დეკემბრის ზოგადი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
12:00 სამ. 29 ნოემბერი, 2022 წელი

გაიგეთ, რა ცვლილებები გელით ზამთრის პირველ თვეს...
ვერძი
იცით, რომ ზამთრის დასაწყისი ახალი ცოდნისა და კვალიფიკაციის მისაღებად იდეალური პერიოდია და ამ შესაძლებლობის გამოყენებას ეცდებით. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით. დეკემბერში უამრავ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ, რაც ყველა პრობლემას დაგავიწყებთ.
მარტოხელა ვერძისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს და ქორწინებით დაგვირგვინდეს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი რჩეული ან საზღვარგარეთ ცხოვრობს, ან უცხო ეროვნებისაა.
ფინანსური თვალსაზრისით, თვის ბოლო საუკეთესო პერიოდია - შესაძლოა, უკვე დასრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დამსახურებული ბონუსი ან ჯილდო მიიღოთ.
ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 15, 21, 24, 30
არახელსაყრელი დღეები: 6, 13, 17, 28
კურო
კუროსთვის დეკემბერი გარდაქმნებისა და ცვლილებების პერიოდი იქნება. ცვლილებები მოსალოდნელია რესურსების მართვისა და პირადი ცხოვრების მიმართულებით.
ამავე დროს არსებობს კრიზისულ სიტუაციაში მოხვედრის რისკი. კარგად უნდა გაიაზროთ რისი დათმობა გსურთ და რისი შენარჩუნება გინდათ.
ზამთრის პირველი თვე განმარტოების სურვილს მოგიტანთ და ამის შეცვლა მხოლოდ საყვარელ ადამიანს შეუძლია. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. სხვაზე უკეთ წარმოჩენის მცდელობა შეიძლება ცუდი შედეგებით დასრულდეს.
ფინანსური თვალსაზრისით, თვის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, ამ პერიოდში „ქამრის შემოჭერა“ მოგიწევთ.
დეკემბრის პირველ ნახევარში შეიძლება მეუღლეებსა და შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დაიძაბოს, მაგრამ თვის ბოლო დღეებში უსიამოვნო სიტუაცია თავისთავად მოგვარდება.
2022 წლის ბოლო დღეებში ან მომავალი წლის დასაწყისში მოგზაურობის დაგეგმვა ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი ემოციების მიღებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
დეკემბრის დასაწყისში მოერიდეთ სარისკო სიტუაციებს და ავანტიურებს.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, გირჩევთ წლის ბოლოს პროფილაქტიკური მკურნალობა და სრულფასოვანი გამოკვლევები ჩაიტაროთ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 14, 16, 21, 25, 30
არახელსაყრელი დღეები: 8, 9, 12, 28
ტყუპები
დეკემბერში გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და გაძლიერებას შეძლებთ. უარი თქვით საქმის მარტო კეთებაზე და ეცადეთ, მოკავშირეები იპოვოთ. პროფესიულ საქმიანობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით არაგულწრფელობას შორიდანვე გრძნობთ და თქვენით მანიპულაციის საშუალებას არავის აძლევთ. ვარსკვლავები გირჩევენ თვითგანვითარებისა და ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე იზრუნოთ.
დეკემბრის პირველ ნახევარში მეუღლეებს შორის უთანხმოების საფუძველზე კონფლიქტია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, კომპრომისს მხოლოდ 2022 წლის ბოლოს, ნათესავების ან მეგობრების დახმარებით მიაღწევთ.
შეყვარებულებსაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ელით, როდესაც კონფლიქტი ტყუპების ნამდვილ ბუნებას გამოავლენს. თუ ნამდვილად აფასებთ ამ კავშირს, გირჩევთ, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ. ამის შემდეგ საახალწლო ღამე ჰარმონიისა და სიხარულის ატმოსფეროში გაიმართება.
პროფესიული სირთულეების მიუხედავად, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. გრანდიოზული შემოსავლების იმედი არ უნდა გქონდეთ, თუმცა არც უფულოდ დარჩებით.
ხელსაყრელი დღეები: 5, 15, 19, 21, 27, 31
არახელსაყრელი დღეები: 3, 11, 18, 26
კირჩხიბი
დეკემბერში მთლიანად სამსახურზე, ჯანმრთელობაზე და გარშემომყოფების დახმარებაზე იქნებით ორიენტირებული. გილოცავთ! თქვენი შრომისმოყვარეობა მენეჯმენტის მიერ შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება - მოსალოდნელია ხელფასის ზრდა.
თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მცირედით კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. ბევრი კირჩხიბისთვის სამსახურის გამო პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება.
ახლა არ არის დრო ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებისთვის. ჯერ დაასრულეთ ძველი საქმეები, მოაწესრიგეთ ყველაფერი, მათ შორის საკუთარი აზრებიც და მერე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე თავად დააყენებს,
შეყვარებულებს შორის შეიძლება რაღაც საიდუმლო გამჟღავნდეს, რაც ურთიერთობას გაართულებს. გახსოვდეთ, რომ დუმილი ოქროა და იზრუნეთ ზურგის გაძლიერებაზე.
მარტოხელა კირჩხიბებს ვურჩევთ, დეკემბერში სიყვარული უფრო აქტიურად ეძებონ.
ასევე, სასურველია მეტი დასვენება და სეზონური დაავადებების პროფილაქტიკა.
ხელსაყრელი დღეები: 3, 9, 12, 17, 25, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 11, 14, 21, 28
ლომი
ლომისთვის წლის ბოლო თვე უდარდელი პერიოდი იქნება. შემოქმედებითი შთაგონებით სავსე ხართ და თავგადასავლებს ეძებთ. დეკემბერი საუკეთესო დროა გართობისა და ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.
სამსახურში გირჩევთ, ყურადღება მიმდინარე ამოცანების გადაჭრაზე გაამახვილოთ. შესაძლოა, ახალი უნარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისება მოგიწიოთ. მარტოხელა ლომს დეკემბერში სამსახურებრივი რომანი ელის. რატომაც არა, თუ თავისუფალი ხართ და ახალ ურთიერთობებს ელით!
შეყვარებულების ურთიერთობაში შეიძლება სერიოზული სირთულეები გაჩნდეს და ამ შემთხვევაში ბევრი რამ ლომის სურვილებზე, სიტყვებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.
დაოჯახებული ლომების ყურადღება მშენებლობის, რემონტის და სახლთან დაკავშირებული სხვა საქმეებისკენაა მიმართული.
ამ თვეში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროთ.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 19, 21, 25, 31
არახელსაყრელი დღეები: 9, 16, 23
ქალწული
დეკემბერში მთელი ყურადღება ოჯახთან და სახლთან დაკავშირებულ საკითხებზე გექნებათ გადატანილი. შესაძლოა, ახალი ავეჯი, ნივთები ან ტექნიკა შეიძინოთ, გარემო შეიცვალოთ ან სახლი გაყიდოთ. სავარაუდოდ, საშუალება გექნებათ, რომ ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.
სამსახურში შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენას შეძლებთ, თუმცა ძალიან გაღიზიანებთ რუტინული საქმეები, რომლებიც ძალიან მოსაწყენად გეჩვენებათ.
თქვენი შესაშური გამჭრიახობა და დაკვირვებული თვალი დეკემბერში თავიდან აგარიდებთ ფინანსურ ინტრიგას ან მორიგ ტყუილს.
ნათესავის დახმარებით მარტოხელა ქალწულები დეკემბერში ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან. მათ, ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, ვურჩევთ ის ოჯახს გააცნოს.
