თემატური ჰოროსკოპი

რომელი ფილმის პერსონაჟი ხართ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

funtime

14:00 პარ. 10 სექტემბერი

რომელი ფილმის გმირი ხართ?
14
დაკოპირებულია

გქონიათ შემთხვევა, როცა ფილმს უყურებთ და ხვდებით, რომ ეს თქვენზეა გადაღებული? თუ არა, მაშინ ამ ფილმების ნახვის შემდეგ ამგვარი გრძნობა ნამდვილად გაგიჩნდებათ...

 

1. კაცი ვერძი

ვერძი ყველას უმტკიცებს და, პირველ რიგში - საკუთარ თავს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. მას შეუძლია, აიძულოს სხვები, პატივი სცენ მას და ამისთვის მზადაა, ზოგჯერ ძალიან სახიფათო ზომებსაც მიმართოს. ასეთია, მაგალითად, ალ პაჩინოს გმირი - ტონი მონტანა ფილმიდან "ნაიარევი სახე".

2. ქალი ვერძი

ქალი ვერძები ძალიან სანდომიანი ხალხია. მათ შეუძლიათ, გარემოცვას ყველა ნაკლი აპატიონ. მაგრამ, როცა ვერძი იტყვის "სდექ" და თქვენ მაინც არ გაჩერდებით, მაშინ რაც მოხდება, საკუთარ თავს დააბრალეთ. ის ისე მოგექცევათ, როგორც შავი მამბა, ფილმიდან „მოკალი ბილი“.

3. კაცი კურო

ის კონსერვატორია, ძალიან აფასებს იმას, რაც გააჩნია. საკმაოდ პასიურია და არ იჩენს აგრესიულობას, მაგრამ თუ გააბრაზებენ, ისევე იფეთქებს, როგორც მაიკლ დუგლასის გმირი, ფილმიდან „კმარა“.

4. ქალი კურო

ქალ კუროს ზოგჯერ კომპრომისებზე წასვლა უყვარს, როგორც ლარიტას, ფილმიდან „მსუბუქი ყოფაქცევა“. ის იდეალური გოგონაა. წყნარად შედის შეყვარებულის ოჯახში და იღებს მათ წესებს. ეს მანამ, სანამ მას ბოლომდე დამორჩილებას არ დაუპირებენ. როგორც ჭეშმარიტი კურო, ის ცოტას ითმენს, შემდეგ კი უკანმოუხედავად ტოვებს იქაურობას.

5. კაცი ტყუპები

ურთიერთობა მისთვის ცხოვრების არსია. მარტოობისგან ის ჭკნება. ამ ნიშნის წარმომადგენელი კარგი მანიპულატორია, მოხერხებული და ყველაფერზე წამსვლელი. სწორედ ისეთი, როგორიც ციხიდან გამოსული დენი ოუშენია „ოუშენის 11 მეგობარში“.

6. ქალი ტყუპები

ქალი ტყუპები სწორედ ისეთია, როგორებიც არიან ქალები ფილმიდან „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა". ვიკი სერიოზული გოგონაა, კრისტინა - სექსუალური ამბოხებული. ორივე ბრუტალურ მამაკაცს - ანტონიოს შეუყვარდა. სასიყვარულო სამკუთხედი ძალიან მოსაწყენია, ამიტომაც საქმეში ანტონიოს ყოფილი ცოლიც ჩართეს. ყველას ერთმანეთი უყვარს და ეჯავრება. თანაც ყველა ქალი ამ ფილმში ტყუპია.

7. კაცი კირჩხიბი

სახლში ისინი რბილები და გულღიები არიან, გარეთ კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო თვისებებს ავლენენ. კირჩხიბი კაცი ყოველთვის ყველა დეტალს იმახსოვრებს. ამის კარგი მაგალითია შვედი მეწარმე ჰენრიკ ვანგერი, ერთ-ერთი პერსონაჟი თრილერიდან „გოგონა დრაკონის ტატუთი“.

8. ქალი კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრება ძალიან ჰგავს ფილმის სიუჟეტს „ბორტს მიღმა ვიღაცაა“. რაც უფრო დიდი ოჯახი აქვს, მით უფრო ბედნიერია კირჩხიბი, თუმცა ამას შეიძლება ხმამაღლა არ აღიარებდეს.

9. კაცი ლომი

მის გარეგნობაში ყოველთვის არის რაღაც მეფური, თუნდაც ღარიბი იყოს. ეს ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელსაც სიცოცხლე უყვარს და რაც უფრო ბევრი წინააღმდეგობა ხვდება, მით უფრო დიდი ჟინით მიიწევს მიზნისკენ. ამის საუკეთესო მაგალითია დ'არტანიანი ფილმიდან „მუშკეტერები“.

10. ქალი ლომი

„მე მომწონს, როცა ამბობენ, რომ მათზე ჭკვიანი ვარ, იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ასე ამბობს სამანტა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. სწორედ ამ ფრაზით გამოიხატება ქალი ლომის მთელი არსი.

11. კაცი ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელი განსაკუთრებული ემოციებით არ გამოირჩევა. ის ცდილობს, ცხოვრებაში ადამიანი-რობოტის სახე წარმოგვიჩინოს. ამგვარია სწორედ ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ფილმში „ავიატორი“. იგი შრომისმოყვარე, პუნქტუალური და მომთხოვნია.

12. ქალი ქალწული

ტიპური ქალწულია ელიზა ფილმში „ტურისტი“. ის ნამდვილი ლედია. მის ირგვლივ გმირები ნიღბებში არიან და მხოლოდ ფილმის ფინალში აჩვენებენ ნამდვილ სახეს, მაგრამ ელიზას, როგორც ჭეშმარიტ ქალწულს, მათი ყველა მოქმედება და დეტალი ახსოვს.

13. კაცი სასწორი

კაცი სასწორები დიპლომატიურობით გამოირჩევიან. მათ ჭოჭმანი ახასიათებთ, რაც მხოლოდ მაშინ ქრება, როცა ნამდვილი მიზანი დაისახება. ამგვარია კიანუ რივზის გმირი ფილმში „ეშმაკის ადვოკატი“. ის ჭკვიანია, მოხერხებული და მასზე ზემოქმედება მხოლოდ ეშმაკს თუ ძალუძს.

14. ქალი სასწორი

ქალი სასწორი ძალიან მორიდებული არსებაა. როცა სასწორის ერთ პინაზე კარიერაა, ხოლო მეორეზე - მისი ოჯახი, ისინი ყოყმანობენ და მელანქოლია ემართებათ, სწორედ ისე, როგორც ანდრეა საქსს ფილმიდან „ეშმაკი ატარებს Prada“-ს.

15. კაცი მორიელი

კაც მორიელს შეიძლება, საკმაოდ მშვიდი გარეგნობა ჰქონდეს, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ასეთი სულაც არ არის. ამგვარ ადამიანებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ და ძალიან ემოციურები არიან. მორიელის შინაგანი ბუნება კარგად ასახა ედვარდ ნორტონმა ფილმში „მებრძოლთა კლუბი“. მისი გმირი - ოფისის მუშაკი თავის შინაგან არსს შეიცნობს და იწყებს ბრძოლას თავსმოხვეული წესების წინააღმდეგ.

16. ქალი მორიელი

სკანდალური ეროტიკული თრილერი „ძირითადი ინსტინქტი“ სწორედ მორიელის შესახებაა. ვერავინ გაიგო, ვინ არის იდუმალი მწერალი კეტრინ ტრამელი. არ არის საჭირო ზედმეტი კითხვების დასმა, ისიც საკმარისია, ყურადღება თუ მოგაქციათ.

17. კაცი მშვილდოსანი

კაცი მშვილდოსანი ყოველთვის გარკვეული წესებისა და კანონების ფარგლებში მოქმედებს. იმავდროულად ისინი მებრძოლები არიან და თავისი იდეისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. სწორედ ამგვარ პიროვნებებზე მოგვითხრობს ფილმი „ზეციური სამეფო“, რომლის მთავარი გმირიც ორლანდო ბლუმმა ითამაშა. მშვილდოსნები მოსისხლე მტერთან ბრძოლაშიც კი ცდილობენ წესების დაცვას.

18. ქალი მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსნის იდეალურ სახეს იპოვით ლუკ ბესონის ფილმში „ჟანად დ'არკი“. მთავარი გმირი მაღალი პრინციპების გამო მზადაა, ყველას დაეხმაროს. ამასთანავე, ამ პრინციპების ახსნას ყოველთვის ვერ ახერხებს. ასეთია ქალი მშვილდოსნის არსი. მასში ყოველთვის მოჭარბებულია ენერგია და ენთუზიაზმი.

19. კაცი თხის რქა

თხის რქებს კარგად გამოსდით ადამიანების მართვა, ვინაიდან ისინი საკმაოდ მიზანმიმართულები არიან. მათ შეუძლიათ, წინასწარ გათვალონ, რა მოხდება. ეს ხასიათი კარგად არის ასახული ფილმში "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება", რომლის მთავარი გმირი შტირლიცი უდიდესი ნებისყოფის ადამიანია და ნებისმიერი რთული ვითარებიდან პოულობს გამოსავალს.

20. ქალი თხის რქა

ეს ქალები ყოველთვის ძნელ ამოცანებს ისახავენ მიზნად და მის მიღწევას მთელი ძალით ცდილობენ. ამასთანავე, ოჯახსა და სიყვარულში ემოციებისგან თავს იკავებენ. ამგვარად იქცევა ვერა ალენტოვას გმირი ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. ამგვარი ქალი თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს, რომლის გვერდითაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.

21. კაცი მერწყული

ისინი შემოქმედი და ექსცენტრიკული ადამიანები არიან. მათი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელია. მსგავსი ადამიანის სახე შექმნეს სკანდალურ ფილმში ვლადიმერ ვისოცკის შესახებ „ვისოცკი. გმადლობთ, რომ ცოცხალი ვარ“. ფილმში ის ავადმყოფი, ნარკოდამოკიდებული, მაგრამ გაუტეხელი პერსონაჟია.

22. ქალი მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მთავარი საკუთარი თავის შეცნობა და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის მოძებნაა. მათთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მისი რჩეული მის საახლობლო წრეში კარგად ჩაეწეროს, ვინაიდან მეგობრები ამ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ტიპური მერწყულია ნადია ფილმში „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.

23. კაცი თევზები

თევზებს სჯერათ, რომ რასაც გააკეთებ, ისევ შენ დაგიბრუნდება. ამიტომაც ვინმესთვის დახმარების აღმოჩენა საკუთარ მისიად მიაჩნიათ. მართალია, თუ სწრაფი არჩევანის გაკეთებაა საჭირო, ისინი გაუბედავები არიან, თუმცა როცა წილი ნაყარია, ნამდვილი გმირები ხდებიან. სწორედ ასეთია მთავარი პერსონაჟი, პრაგმატული კლერკი უილი ფილმიდან „დიდი თევზი“.

24. ქალი თევზები

თევზებს ძალიან ღრმა ბუნება და საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ. ამასთანავე, მათ შეუძლიათ, სხვა ადამიანებში დაინახონ ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს. სწორედ ამგვარი უნარითაა დაჯილდოებული ფრანგული ფილმის „ამელის“ გმირი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ ენერგეტიკულ...

გამოთვალეტ ენერგეტიკული
ვამპირი

ნუმეროლოგია: ეს მარტივი გამოთვლა გი...

ნუმეროლოგია გამოთვლა

გასახდომი დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხ...

გასახდომი დიეტა ზოდიაქოს
ნიშნის მიხედვით

რისი წელი მოდის 2022-ში და რას გვიმ...

ჩინური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება ერთი...

ზოდიაქო ერთი სიტყვით

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არასდროს...

უღალატო ზოდიაქოს ნიშნები

როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?

მატყუარა ზოდიაქოს
ნიშნები

როდის გიცავთ სამკაული?

ბიჟუტერია და ზოდიაქოს
ნიშნები

გემოვნებიანი ქალების ხუთეული ზოდიაქ...

გემოვნებიანი ქალი
ზოდიაქოს ნიშნებში