თვის ჰოროსკოპი

2023 წლის აპრილის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

fun time

14:00 შაბ. 1 აპრილი, 2023 წელი

აპრილი

14
დაკოპირებულია

2023 წლის აპრილი ზოდიაქოს ყველა ნიშანს პოზიტიურ ცვლილებებს ჰპირდება. თვის შუა რიცხვებში შეიძლება ბევრი ხანმოკლე სირთულე წარმოიშვას, მაგრამ პირველი და ბოლო კვირა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან ხელსაყრელი პერიოდი იქნება.

 

ვერძი

გაზაფხულის მეორე თვე საშუალებას მოგცემთ, საქმიანი უნარები და შესანიშნავი ალღო გამოავლინოთ. ზოგადად, აპრილი, განსაკუთრებით თვის დასაწყისი, ვერძების უმეტესობისთვის უჩვეულოდ დინამიკური და ძალიან პოზიტიური პერიოდი იქნება.

დაოჯახებულ ვერძებს სასიამოვნო საქმეები ელით. ეს შეიძლება რემონტი, ავეჯის შეცვლა ან სახლის ინტერიერის გაფორმება იყოს. გარდა ამისა, აპრილში საგრძნობლად გაუმჯობესდება ურთიერთობა ახლო ნათესავებთან. ზოგი ვერძი ძველ მეგობართან ურთიერთობას გაწყვეტს, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კანონზომიერი შედეგი იქნება.

აპრილიდან რეგულარული ფინანსური შემოსავალი გელით. გამორიცხული არ არის, რომ ხელფასი გაგეზარდოთ. ასევე მოსალოდნელია მატერიალური ხასიათის სიურპრიზები - ლატარიაში მოგებიდან დაწყებული, ლამაზი საჩუქრებით დამთავრებული.

აპრილის პირველ ნახევარში მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, ახალი პასუხისმგებლობები და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, სავსემთვარეობის პერიოდი, რომელიც მზის დაბნელებას ემთხვევა, ხელსაყრელი დროა ფარულ შიშებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლისთვის.

ხელსაყრელი დღეებია: 5, 10, 14, 18, 22, 27

არახელსაყრელი დღეებია: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30.

კურო

კუროებო, წინ რთული და მოუსვენარი თვე გელით, ამიტომ სიბრძნე, გონიერება და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

აპრილი (განსაკუთრებით თვის პირველი ნახევარი) ჯანმრთელობისა და ენერგიის თვალსაზრისით უაღრესად რთული პერიოდია.

აი, მარტოხელა კუროებს კი აპრილი პირადი ცხოვრების მოწყობის შანსს მისცემს. ახალი სასიყვარულო ურთიერთობების განვითარება მხოლოდ თქვენს გეგმებსა და სურვილებზეა დამოკიდებული.

შესაძლოა უმნიშვნელო კამათის გამო ნათესავებთან გაწყვეტილი ურთიერთობა განახლდეს.

რაც შეეხება ფინანსებს, ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აპრილის პირველი და მეორე კვირა იქნება. შემოსავლის ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა გელით, რომელიც მომდევნო თვეშიც აქტიურად გაგრძელდება.

6 აპრილს, სასწორში სავსე მთვარემ შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგოთ - ვიღაც სამსახურიდან წავა, ვიღაც კი შემოსავლის დამატებით წყაროს იპოვის.

გარღვევა ბიზნესში და კარიერული ზრდა სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გელით.

წინა თვეებში დაძაბული მუშაობის შემდეგ თქვენი ბიოპოტენციალი შემცირებულია, ამიტომ სრულფასოვანი დასვენება, ხანგრძლივი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა გესაჭიროებათ.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 7, 12, 16, 21, 26

არახელსაყრელი დღეებია: 5, 10, 14, 18, 23, 29.

ტყუპები

ჰოროსკოპის თანახმად, აპრილი, ისევე როგორც წინა თვე, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას და წარმატებას მოგიტანთ. დიახ, დაბრკოლებებიც იქნება, მაგრამ თანამოაზრეები და გავლენიანი ადამიანები მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მარტოხელა და სიყვარულში იმედგაცრუებულ ტყუპებს მნიშვნელოვანი სიახლეები ელით. სავარაუდოდ, მეგობრულ წვეულებაზე ოცნების ადამიანს შეხვდებით. მთავარია, უკან არ დაიხიოთ, თუმცა არც მოვლენების დაჩქარებას გირჩევთ. დინებას მიჰყევით და სადღაც აუცილებლად მიხვალთ.

თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგალითად, სხვა ქვეყნების კანონმდელობა) შორეულ ნათესავებთან ურთიერთობის გაგრძელებას ვერ შეძლებთ.

აპრილის ფინანსური პროგნოზი არაერთგვაროვანია - ერთი მხრივ, ფინანსური შემოსავალი რეგულარული და საკმარისი რაოდენობით იქნება, მეორე მხრივ კი, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. ასეა თუ ისე, თვის ბოლოს თქვენი „ბალანსი“ დადებითი იქნება.

აპრილი ძველი საქმიანი კავშირების აღდგენისა და ახალი პროფესიული ურთიერთობების დამყარების დროა. ბევრი ტყუპები შეძლებს, რომ თავისი გავლენის და პოპულარობის საზღვრები გაფართოოს და წინ წავიდეს.

აპრილში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა თვის ბოლოს შეიძლება დაღლილობამ თავი იჩინოს. ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია სრულყოფილი ძილი და დასვენება.

ხელსაყრელი დღეები: 5, 11, 14, 19, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 26, 30.

კირჩხიბი

სირთულეების ეტაპი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული შედეგები თქვენს მოლოდინებს არათუ გაამართლებს, გადააჭარბებს კიდეც. სამაგიეროდ, მუშაობაში ჩაფლულს პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ აღარ დაგრჩებათ.

მეგობრულ ურთიერთობებში სრული ჰარმონია და გაგებაა. თვის შუა რიცხვებში შეიძლება მცირე უთანხმოება წარმოიშვას, რაც ყველას მალე დაავიწყდება.

პრობლემური წყვილები შეიძლება ძალიან გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუმცა ჯერჯერობით ურთიერთობების გაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. უსმინეთ საკუთარ გულს - მხოლოდ მან იცის სიმართლე და მოგცემთ ყველაზე ძვირფას რჩევას.

აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი ოპტიმისტურია. თვის შუა რიცხვებში ბევრი კირჩხიბი ვალების გასტუმრებას და ძველ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავებას შეძლებს.

ბიზნესმენები მნიშვნელოვანი გარიგებების წყალობით განვითარების ახალ საფეხურზე გადავლენ. რიგით თანამშრომლებს ეს თვე უჩვეულოდ მაცდური პერსპექტივის მქონე ახალ პოზიციებს ჰპირდება. კარიერული ზრდა როგორც ძველ სამსახურში, ასევე ახალ, მასშტაბურ კომპანიებშია მოსალოდნელი.

ჯანმრთელობის მხრივ თავს მშვენივრად გრძნობთ და მაინც, ნუ მიატოვებთ სპორტს ან სავარჯიშო თერაპიას. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 7, 13, 17, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეებია: 5, 10, 15, 19, 22, 27.

ლომი

ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებისთვის აპრილი შეიძლება 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და აქტიური პერიოდი იყოს.

მტკიცე ოჯახებში და მოსიყვარულე წყვილებში განახლების პროცესები მიმდინარეობს. მოსალოდნელია ცხოვრების წესის, ქალაქის ან ქვეყნის შეცვლა ან უფრო კომფორტულ პირობებში გადასვლა.

მარტოხელა ლომებს მეგობრულ წვეულებაზე ან მოგზაურობის დროს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება. არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანიც.

ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია, გაუთვალისწინებელი ხარჯები ნაკლებად არის მოსალოდნელი.

აპრილი შესანიშნავი პერიოდია სწავლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ახალი ცოდნა და უნარები უახლოეს მომავალში გამოგადგებათ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, გირჩევთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იზრუნოთ და არც დასვენება დაივიწყოთ. დღის რაციონში კალციუმის და იოდის შემცველი პროდუქტები ჩართეთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17, 21, 25, 30.

ქალწული

აქტიური, მაგრამ რთული პერიოდის გადალახვა მოგიწევთ. ეს თვე ცვლილებების მთელ პაკეტს გპირდებათ. ზოგისთვის ცვლილება სამუშაოს უკავშირდება, ზოგისთვის - პირად ცხოვრებას. მიწის სტიქიის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის კი სხვადასხვა სახის კრიზისთან ასოცირდება.

ბევრი დაოჯახებული ქალწული ბავშვის გაჩენას გეგმავს და ამ თვეს ორსულობის შანსი ძალიან მაღალია.

ეს თვე უკვე ჩამოყალიბებულ სასიყვარულო ურთიერთობებში ახალი, უფრო მგრძნობიარე ასპექტების გამოვლენას გვპირდება. გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. პრობლემური წყვილებისთვის აპრილში განშორება ან განქორწინება შეიძლება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყოს.

მეწარმეებს შეუძლიათ სანდო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიანი სესხის აღებაც შეძლოთ. ზოგ ქალწულს ფინანსურად ახლობელი ადამიანები დაეხმარებიან.

სავარაუდოდ, პროფესიული გეგმების შეცვლა და გადახედვა მოგიწევთ. ეს თანაბრად ეხება ხელმძღვანელებსაც და რიგით თანამშრომლებსაც.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, აპრილში დაღლილობა და გაღიზიანება შეიძლება ჩვეულ მდგომარეობად იქცეს, განსაკუთრებით - თვის შუა რიცხვებში. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებებიც თავს შეგახსენებთ. ბუნებაში დასვენება და ახალი შთაბეჭდილებები ჯანმრთელობის შენარჩუნებში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 17, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 11, 15, 19, 24, 28.

სასწორი

ჰაერის ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის აპრილის მთავარი თემა პარტნიორული ურთიერთობები იქნება. ამასთან, მთავარი მოვლენები შეიძლება როგორც პროფესიულ სფეროს, ისე პირად ცხოვრებას უკავშირდებოდეს.

მარტოხელა სასწორებს აპრილში საოცნებო ადამიანთან შეხვედრა ელით. დიდია შანსი, რომ ეს შეხვედრა ხანგრძლივ და ბედნიერ რომანში გადაიზრდოს.

ფინანსური პროგნოზი ნეიტრალურია. ფულის უკმარისობა არ გემუქრებათ, თუმცა არც მნიშვნელოვანი დანაზოგის შექმნას შეძლებთ, რადგან აპრილში ბევრი ხარჯი გელით. პრობლემების მიუხედავად, თვის ბოლოს დადებითი ბალანსი გექნებათ.

გირჩევთ საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები თანამოაზრეების გუნდთან ერთად ჩაატაროთ - ამ შემთხვევაში წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თვის განმავლობაში ბევრ სასწორს უზარმაზარი გონებრივი, ასევე ფიზიკური დატვირთვა ელის, ამიტომ მესამე კვირიდან საშინელ დაღლილობას იგრძნობთ.

ახლა ყველაზე მეტად რეგულარული დასვენება, სრულყოფილი ძილი და დაბალანსებული დიეტა გჭირდებათ. სასწორ ქალებს ვურჩევთ, გინეკოლოგთან ვიზიტზე ჩაეწერონ.

ხელსაყრელი დღეებია: 1, 5, 10, 15, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეებია: 3, 8, 13, 17, 21, 25, 30.

მორიელი

მორიელების უმეტესობისთვის 2023 წლის აპრილი ძალიან წინააღმდეგობრივი პერიოდია, თუმცა, ეს თვე უამრავ შესაძლებლობას გპირდებათ - ზოგს პროფესიულ საქმიანობაში და ზოგს პირად ცხოვრებაში.

ბოლო დროს წყლის სტიქიის ბევრმა წარმომადგენელმა უჩვეულო შრომისმოყვარეობა გამოიჩინა, რაც დამსახურებულ აღიარებას, პატივისცემას და ჯილდოს მოგიტანთ.

ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები არ შეგექმნებათ. შეგიძლიათ გაგების, მხარდაჭერის და პატიების იმედი გქონდეთ.

მარტოხელა მამაკაცებს და ქალებს რომანტიკული ნაცნობობა და დაუვიწყარი რომანი ელით.
გამორიცხული არც სამსახურებრივი რომანია, განსაკუთრებით - ახალ სამსახურში ან ახალ კოლეგებსა და პარტნიორებს შორის.

ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება - ხელფასი გაიზრდება და რეგულარული გახდება და ეს მხოლოდ დასაწყისია! რიგით თანამშრომლებს შეუძლიათ დაწინაურების იმედი ჰქონდეთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, აპრილში დაღლილობამ შეიძლება ქრონიკული სახე მიიღოს. ეცადეთ, ძილის რეჟიმი დაიცვათ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 9, 13, 17, 21, 26

არახელსაყრელი დღეებია: 1, 5, 11, 15, 19, 23, 28.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, თამამი გეგმების განხორციელების დროა! ჰოროსკოპის თანახმად, მშვილდოსანთა უმეტესობა ნებისმიერი მინის მიღწევას შეძლებს.

აპრილი სიყვარულს და ბედნიერებას გპირდებათ. ამ თვეში უამრავ საინტერესო ღონისძიებას და წვეულებას დაესწრებით, სადაც საინტერესო ადამიანის გაცნობა და ვნებიანი რომანის დაწყება გელით. ამ თვალსაზრისით 20 აპრილის ახალმთვარეობა, რომელიც მზის დაბნელებას ემთხვევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

მშვილდოსანი მშობლები ამაყობენ შვილების მიღწევით, ბევრ მშვილდოსანს შეიძლება შვილი ან შვილიშვილი ეყოლოს.

ფინანსური მდგომარეობა წინააღმდეგობრივია და მაინც, შემოსავალი გასავალს აღემატება. ასევე არსებობს ფულადი ბონუსის ან პრიზის მიღების შესაძლებლობა.

აპრილში ყველაზე წარმატებულები შემოქმედი მშვილდოსნები იქნებიან - მწერლებს, ჟურნალისტებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, მსახიობებს, დიზაინერებს და ბლოგერებს ფინანსური შემოსავალი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით.

ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ. შესაძლებელია აპრილში ალერგიამ, სურდომ ან სეზონურმა გაციებამ შეგაწუხოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 6, 11, 15, 19, 24, 29

არახელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 17, 21, 26.

თხის რქა

თუ ფინანსების გონივრულად მართვა შეძელით, აპრილი პრობლემების გარეშე ჩაივლის. თვის მთავარი მოვლენები საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება. ჰოროსკოპის თანახმად, თხის რქების უმეტესობისთვის აპრილში მთავარ ადგილზე პირადი ცხოვრება და ოჯახია. სავარაუდოდ, ნათესავებს რთული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებით.

აპრილში შეყვარებულებმა შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილება მიიღონ - მაგალითად, ერთად ცხოვრება დაიწყონ ან ახალი სახლი შეიძინონ.

ფინანსური პროგნოზი ნეიტრალურია. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მშობლების ან ხანდაზმული ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

აპრილში შესაძლოა პარტნიორებთან და კოლეგებთან გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ.

სრულყოფილი ძილი, ვარჯიში და ჯანსაღი კვება – აი რას ურჩევენ ვარსკვლავები ყველა ასაკისა და პროფესიის თხის რქას. აპრილში განსაკუთრებით ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 8, 12, 16, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეებია: 6, 10, 14, 18, 22, 27.

მერწყული

აპრილი უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საბოლოოდ განახორციელოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ. ამ თვეში ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ.

მერწყულების უმეტესობისთვის გაზაფხულის მეორე თვე უჩვეულოდ ნაყოფიერი პერიოდი იქნება.

პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით. მარტოხელა ქალებს და მამაკაცებს აპრილი საშუალებას მისცემს, ღირსეული ნახევარი იპოვონ. სავარაუდოდ, თქვენი შეხვედრა მგზავრობის დროს შედგება.

21 აპრილიდან მერკური უკუსვლას იწყებს. სასურველია, რომ ამ დრომდე მშენებლობა, რემონტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დაასრულოთ.

მერწყულებო, მკაცრი სატურნის გავლენა ფინანსურ სფეროში მაქსიმალურ დისციპლინას მოითხოვს.

მერწყულებს, რომელთა საქმიანობა შემოქმედებას და ხელოვნებას უკავშირდება, აღიარება და წარმატება ელით. აპრილი ხელსაყრელი დროა ცოდნის მიღებისთვის, განსაკუთრებით - სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში.

აპრილში თქვენი ბიოპოტენციალი მაღალია, ამიტომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 18, 22, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 20, 25.

თევზები

შემცირებული ბიოპოტენციალის მიუხედავად, 2023 აპრილი ხელსაყრელი პერიოდი იქნება პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის.

ახლო ნათესავებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ოჯახის წევრების ფინანსური და მორალური დახმარების იმედი გქონდეთ.

ბევრი თევზი ოჯახის ახალი წევრით შევსებას გეგმავს და ბავშვის ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეს არჩევს.

მცირე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, აპრილში უფულობა არ გემუქრებათ. ხელფასის გარდა, მოსალოდნელია მატერიალური სახის ბონუსები და სიურპრიზები.

თევზებო, სრულყოფილი დასვენება საშუალებას მოგცემთ აპრილში ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აიცილოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 16, 21, 26

არახელსაყრელი დღეებია: 6, 10, 14, 18, 24, 29.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო