თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ყველა ნიშანი ერთ ბინაში რომ ცხოვრობდეს...

fun time

14:00 შაბ. 9 აპრილი, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები

14
დაკოპირებულია

გაინტერესებთ, როგორი იქნება დილა, ვინ დაასწრებს ყველას ადგომას, ვინ დაიკავებს აბაზანას ყველაზე მეტხანს ან ვინ მოამზადებს საუზმეს?

6:00 - ქალწული დგება და შხაპის მიღებამდე აბაზანას რეცხავს. იხეხავს კბილებს, კბილების ჯაგრისს სტერილურ ჩანთაში დებს და მოშორებით ინახავს, რათა ვერავინ მიაგნოს.

6:15 - თხის რქა დგება და გამათბობელს თიშავს, ეკონომიაა საჭირო.

6:20 - მერწყული დილის გარბენს იწყებს.

6:30 - სასწორი და ლომი სარკის წინ დგანან და ცდილობენ, ერთმანეთს დამატენიანებელი კრემი და თმის გელი წაართვან.

6:40 - კურო წვნიანს მიირთმევს და შოკოლადს აყოლებს.

6:45 - მშვილდოსანი დგება და გამათბობელს რთავს.

7:00 - კირჩხიბი ბუტერბროდებს ამზადებს. ამ დროს ქალწული ახალ ხილის წვენს იმზადებს. ტყუპები ჯერ ისევ საწოლში ნებივრობს და სმარტფონში ელექტრონულ ფოსტას Facebook, Twitter და Instagram-ს ამოწმებს.

7:05 - მორიელს ტუალეტის რიგში მოცდა მოსწყინდა და ცდილობს, სააბაზანოს კარი შეამტვრიოს, სადაც სასწორი საათზე მეტია, შეკეტილია. სასწორი საშინლად ნაწყენი გამოდის და ახლა ტუალეტისკენ მიემართება.

7:10 - ვერძი დგება და წამმზომს რთავს.

7:11 - ვერძი დაბლა ეშვება, ის დავარცხნილია, ჩაცმულია და მზადაა წასასვლელად. თიშავს წამმზომს.

7:15 - კურომ დაასრულა შოკოლადის მირთმევა და ცარიელი ქაღალდი მოჭმუჭნა. სუპიც მოათავა და ისევ ტკბილი უნდა.

7:20 - სასწორი და ლომი ისევ სარკის წინ ძიძგილაობენ, სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ სურთ საკუთარი თავის სარკეში დანახვა.

7:30 - მერწყული ცივ შხაპს იღებს, იმიტომ რომ თხის რქამ გამათბობელი ისევ გამორთო.

7:40 - ყველა მიდის.

7:45 - ტყუპები უკან ბრუნდება. თავისი სამი მობილურიდან ერთ-ერთი სახლში დარჩა.

7:50 - ტყუპები ისევ ბრუნდება. ამჯერად საფულე დაავიწყდა.

8:00 - თევზები საწოლიდან დგება და ხვდება, რომ კარი გარედან დაკეტილია, გასაღები კი არ აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც წყენას ა...

ზოდიაქოს ნიშნები,
რომლებიც წყენას არასდროს
გაპატიებენ

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის დავიწყება...

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის
დავიწყება დაშორების
შემდეგაც კი შეუძლებელია

ზოდიაქოს ნიშნების ენერგეტიკული რეიტ...

ზოდიაქოს ნიშნების
ენერგეტიკული რეიტინგი

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები — 5 ყვე...

ზოდიაქოს ნიშნების
თვისებები — 5 ყველაზე
ამაყი ქალი!

ფულის ნუმეროლოგია — რომელ ციფრებს მ...

ფულის ნუმეროლოგია

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე მოქნილი ა...

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე
მოქნილი აზროვნებით

ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბად...

ნუმეროლოგია 8, 17, 26, 13, 14, 16, 19

რა რიცხვში იბადებიან „დამანგრეველი“...

დაბადების რიცხვი და
ადამიანის ენერგეტიკა

ვისი გაბრაზება არ ღირს? — ყველაზე კ...

ყველაზე კონფლიქტური
ზოდიაქოს ნიშნები