მათ შესანიშნავი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები აქვთ და თავიანთ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ხშირად მათი საქმიანობა მივლინებებს და კომუნიკაციას უკავშირდება. სასიყვარულო ურთიერთობებში ეს ადამიანები ძალიან გახსნილები ან პირიქით, ძალიან დახურულები არიან.

⏰ 02:00 - 04:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს პლანეტა ვენერა მფარველობთ. მათ ყველაზე კარგად ფულთან ურთიერთობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეხერხებათ. წარმოუდგენელი შრომისმოყვარეები არიან. ყველაზე მეტად სახლში კომფორტს აფასებენ და ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება უყვართ. აღმერთებენ ხელოვნებას და მუსიკას. სიყვარულში ყველაზე მეტად ერთგულებას და თავდადებას აფასებენ.

⏰ 04:00 - 06:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს მარსი მფარველობს. ისინი კაშკაშა და ნათელი ადამიანები არიან და ყველასგან გამოირჩევიან, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. სიყვარულში მათ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი სჭირდებათ. ხშირად კარიერაში შესანიშნავ შედეგებს აღწევენ.

⏰ 06:00 - 08:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს ნეპტუნი მფარველობს. ბევრი მათგანი ძალიან რელიგიურია და გამორჩეული სულიერება ახასიათებს. მათ შეუძლიათ ყველას და ყველაფერს გაუგონ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირად მოულოდნელი და აუხსნელი ქმედებები ახასიათებთ.

⏰ 08:00 - 10:00

ამ ადამიანებს პლანეტა ურანი მართავს. ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ადამიანები არიან და ხშირად ბევრი მეგობარი ჰყავთ. ისინი ნებისმიერ კომპანიაში არაფორმალური ლიდერები არიან, არ უყვართ სიყალბე და ნებისმიერ ურთიერთობაში პირდაპირობას და გულწრფელობას არჩევენ.

⏰ 10:00 - 12:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს სატურნი მფარველობთ. ბევრი მათგანი საზოგადოებაში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს და წარმატებული კარიერა აქვს. პროფესიული საქმიანობის სფეროში, ძირითადად, ლიდერები არიან, პირად ცხოვრებაში კი მარტოსულები, რადგან მთელ დროს კარიერას სწირავენ.

⏰ 12:00 - 14:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს იუპიტერი მფარველობს. უცნაურია, მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტები, მაგრამ საუკეთესო მასწავლებლები არიან. გარშემომყოფები მათ რჩევისთვის ხშირად მიმართავენ. უყვართ მოგზაურობა. სიყვარულში უპირატესობას უცნაურ ან ეგზოტიკურ ადამიანებს ანიჭებენ.

⏰ 14:00 - 16:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს პლანეტა პლუტონი მფარველობს. უყვართ ადამიანების დახმარება და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ ნებისმიერი სიტუაცია. სასიყვარულო ურთიერთობაში უპირატესობას სექსუალურ პარტნიორებს ანიჭებენ, რადგან თავადაც წარმოუდგენლად სექსუალურები არიან. სამსახურში ყველა ცდილობს მათთან დამეგობრებას.

⏰ 16:00 - 18:00

ამ დროს დაბადებულ მიმზიდველ და რომანტიკულ ადამიანებს პლანეტა ვენერა მფარველობს. მათ ან ზღაპრულად უმართლებთ, ან ყველაფერში წარუმატებლები არიან. აბსოლუტური დამარცხებულები არიან. მათ ყოველთვის იციან, როგორ ადამიანს ეძებენ სასიყვარულო ურთიერთობისთვის. კონკია მათი საყვარელი ზღაპარია. ისინი იდეალური ცოლები ან ქმრები არიან.

⏰ 18:00 - 20:00

ამ ადამიანებს მერკური იცავს. მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ჯანრთელობა და სამსახურია, სადაც პატივს სცემენ. ბევრი მათგანი დიეტებს და ჯანსაღ კვებას აღმერთებს. მათ ყველაფერი იციან წამლების, მკურნალობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ბევრი მათგანი სამედიცინო განათლების მქონე ადამიანია. სხვები ონლაინ რეჟიმში „ცხოვრობენ“ – „გეიმერები“ ან პროგრამისტები არიან.

⏰ 20:00 - 22:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს თავად მზე იცავს. მათი მოწოდება სცენაზე დგომაა. მათ ცხოვრებაში მთავარია ვნება, სიყვარული და ბავშვები. ფლირტის ხელოვნება დაბადებიდან ფლობენ და პრაქტიკულად, კინოვარსკვლავებივით იქცევიან. ურთიერთობებს ყოველთვის ვნებაზე ამყარებენ.

⏰ 22:00 - 24:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს მთვარე იცავს. ისინი სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ცდილობენ, ყველას დაეხმარონ და სირთულეები შეუმსუბუქონ. ამავე დროს, ადამიანებზე უზარმაზარი გავლენა აქვთ. ოჯახი მათთვის წმინდაა. ცდილობენ შექმნან ოჯახი, სადაც უფროსები თავად იქნებიან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?