თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს დამდეგ წელს, რათა პრობლემები აღარ შეექმნას

fun time

12:00 ოთხ. 29 დეკემბერი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები 2022
14
დაკოპირებულია

2022 წელს მშვიდ ხარს აქტიური ვეფხვი ჩაანაცვლებს და მომდევნო 12 თვე მოვლენებით დატვირთული იქნება. ვეფხვის შემობრძანებისთანავე ცვლილებები და დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყება. გაუმართლებთ ამბიციურ და მიზანმიმართულ ადამიანებს, მაგრამ  დიპლომატია, ინტუიცია და ინტელექტიც მოგეთხოვებათ. რა არ უნდა გააკეთოს ზოდიაქოს კონკრეტულმა ნიშანმა, რომ პრობლემები არ შეექმნას?

ვერძი

არ დაუშვათ, რომ წარსულის შეცდომებმა თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინონ.

კურო

ეცადეთ, შინაგან შფოთვას და დაუცველობის გრძნობას გაუმკლავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებაზე არც უნდა იფიქროთ.

ტყუპები

ტყუპებო, ამ წელს მავნე ჩვევებზე უარი უნდა თქვათ, სანამ ისინი თქვენს ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ.

კირჩხიბი

სიმართლეს თვალს ნუ არიდებთ. საკუთარ თავში კარგი და ცუდი თვისებები რეალურად შეაფასეთ. ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გქონდეთ.

ლომი

ლომებო, სწრაფი წარმატების მოლოდინი ნუ გექნებათ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალისტი გახდეთ. წარმატება აუცილებლად იქნება, მაგრამ სწრაფი არა.

ქალწული

დროა, შეწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე არ ზრუნავენ.

სასწორი

სასწორებო, დაკარგულ დროს ვეღარ დაიბრუნებთ, ამიტომ ისწავლეთ ყოველი წუთის დაფასება და მომავლის გეგმა შეადგინეთ.

მორიელი

შეწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებას გიწამლავენ, თუნდაც ისინი ნათესავები იყვნენ.

მშვილდოსანი

დროა, მშვილდოსნებმა ფულის ფლანგვა შეწყვიტონ და დაგროვებას შეუდგნენ.

თხის რქა

ეცადეთ, ცოტა ხნით სოციალური ქსელების არსებობა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება სწავლაზე ან მუშაობაზე გადაიტანოთ.

მერწყული

მერწყულებო, სანამ „გადაიწვებით“ გაიხსენეთ, რომ მუშაობის გარდა, დასვენებაც არსებობს, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

თევზები

ნუ მოსწყდებით ოჯახს. ვარსკვლავები თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს ურჩევენ, ოჯახის წევრებტან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დაავადებების რისკები ზოდიაქოს ნიშნე...

ზოდიაქოს ნიშნების
დაავადებების შესახებ

სახის კანის სწორად მოვლა ზოდიაქოს ნ...

სახის მოვლა ზოდიაქოს
ნიშნის მიხედვით

10 მწარე სიმართლე მორიელის შესახებ

მორიელის ზოდიაქოს 10
თვისება

გაიცანით ყველაზე ბრძენი ზოდიაქოს ნი...

მერწყულის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ყველა ნიშანი ერთ ბინაში რო...

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის ბედნიერი დღე თქვენი ზოდიაქოს...

კვირის ბედნიერი დღეები
ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - ვინ...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

როგორ იქცევიან შეყვარებული ზოდიაქოს...

როგორ იქცევიან
შეყვარებული ზოდიაქოს
ნიშნები

მთავარი ენერგეტიკული ვამპირები ზოდი...

მტავარი ენერგოვამპირები
ზოდიაქოს ნიშნებს შორის