2023 წლის თებერვლის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
12:00 სამ. 31 იანვარი, 2023 წელი

თებერვალი რთული და მოუსვენარი თვე იქნება. უკვე 5 თებერვალს, მარსის და ვენერას კავშირი სავსე მთვარესთან ერთად დისჰარმონიულ ენერგიას გაააქტიურებს, რაც სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას, კონფლიქტებს და საომარ ვითარებებს გამოიწვევს. ვნახოთ რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ რთულ და მოუსვენარ თვეს.
ვერძი
თებერვალში, როდესაც მოვალეობები და პირადი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა, ბევრი ვერძი შეიძლება უჩვეულოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
პროფესიულ საქმიანობაში შარშანდელი პრობლემების დასრულებისა და ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი იწყება.
თებერვლის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის - ახლა ვერძს ყველაფერი მშვენიერი იზიდავს. სამწუხაროდ, თქვენი ზოგი გეგმა ილუზორული აღმოჩნდება, რადგან „ვარდისფერი სათვალე" რეალობის დანახვას გიშლით.
23-დან 27 თებერვლამდე ნებისმიერი ინვესტიციისა და მსხვილი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან ფინანსური ზარალის ალბათობა ძალიან მაღალია - გაურკვევლობაში აღმოჩენილმა ვერძმა შეიძლება რეალობასთან კავშირი დაკარგოს და საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასოს.
თვის დასაწყისში, სამსახურში არ არის გამორიცხული მცირე დაპირისპირება მენეჯმენტთან, კოლეგებთან და მოკავშირეებთან.
სამაგიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა სასურველია სრულფასოვანი დასვენება და ძილი, ვიტამინები და დღის რეჟიმის შემსუბუქება.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 18, 22, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 20, 24
კურო
თებერვალში მიწის სტიქიის წარმომადგენლებს მძიმე და ხანგრძლივი მუშაობა ელით, თუმცა შედეგი შთამბეჭდავი იქნება. შეგიძლიათ შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების იმედი გქონდეთ.
სავარაუდოდ, თვის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, რაც კუროს ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზეც აისახება, თუმცა თებერვლის მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ბევრი კურო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.
შეყვარებულებს თვის დასაწყისში სერიოზული კონფლიქტი ელით, რომელმაც შეიძლება თქვენს ურთიერთობას წერტილი დუსვას. იმავდროულად, ახალი მთვარე თევზებში საშუალებას მოგცემთ ცხოვრების მეგზური სრულიად ახალი თვალით დაინახოთ.
დაოჯახებული კუროები ურთიერთსასარგებლო კომპრომისების პოვნას შეძლებენ.
გახსოვდეთ, თებერვალი იდეალური დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პირველი პაემნებისთვის.
თუ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, თებერვალში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შეიძლება თქვენი ამბიციურობა არასწორად გაიგოს, რასაც უსიამოვნო შედეგები და გაუგებრობები მოჰყვება. ამიტომ ეცადეთ, მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - ხელმძღვანელობასა და ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას.
არც ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაივიწყოთ. დროა, პრევენციული მკურნალობაზე იფიქროთ. ეს განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 24
არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 27
ტყუპები
ტყუპებო, ძალიან მალე თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი და საინტერესო გახდება, თუმცა მანამდე ყველა ეჭვსა და შიშს უნდა დაემშვიდობოთ. ეს თვე საკმაოდ რთული, მაგრამ თქვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
5 თებერვალს სავსე მთვარე ლომში ოჯახური კავშირების სფეროს გაააქტიურებს. ეს ხელსაყრელი დროა ახლო ნათესავებთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის. ამ პერიოდში შეიძლება შორეული ნათესავებისგან უსიამოვნო სიახლეები შეიტყოთ.
თებერვალში ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯია მოსალოდნელი, რასაც მოკრძალებული შემოსავალი ვერ აანაზღაურებს.
გირჩევთ, ხანმოკლე მივლინება და მოგზაურობა 2-დან 7 თებერვლამდე პერიოდში არ დაგეგმოთ. 21-დან 23 თებერვლამდე პერიოდში მცირე დავები და გაუგებრობები გელით.
ტყუპები, რომლებიც იანვრიდან ავადმყოფობენ, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, რადგან ახლა თქვენი ბიოპოტენციალი საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება მგზავრობას და მოგზაურობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არსად გაემგზავროთ. ეს რჩევა განსაკუთრებით მძღოლებს ეხებათ.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 14, 18, 22, 27
არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 20
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს თვე შეიძლება ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იყოს. არ უნდა აჩქარდეთ. უმჯობესია ყურადღება როგორც ფიზიკური, ასევე მორალური რესურსის შევსებაზე გადაიტანოთ.
თვის დასაწყისში შეყვარებულ წყვილებსა და მეუღლეებს შორის მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ეს ურთიერთობების სტაბილურობაზე არ აისახება და მალე დაივიწყებთ.
მარტოხელა კირჩხიბებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, მაგრამ ამ რომანის შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
თებერვლის ფინანსური სურათი წინააღმდეგობრივია. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში თავი იჩინოს ძველმა ვალებმა.
თებერვლის პირველ ათ დღეში გარკვეული, სამართლებრივი სახის შეფერხებებია მოსალოდნელი. თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ - პრობლემას მალე მოაგვარებთ.
თებერვალში სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გეგმები შეიძლება გადაღლამ ან აპათიამ ჩაგიშალოთ. დასვენების გარდა, იმუნური სისტემის გაძლიერებაზეც უნდა იზრუნოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 18, 23, 27
ლომი
„მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, თანაც მარტო წინ“ - ლომების უმეტესობისთვის თებერვალი ამ დევიზით ჩაივლის. პრობლემები თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად დატოვებს. ასე რომ, თავი ასწიეთ და მიზნებისკენ იარეთ.
ვენერას და მარსის არახელსაყრელმა მდებარეობამ შეიძლება ძლიერ კავშირებშიც კი უთანხმოება გამოიწვიოს, თუმცა თვითკონტროლის უნარი ურთიერთობების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. პრობლემური წყვილები სავარაუდოდ, ერთმანეთს უფრო მეტად დაშორდებიან.
თებერვლის პირველ ნახევარში მოკრძალებული შემოსავლების ფონზე უზარმაზარი ფინანსური ხარჯები გელით. საერთოდ, თებერვლის პირველი ნახევარი ლომებისთვის ყველაზე რთული პერიოდია. ამასთან, ამ პერიოდის შედეგებზეა დამოკიდებული პროფესიული საქმიანობის განვითარება.
სავარაუდოდ, თებერვალში ლომის ბიოპოტენციალი დაბალი იქნება, ამიტომ ახლა ზომიერების გრძნობა და საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ხელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 21, 26
ქალწული
ქალწულის ცხოვრებას ქაოსური ატმოსფერო თანდათან ტოვებს, მაგრამ თებერვალში ცვლილებები გაგრძელდება როგორც სასიყვარულო ფრონტზე, ისე პროფესიულ საქმიანობაში. არ ინერვიულოთ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის.
ქალწული მშობლები შვილების მიღწევებით იამაყებენ.
ფინანსური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. თებერვლის პირველ ათ დღეში მოსალოდნელია სამართლებრივი ხასიათის პრობლემები, რომლებსაც მალე მოაგვარებთ.
თებერვალი იდეალური დროა მავნე ჩვევებზე უარის თქმისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყებისთვის.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 13, 17, 21, 26
არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 27
სასწორი
სასწორებო, გადამწყვეტი მოქმედებების დროა! თებერვალი თქვენი მასშტაბური გეგმებისა და იდეების წარმატებით განხორციელებისთვის უამრავ შანსს შემოგთავაზებთ. მთავარია, საკუთარი თავის და შესაძლებლობების გწამდეთ.
მარსის და ვენერას ნეგატიურმა კავშირმა შეიძლება როგორც მეუღლეებს, ისე შეყვარებულებს შორის დაპირისპირება, პრეტენზიები, კონფლიქტები და იმედგაცრუება გამოიწვიოს. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - ეს დროებითი პრობლემებია.
თებერვლის ფინანსური მდგომარეობა ნეიტრალურია - დიდი შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც უფულობა გემუქრებათ. ძირითადი ხარჯები ოჯახს, შვილებს, შეყვარებულებს და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს უკავშირდება.
მენეჯერი და ბიზნესმენი სასწორები კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს გამართავენ ადამიანებთან, ვისთანაც წარსულში ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებდნენ. ამ თვალსაზრისით, თებერვლის მეორე და განსაკუთრებით მესამე კვირა ყველაზე პერსპექტიულია.
თებერვლის პირველ ნახევარში ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25
მორიელი
ეცადეთ, თებერვალში აქტიურობა შეამციროთ და საყვარელ ადამიანებს და საყოფაცხოვრებო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ.
თებერვლის პირველი ნახევარი თვის ყველაზე რთული პერიოდია. მეუღლეებსა და შეყვარებულებს შორის მოსალოდნელია „ცარიელ ადგილზე“ წარმოქმნილი კონფლიქტები და გაუგებრობები, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია.
დიდი ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, თებერვალში უფულობა არ გემუქრებათ. სავარაუდოდ, ხარჯები ბავშვებს ან ოჯახის წევრებს უკავშირდება.
ეცადეთ, სწავლას და თვითგანათლებას მეტი დრო დაუთმოთ. ახალი ცოდნა და უნარები უახლოეს მომავალში გამოგადგებათ.
თებერვალში მორიელის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ დაბალია. მოწყენილობა და აპათია ამ თვეში თქვენი ჩვეული მდგომარეობაა.
მიიღეთ ვიტამინები, იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, მოერიდეთ გადაღლას და ჩაიცვით ამინდის შესაბამისად.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17, 21, 26
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 15, 19, 23, 28
მშვილდოსანი
მშვილდოსნის დაძაბულ ცხოვრებაში სტაბილურობა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ბრუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება პროგნოზირებადი და მოსაწყენი ხდება. პირიქით, თებერვალი ძალიან აქტიური და საინტერესო იქნება.
მარტოხელა მშვილდოსნებს თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლები ელით, თუმცა მათი შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
თებერვლის მეორე და მესამე კვირაში დაგეგმილი მოგზაურობები წარმატებით დასრულდება.
თებერვლის ძირითადი ხარჯები სასიამოვნო იქნება (საყვარელი ადამიანი, შვილები, ოჯახი, ერთობლივი დასვენება და ა.შ.).
ზამთრის ბოლო თვე ახალი საქმის დაწყებისა და ახალი პროექტებისთვის შესანიშნავი დროა. საინტერესო შემოთავაზებებზე უარს ნუ იტყვით - წარმატება და მოგება გარანტირებული გაქვთ.
ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, ამიტომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 15, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 17, 21, 25
თხის რქა
ამ თვეს თქვენი მთელი ყურადღება პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე გადავა. თვის დასაწყისში გონივრული და პერსპექტიული იდეები გელით, შესაძლოა, ახალი, საინტერესო წინადადებაც მიიღოთ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თებერვლის პირველ ნახევარში დაგეგმილმა მივლინებამ თქვენი მოლოდინი გაამართლოს. თუ შესაძლებელია, ოჯახური მოგზაურობა და რომანტიკული თავგადასავლები უფრო შესაფერისი დროისთვის გადადეთ.
5 თებერვალს სავსე მთვარე ლომში ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მთავარია, საყვარელი ადამიანების კომფორტს და სურვილებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თებერვლის ფინანსური სურათი ოპტიმისტურია. დიახ, ბევრი ხარჯი გელით, მაგრამ სტაბილური ფინანსური შემოსავალი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
პროფესიული მიღწევების თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიული დრო თვის მეორე და მესამე კვირაა. ძველი პრობლემების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში მოგვარდება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია, ამიტომ ეცადეთ, იმუნიტეტი ყველა შესაძლო გზით აიმაღლოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17, 21, 25
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 15, 19, 23, 28
მერწყული
მერწყულების უმეტესობისთვის თებერვალი ნაყოფიერი და წარმატებული პერიოდი იქნება. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და მიზნისკენ თამამი ნაბიჯები გადადგათ.
მერწყულის ენერგეტიკული პოტენციალი თებერვლის პირველივე დღეებიდან იზრდება. სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას და მოტივაციას იგრძნობთ. თქვენი ბიზნესაქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოიყენოთ.
თებერვალში მერწყულების უმეტესობა როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას შეძლებს. მუშაობისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი თვის მეორე და მესამე კვირებს ემთხვევა.
მარტოხელა მერწყულებს თებერვლის ბოლო კვირას რომანტიკული ნაცნობობა ელით. სავარაუდოდ, ამ ადამიანს მგზავრობის დროს გაიცნობთ.
მერწყულის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ფინანსური ხარჯების ძირითადი ნაწილი თებერვლის პირველ კვირაშია მოსალოდნელი.
მერწყულებისთვის, რომელთა საქმიანობა სიტყვას უკავშირდება, თებერვალი პერსპექტიული დროა. მწერლებსა და პოეტებს, ქოფირაიტერებს და ჟურნალისტებს წარმატება და პოპულარობა ელით.
მერწყულის ბიოპოტენციალი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თებერვალი ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური პროცედურებისა და იმიჯის განახლებისთვის.
ხელსაყრელი დღეები: 6, 11, 15, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 21, 26
თევზები
ეს თვე აქტიურობისა და რევოლუციური ცვლილებებისთვის შეუფერებელია, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად და მოზომილად გაატაროთ. ჰოროსკოპის მიხედვით, თებერვალში დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დრო უნდა გამონახოთ, ვინაიდან თქვენი ბიოპოტენციალი თითქმის მთელი თვის მანძილზე მცირდება.
ეს შესანიშნავი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და მყუდრო გარემოში მეგობრული შეხვედრებისთვის.
თებერვალში დაგეგმილი მოჯახური ან რომანტიკული მოგზაურობები წარმატებული და საინტერესო იქნება.
თებერვალი ბევრ თევზს 2022 წელს დაწყებული ძველი წინააღმდეგობების მოგვარებაში დაეხმარება. იუპიტერისა და ვენერას დადებითი გავლენის გამო თებერვალში შეიძლება ძალიან გაგიმართლოთ. იქნებ ლატარიის ბილეთი იყიდოთ - რა იცით, რა ხდება.. .
პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე პოზიტიური პერიოდი 20-დან 28 თებერვლამდეა. მოსალოდნელია ახალი კომერციული შეთავაზებები და პერსპექტიული პროექტები.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, სავსემთვარეობის დღეებში, 4 და 5 თებერვალს, ენერგეტიკული პოტენციალის კლება უფრო საგრძნობია. მოერიდეთ გადაღლას.
ხელსაყრელი დღეები: 2, 8, 13, 17, 20, 24
არახელსაყრელი დღეები: 4, 11, 15, 19, 22, 27
სიახლეები ამავე კატეგორიიდან