თვის შუა რიცხვებში გაუფრთხილდით წელსა და კისრის მიდამოებს. ეცადეთ, მეტი იაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 21, 25, 31
არახელსაყრელი დღეები: 1, 11, 27
სასწორი
პრობლემების გადაჭრისა და ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით, სასწორებისთვის დეკემბერი იდეალური თვე იქნება. ამასთან, ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა ისწავლოთ. შეიძლება ძალიან საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც აუცილებლად სხვებს უნდა გაუზიაროთ და მისი განხორციელებისთვის ყველაფერი იღონოთ.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო გაღრმავდება - შესაძლოა, ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ ან უბრალოდ მეტი დრო გაატაროთ.
მარტოხელა სასწორი დეკემბერში საქმეებით იმდენად დატვირთულია, რომ რომანტიკული ურთიერთობებისთვის არ სცალია, თუმცა არასოდეს იცი, სიყვარული სად გიპოვის.
პროფესიული საქმიანობის სირთულეები თქვენს შემოსავლებზე არ აისახება. ყოველ შემთხვევაში, ამ თვეში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ეცადეთ, ეს თვე ზედმეტი ფაციფუცი გარეშე გაატაროთ. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც დიდ ფიზიკურ და ემოციურ რესურსს მოითხოვს.
უმჯობესია შორეული მგზავრობა თვის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. ფრთხილად იყავით ქუჩაში - ტრავმის დიდი შანსია.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 16, 21, 27, 30
არახელსაყრელი დღეები: 6, 13, 20
მორიელი
მორიელებისთვის დეკემბერი, ძირითადად, მნიშვნელოვანი მოვლენებითა და შესანიშნავი შედეგებით იქნება სავსე. თუმცა დეკემბრის პირველი ნახევარი ბევრი მორიელისთვის შეიძლება კრიზისულ პერიოდად იქცეს - სამსახურში მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს, რადგან შეიძლება ამან არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. ახლა არ არის საუკეთესო დრო საკუთარი თვალსაზრისის დასაცავად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ლიდერობას.
პრობლემურ წყვილებს მორიგი დაპირისპირება ელით, რასაც გართულების შემთხვევაში, შეიძლება, ურთიერთობების გარდა, ოჯახური ბიუჯეტი და შვილების მომავალი შეეწიროს. მორიელის პარტნიორებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ, რათა კონფლიქტური სიტუაცია ოდნავ შეარბილონ.
მეგობრულმა წყვილებმა კი პირიქით, შესაძლოა, გრძნობების განახლება განიცადონ.
მარტოხელა მორიელებმა ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრა ელით.
დეკემბერში შემოსავალს ხარჯები გადააჭარბებს, რაც შეიძლება ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების საჭიროებებს უკავშირდება.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სახიფათო და სარისკო საქმიანობაზე უარი უნდა თქვათ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 12, 21, 25, 31.
არახელსაყრელი დღეები: 5, 15, 20
მშვილდოსანი
დეკემბერში სიმშვიდეზე არც უნდა იოცნებოთ. ძალიან დატვირთული, მაგრამ ამავე დროს ნაყოფიერი თვე გელით, როდესაც ბევრი სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებს.
ახლა ყველაზე მთავარია, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე იზრუნოთ, რათა მათი ნდობა არ დაკარგოთ.
დეკემბერი არახელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ამ თვეს კონტრაქტების და გარიგებების დადება არასასურველია.
დეკემბრის პირველ ნახევარში მცირე კონფლიქტები მოსალოდნელია ყველაზე მეგობრულ მეუღლეებს შორისაც კი, თუმცა თვის ბოლომდე ვნებები დაცხრება. მაინც ასჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით.
თვის პირველ ნახევარში ერიდეთ გაციებას და ვირუსულ დაავადებებს.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 25, 31
არახელსაყრელი დღეები: 3, 11, 23.
თხის რქა
დეკემბერში გრანდიოზული მიღწევების იმედი ნუ გექნებათ. წლის ბოლო თვე რთული პერიოდია, რომელიც თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებას და რთული ურთიერთობების მოგვარებას უკავშირდება. დროა წარსულის ნანგრევებისგან გათავისუფლდეთ, რომ მომავალს თვალებში თამამად ჩახედოთ!
დეკემბრის მთავარი პრობლემა შეიძლება რაღაც ინფორმაცია გახდეს, რომელიც ყველაზე შეუფერებელ დროს ამოტივტივდება. ეცადეთ წინდახედულობა გამოიჩინოთ და ინტრიგებს არ აჰყვეთ.
თვის დასაწყისში თქვენი ცხოვრება სირთულით იქნება სავსე, თუმცა, თვის ბოლომდე დადებით ტენდენციებს იგრძნობთ.
სამწუხაროდ, თქვენი პროფესიული პრობლემები პირად ბიუჯეტზეც აისახება და ბევრ თხის რქას „ქამრის შემოჭერა“ მოუწევს.
სამსახურში მოსალოდნელია კულუარული ინტრიგები, ამიტომ სიტყვაზე ნურავის ენდობით. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, იხელმძღვანელეთ საღი აზრით, გამოცდილებით და ინტუიციით. კარგი იქნება, თუ მაკონტროლებელი ორგანოების არაგეგმური ვიზიტებისთვის მოემზადებით.
დეკემბერში ჯანმრთელობის მხრივ სირთულეები არ გელით, თუმცა დასვენება და ჯანსაღი ძილი არ უნდა დაივიწყოთ. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.
ხელსაყრელი დღეები: 2, 9, 17, 21, 25, 31
არახელსაყრელი დღეები: 6, 13, 20
მერწყული
მერწყულთა უმეტესობისთვის დეკემბერი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. სირთულეების მიუხედავად, 2022 წლის ბოლო თვე იშვიათ შესაძლებლობებსა და შანსებს შემოგთავაზებთ.
8 დეკემბერს სავსე მთვარე ტყუპებში იმის ნიშანია, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები ნდობის სრულიად ახალ ტალღაზე გადავა.
სტაბილურ წყვილებში შეიძლება ეჭვიანობამ გაიღვიძოს და კონფლიქტში მეგობრები, ნათესავები და ძველი კოლეგებიც კი ჩაერთონ, თუმცა თვის ბოლოს ქარიშხალი ჩაცხრება. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კი გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, ერთად იმსჯელეთ პრობლემებზეც და გამოსავლის გზებზეც.
მერწყულების ფინანსური შემოსავალი დეკემბერში გააქტიურდება, ამას კი ხელს შეუწყობს თქვენს გარემოცვაში საინტერესო ადამიანის გამოჩენა, რომელიც ახალი და საინტერესო საქმეებისკენ გიბიძგებთ.
ხელსაყრელი დღეებია: 10, 16, 22, 28, 31
არახელსაყრელი დღეები: 5, 14, 23
თევზები
დეკემბერში ბევრ თევზებს თავისივე შექმნილ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს. 2022 წლის ბოლო თვე საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პერიოდიც იქნება. ნუ მოდუნდებით - ახლა მხოლოდ მტკიცე ნებისყოფა და კონკრეტული ქმედებები გჭირდებათ!
ზოგადად, დეკემბერი თევზებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი თვეა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული მეორე ნახევარია, რომელიც პრობლემების აღმოფხვრის შანსს მოგცემთ.
თუ თვის დასაწყისში ქამარს შემოიჭერთ და პროფესიულ მოვალეობებს გაიხსენებთ, თვის ბოლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ახალ წელს ხელგაშლილი შეხვდებით.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მთავარია ვირუსებს მოერიდოთ და თვის პირველ ნახევარსი ფიზიკურად არ დაიტვირთოთ - შედარებით მაღალია ტრავმის რისკი.
ხელსაყრელი დღეები: 1, 9, 17, 20, 25, 29, 31
არახელსაყრელი დღეები: 4, 18, 24.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან