თვის ჰოროსკოპი

2022 წლის ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

fun time

20:00 კვი. 30 ოქტომბერი, 2022 წელი

ნოემბერი

14
დაკოპირებულია

2022 წლის ნოემბერი შედარებით მშვიდი პერიოდია, მაგრამ 1-ელი ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით და 30-ის ნოემბრის შემდეგ დედამიწა ძლიერი დისჰარმონიული გავლენის ზონაში მოექცევა. ბიოსფეროს ნეგატიურ გავლენას 8 ნოემბრის მთვარის დაბნელება უფრო გააღრმავებს. შედეგად მოსალოდნელია კონფლიქტების გამწვავება.

ვერძი

ნოემბერი ვერძს უამრავ განსაცდელს ჰპირდება. ცეცხლის სტიქიის ბევრ წარმომადგენელს საკუთარი უფლებების, ქონებისა და საკუთრების დაცვა მოუწევს. თვის პირველი ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელია ნებისმიერი ტრანზაქციისთვის, ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის, ინვესტიციებისთვის და სამუშაო პროცესებში რაიმე სიახლეებისთვის.

ნათესავებს შორის ურთიერთობები შეიძლება დიდი ხნით დაიძაბოს. წყვილებმა ან მეუღლეებმა სკანდალის თავიდან ასაცილებლად კომპრომისი უნდა იპოვონ. ნოემბერში ბევრი დაუგეგმავი ხარჯი გელით. საბოლოოდ, ხარჯი შემოსავალს გადააჭარბებს.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 19, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 22, 26, 30

კურო

კუროებს ნოემბერში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ილუზიებს ნუ აჰყვებით. პრობლემურ წყვილებს უფრო მეტი სირთულეები ელით. უფრო მეტიც, ურანის აქტიური გავლენის გამო მყარ ოჯახებშიც სირთულეებია მოსალოდნელი.

ფინანსებთან დაკავშირებით ნებისმიერ იმპულსურ გადაწყვეტილებას უნდა მოერიდოთ. ყველა კუროს, რომლის საქმიანობა ფულთან პირდაპირ კავშირშია (ბუღალტერები, ბანკის თანამშრომლები, გამყიდველები და ა.შ.) უკიდურესი სიფრთხილე მართებთ.

ნოემბერი არახელსაყრელი პერიოდია ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისთვის.

ნოემბერში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი მცირდება. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას 23-იდან 26 ნოემბრამდე. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ - კვებიდან ფიზიკურ აქტივობამდე.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 14, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29

ტყუპები

ნოემბერში ძალიან რთული პერიოდი გელით, მაგრამ მიზანსწრაფულობა და მოთმინება სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო ურთიერთობებს მძიმე გამოცდა ელით. თუ მათი გადარჩენა გსურთ, ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ.

23 ნოემბერს, ახალი მთვარე მშვილდოსანში შესანიშნავი დროა რომანტიკული და ოჯახური ურთიერთობების დასამყარებლად.

დაბრკოლებების მიუხედავად, ნოემბრის ფინანსური სურათი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. სავარაუდოდ, დაფინანსებას რეგულარულად მიიღებთ.

ნოემბერში შეიძლება დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ, რომლის თავიდან აცილებასაც ვერ შეძლებთ. არ არის გამორიცხული თანამდებობისა და ხელფასის უმნიშვნელო მატება.

ამჟამად ტყუპების სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. მოერიდეთ გაცივებას და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და ეცადეთ იმუნური სისტემა გააძლიეროთ.
გამოიჩინეთ სიფრთხილე მანქანის მართვასა და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობის დროს.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 19,24,28

არახელსაყრელი დღეები: 3.7, 12, 17, 22, 26, 30

კირჩხიბი

ნოემბერში კირჩხიბების უმეტესობა მუშაობაზე მეტად უპირატესობას პირად ცხოვრებას და დასვენებას მიანიჭებს. გამორიცხული არ არის, რომ შეყვარებულმა კირჩხიბმა ეჭვიანობის სცენებიც კი გამართოს. ეცადეთ ცდუნებებს არ აჰყვეთ.

განსაკუთრებული ყურადღება საბუთების შევსების დროს უნდა გამოიჩინოთ და უმცირესი რისკებიც გათვალოთ.
ნოემბერში უამრავი დაუგეგმავი ხარჯი გელით. ეს ძირითადად, სამსახურის საქმეებს, ძველ ვალებს, შვილების ან შეყვარებულის პრობლემებს უკავშირდება. გირჩევთ ნოემბერში ფული ყველაზე სანდო ადამიანებსაც კი არ ასესხოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 14, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29

ლომი

ლომების უმეტესობისთვის ნოემბრის პირველი ნახევარი პრობლემების უსასრულო წყებას უკავშირდება. გამაგრდით! ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ნოემბერი 2022 წლის ყველაზე რთული პერიოდია, როდესაც დაგროვილ დაღლილობას და შინაგან სტრესს ებრძვით.

