თემატური ჰოროსკოპი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ზოდიაქოს მიხედვით

fun time

16:00 ორშ. 31 მაისი, 2021 წელი

ადამიანის სიცოცხლე მისი
ზოდიაქოს მიხედვით

14
დაკოპირებულია

ასტროლოგებმა დაადგინეს, რა „ციფრი გვაწერია შუბლზე“ თითოეულ ჩვენგანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. აქ, რაღა თქმა უნდა, საშუალო ხანგრძლივობაზე საუბარი, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილით შეგიძლიათ, ან შეამოკლოთ, ან საგრძნობლად გაზარდოთ...

ვერძი

შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ და დიდხანს ცოცხლობენ. თუ მავნე ჩვევებს დაივიწყებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავენ, ვერძი ქალი საშუალოდ 78-80 წლამდე, მამაკაცი კი 79 წლამდე იცოცხლებს.

კურო

კურო ქალებს შეუძლიათ შესანიშნავი ფიზიკური გამძლეობით იამაყონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქანცგაწყვეტამდე უნდა იმუშაონ. გადატვირთული სამუშაო რეჟიმის შემთხვევაში, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79–80 წელი იქნება. ასტროლოგების აზრით, მამაკაც-კუროებს სუსტი ფილტვები აქვთ, ამიტომ სიგარეტზე უარი უნდა თქვან და 80 წლამდე იცოცხლებენ.

ტყუპები

ტყუპებს ნათელი გონება აქვთ, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ასევე ავტომობილის მართვისას. ტყუპ ქალებს კარგი ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ გაციებას უნდა ერიდონ. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85 წელია. ტყუპ მამაკაცებს შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ. 45 წლის შემდეგ ფილტვების დაავადების რისკი იზრდება. ტყუპების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დეპრესიისა და ფსიქოზისკენ მიდრეკილნი არიან, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია კირჩხიბები სპორტით დაკავდნენ. ქალებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, ამიტომ გადაღლას უნდა ერიდონ. კირჩხიბი ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელია. მამაკაცების სუსტი წერტილი იმუნიტეტია. ასაკის მატებასთან მოსალოდნელია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. საშუალოდ, კირჩხიბი მამაკაცები 73-74 წლამდე ცოცხლობენ.

ლომი

ლომს დაავადებებთან ბრძოლაში თანდაყოლილი ოპტიმიზმი ეხმარება. ლომებმა საკუთარ სხეულს ყურადღებით უნდა უსმინონ და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ. ლომი ქალები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ არიან მიდრეკილნი - ისინი, საშუალოდ,72-74 წლამდე ცოცხლობენ. ლომ მამაკაცებს ხშირად ფეხების ტკივილი აწუხებთ. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74–75 წელია.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები შრომისმოყვარე და დღეგრძელი ადამიანები არიან. ისინი ჯანმრთელობის დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ სპორტს შეიყვარებენ. ქალწულ ქალებს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ და 80 წელზე მეტს ცოცხლობენ. ქალწული მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 76 წელია.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ამიტომ გეგმური აცრები არ უნდა გამოტოვონ. კარგი იქნება, თუ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას და სტრესს მოერიდებიან. სასწორი ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია. მამაკაცები კი საშუალოდ, 72-74 წლამდე ცოცხლობენ.

მორიელები

მორიელები უბედურ შემთხვევას უნდა ერიდონ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. მორიელი ქალები ხშირად ქრონიკული დაავადებებისგან იტანჯებიან და, საშუალოდ, 67-69 წლამდე ცოცხლობენ. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 66–68 წელია.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ნერვული სისტემის პრობლემები და ფსიქიკური აშლილობები აწუხებთ. მათი დევიზი უნდა გახდეს - ნაკლები უსიამოვნო ამბები და მეტი პოზიტივი! მშვილდოსანი ქალები საშუალოდ, 72 წლამდე ცოცხლობენ. ხანდაზმულ ასაკში, ხშირად სახსრების დაავადებები აწუხებთ. მამაკაცები ძირითადად, ნევროზებს უჩივიან. ისინი საშუალოდ, 68 წლამდე ცოცხლობენ.

თხის რქა

თხის რქები გამუდმებით აკონტროლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და გულმოდგინედ ასრულებენ ექიმის დანიშნულებებს, რაც საშუალებას აძლევთ, რომ ღრმა სიბერემდე იცოცხლონ. მათი სუსტი წერტილი სასუნთქი ორგანოები და შარდსასქესო სისტემა გახლავთ. ქალი თხის რქების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია. თხის რქა მამაკაცები, საშუალოდ, 77 წლამდე ცოცხლობენ.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ. მერწყულ ქალებში ხშირია წნევის რყევა. ისინი საშუალოდ, 71 წლამდე ცოცხლობენ. მერწყულ მამაკაცებს სტრესთან გამკლავება უჭირთ, რაც ხშირად ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს. ისინი საშუალოდ 70-72 წელი ცოცხლობენ.

თევზები

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზედმეტი ემოციურობისკენ არიან მიდრეკილნი. მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ამასთან, თევზები ქალები ყველაზე მგრძნობიარენი გაციების მიმართ არიან. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით, 75 წელია. მამაკაცები ძალიან ბევრს მუშაობენ და დასვენება სჭირდებათ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ, 70-73 წელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?