12 ნოემბრის შემდეგ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება და ჰორიზონტზე ბევრი ახალი პერსპექტივა გამოჩნდება.

ნოემბრის ფინანსური სურათი არაერთგვაროვანია. შესაძლოა, ხარჯების შემცირება მოგიწიოთ, თუმცა უფულობა არ გემუქრებათ. შემოსავალი შეიძლება უძრავი ქონების ტრანზაქციებიდან ან არაოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ.

23 ნოემბრის ახალმთვარის შემდეგ დაღლილობა და აპათია უკან დაიხევს, ოპტიმიზმი და მხნეობა მოიმატებს.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 11, 16, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 18, 22, 26

ქალწული

ქალწულების უმრავლესობისთვის ნოემბერი რთული პერიოდი იქნება. ახლა, როგორც არასდროს, ისე დაგჭირდებათ ორატორული შესაძლებლობებისა და დარწმუნების უნარის გააქტიურება. საბედნიეროდ, თვის მეორე ნახევარი უფრო მშვიდობიან და ნაყოფიერ ურთიერთობებს გპირდებათ.

ფინანსური თვალსაზრისით ნოემბერი უძრავი პერიოდია - არც ზღაპრულ შემოსავალს უნდა ელოდოთ და არც დიდ ხარჯებს. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, რომლებზეც გარკვეულწილად, თქვენი მომავალია დამოკიდებული, წარმატებით გაივლით. ლოგიკური მსჯელობის უნარი და პრინციპულობა დაფინანსების მიღებაში დაგეხმარებათ.

ნოემბრის პირველ ნახევარში ავტომობილის მართვისა და მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ ყოველგვარი რისკი და ფორსმაჟორული მდგომარეობა გამორიცხოთ. განსაკუთრებით ნოემბრის პირველ ნახევარში.

ხელსაყრელი დღეები: 3.7, 12,17,22,27

არახელსაყრელი დღეები: 1,5,10, 15,20,24,29

სასწორები

12 ნოემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის რთული დროა და სასწორი გამონაკლისი არ არის. ყველაფრის მიზეზი კოსმოსის დამანგრევლად დესტრუქციული გავლენაა, რომელსაც 8 ნოემბერს მთვარის დაბნელების ძლიერი ენერგია დაემატება. ამიტომ, ნოემბრის პირველი ნახევარი ინტერესთა კონფლიქტით, დაპირისპირებებითა და აგრესიის გამოვლინებით დაგამახსოვრდებათ.

არც მატერიალური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობა შერყევაა გამორიცხული. თუმცა, ნოემბრის მეორე ნახევარში ვითარება შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს. სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ისურვებდით. გარდა ამისა, მოსალოდნელია პრობლემები მეუღლის ან შეყვარებულის ნათესავებთან.

ხარჯები იზრდება და ეს შესაძლოა, დაგროვილ ვალებს, საყოფაცხოვრებო წვრილმანებს და ახლობელი ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია, ამიტომ მნიშვნელოვანია მავნე ჩვევების დავიწყება, ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

ხელსაყრელი დღეები: 2.6, 11, 16, 21,25,29

არახელსაყრელი დღეები: 4.9, 13,18,23,27.

მორიელი

მორიელების უმეტესობისთვის ნოემბრის პირველი ნახევარი რთული, თითქმის კრიზისული პერიოდი იქნება და ამის მიზეზი კოსმოსის დისჰარმონიული ვიბრაციების დამანგრეველ გავლენაა. ამ არასტაბილურ პერიოდში, პარტნიორების მოქმედება და გადაწყვეტილებები შეიძლება სრულიად არაპროგნოზირებადი იყოს.

თვის შუა რიცხვებში მორიელს იღბალი კვლავ გაუღიმებს. მთავარია, მანამდე უდანაკარგოდ მისვლა შეძლოთ.

ნოემბერში სასიყვარულო იდილიას პერიოდულად სკანდალები ცვლის. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება იდეალურ პარტნიორს შეხვდეთ არ არის გამორიცხული ყოფილი მეუღლეებისა და საყვარლების დაბრუნება.

ნოემბერში შემოსავალს ხარჯი გადააჭარბებს, რაც სავარაუდოდ, ყოველდღიურ პრობლემებს და ოჯახის წევრების საჭიროებებს უკავშირდება.

ახალი მთვარის შემდეგ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ამიტომ დეკემბერი ფულის მხრივ უკეთესი თვე იქნება. ჯანმრთელობის მხრივ თავს შესანიშნავად გრძნობთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17,22,26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 19, 24.28

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ნოემბრის პირველი ნახევარი მშვილდოსნისთვის წლის ყველაზე რთული პერიოდი იქნება. მშვიდად იმოქმედეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რომ ნეგატიური ტენდენციები ცოტა მაინც შეამციროთ.

შეყვარებულებმა შესაძლოა ერთმანეთის მიმართ გაუცხოება იგრძნონ. შესაძლოა, განშორებას გადაურჩეთ, თუმცა სერიოზული ჩხუბის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ.

ოჯახში ყოფით საკითხზე დაწყებული დაპირისპირება მთელი ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდება.

არასტაბილური გარემოს მიუხედავად, ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ. ზოგი შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებულ ანაზღაურებას მიიღებს, ზოგი - სესხს ან ახლობელი ადამიანების დახმარებას.

6-იდან 13 ნოემბრამდე პერიოდი ტრავმის მაღალი ალბათობით გამოირჩევა, ამიტომ ვარჯიშის ან ავტომობილით გადაადგილების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ..

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 16, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 18, 23, 27

თხის რქა

თხის რქების უმეტესობისთვის 2022 წლის ნოემბერი რთული პერიოდი იქნება. ნოემბრის პირველი თორმეტი დღე მრავალრიცხოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. ცვლილებებია მოსალოდნელი გეგმებსა და პირად ცხოვრებაშიც.

ნოემბრის პირველი ნახევარი უკიდურესად დაძაბული დროა თხის რქა მშობლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პირმშოებისგან წარმოუდგენელი სიურპრიზები ელით. მიწის ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო უძილო და შფოთიანი ღამეების გადატანა მოუწევთ.

სასიყვარულო ურთიერთობებს შესაძლოა კრიზისული ეტაპი დაუდგეს.

ნოემბერი ფინანსური თვალსაზრისითაც რთული იქნება - ბავშვებთან თუ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან დაკავშირებით უამრავი ხარჯი გელით. თუმცა ხარჯის გარდა, დამატებითი შემოსავლებიც მოსალოდნელია, ამიტომ არ უნდა ინერვიულოთ.

ნოემბერში თხის რქის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, ნერვული სისტემა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 9, 13, 17, 22, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 15, 19, 24, 28

მერწყული

მერწყულების უმეტესობას ნოემბერში ბევრი სტრესული სიტუაცია ელის, თუმცა იღბალი მაინც თქვენს მხარესაა. ასე რომ, არ დანებდეთ და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ.

ნოემბრის პირველი ათი დღე გადაუჭრელ პრობლემებს, ფინანსურ, პროფესიულ და ადამიანურ ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს უკავშირდება.

ნოემბრის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. მენეჯერები და მეწარმეები ძველი პრობლემების მოგვარებას შეძლებენ.

მერწყული, რომლის საქმიანობაც მიწას, უძრავ ქონებას ან მშენებლობას უკავშირდება, არ უნდა მოდუნდეს. შესაძლოა, კოლეგების ან პარტნიორების შეცდომის გამო ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა სასურველია ფსიქოემოციური ფონის სტაბილურობაზე იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 16, 20, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 18, 23, 27

თევზი

თევზების უმეტესობისთვის ნოემბერი რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი იქნება, თუმცა, შემოდგომის ბოლო დღეებში დადებითი ტენდენციები გაჩნდება.

1-იდან 12 ნოემბრამდე მოსალოდნელია ცვლილებები გარემოცვაში, კონფლიქტური სიტუაციები და ხმაურიანი სკანდალები.

გარდა ამისა, ვიღაცის გავლენით შეიძლება სახიფათო სიტუაციებშიც კი ჩაგითრიონ. ამ შემთხვევაში, თევზის ცხოვრება შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს.

შეყვარებულებს ვურჩევთ, ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას მოერიდონ, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს.

ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ, თუმცა მომავალი გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურება. გახსოვდეთ, რომ ნოემბერში განხორციელებული ყველა ინიციატივა მოგებას დეკემბერში მოგიტანთ, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ნოემბერში კვლავ გააქტიურდება კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან. მოსალოდნელია შორეული მივლინებები და კონსტრუქციული მოლაპარაკებები.

ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს და თუ შესაძლებელია, გადადეთ მგზავრობა.

ხელსაყრელი დღეები: 3, 9, 13, 17, 22, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 15, 20, 24, 28


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო