ურთიერთობა

10 მწარე სიმართლე, რომელიც ადამიანს აძლიერებს

fun time

16:00 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი

რა ძალა აქვს სიმართლეს?
14
დაკოპირებულია

აი, 10 ჭეშმარიტება, რომელიც საკუთარ თავს გვერდიდან დაგვანახვებს და საჭირო კალაპოტში ჩაგვაყენებს.

1. არავინ დაეხმარებათ, საკუთარი თავის გარდ

საკუთარ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე თავად აგებთ პასუხს. არ არის საჭირო ლოდინი, რომ ვინმე მოვა და თქვენს საქმეს გააკეთებს. ვერც ნერვიულობით გადაჭრით პრობლემებს. თუკი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, ვითარების სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღოთ.

2. ვიდრე თითს არ გაანძრევთ, თქვენს სიტყვებს ფასი არ აქვს

შეგიძლიათ, მთელი დღე იჯდეთ და ილაპარაკოთ მსოფლიოს უკეთესად მოწყობაზე, მაგრამ სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ, მანამდე თქვენი იდეების ფასი ნულის ტოლია.

3. წარსული წარსულში უნდა დარჩეს

რა თქმა უნდა, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მუდმივად მათზე ფიქრი და სინანული არ ღირს. აქცენტი გადაიტანეთ იმაზე, რაც ახლა ხდება, წარსული კი, უბრალოდ, გამოცდილებად გამოიყენეთ.

4. არავინაა ისე დაკავებული, რომ ვერ გიპასუხოთ

როცა ადამიანი ყურადღებას არ გაქცევთ, ნუ ეცდებით, მისი უყურადღებობა მოუცლელობით ახსნათ. შეუძლებელია, წუთი ვერ გამონახოს, რათა დაგირეკოთ ან შეტყობინებაზე გიპასუხოთ. აქ საქმე პრიორიტეტებშია.

თუკი მეგობარი თქვენთვის ვერ იცლის ან ნათესავებს მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როცა დასჭირდებით, იცოდეთ, რომ ამ ადამიანებს თქვენთან კონტაქტი დიდად არ სურთ. რაც უფრო მალე შეწყვეტთ მათ გამართლებას, მით უფრო სწრაფად იპოვით თქვენს ჭეშმარიტ გულშემატკივრებს.

5. ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის

თქვენ შეიძლება, იდეალური გეგმა მოიფიქროთ, მაგრამ რაღაც წვრილმანი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. რას იზამთ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა „ბ“.

6. შეუძლებელია, ყველას ასიამოვნოთ

ტყავიდანაც რომ ამოძვრეთ, ყველას მაინც ვერ ასიამოვნებთ და ვიღაც მუდმივად თქვენს კრიტიკაში იქნება. ზოგჯერ სასურველია, სხვის აზრსაც მოუსმინოთ, თუმცა ასად ხომ ვერ გაიხლიჩებით. ასე რომ, მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.

7. ყველაზე მძიმე დამოკიდებულება - ეს კომფორტზე დამოკიდებულებაა

გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და თქვენ წინ ახალი ჰორიზონტი გადაიშლება. მხოლოდ ახალ სიძნელეებთან ჭიდილში ისწავლით ცხოვრებას.

8. ამ სამყაროს თქვენი არაფერი მართებს

როგორი ჭკვიანი და ლამაზიც არ უნდა იყოთ, არ შეიძლება ერთ ადგილას ჯდომა და ლოდინი, როდის დაგეცემათ ბედი თავზე. თუკი ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გსურთ, წინ ხანგრძლივი და მძიმე შრომა გელით.

9. არ შეიძლება მუდმივად მიზეზების მოგონება

ცხოვრების მთავარი მიზნისკენ მოძრაობისას ნუ იწუწუნებთ მოუცლელობაზე, უფულობასა და დაღლილობაზე. დაალაგეთ პრიორიტეტები, მიზანდასახულად იარეთ წინ და ნუ მოიგონებთ ახალ-ახალ მიზეზებს „შესასვენებლად“.

10. წვრილმან პრობლემებზე ნუ ჩაიციკლებით

როცა ცხოვრებაში წვრილმანი პრობლემები გიჩნდებათ, ნუ იფიქრებთ მათზე კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი. თუკი მუდამ წვრილმან პრობლემებზე იქნებით მიმართული, მაშინ შეიძლება, ცხოვრების მიერ მორთმეული დიდი შესაძლებლობები გამოგრჩეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლიანა ასათიანი: „კარგი შვილები წაუგ...

ლიანა ასათიანი, შვილებთან
ერთად

განქორწინება - უცნობი ფაქტები, მიზე...

განქორწინება - უცნობი
ფაქტები

ბავშვობიდან ერთად! - ლეო მესის და ა...

მესი და ანტონელა

„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილ...

„საბჭოთა ცეხავიკები“

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის...

ანასტასია (ტასო)
ორბელიანი-გაგარინისა

ივანე მაჩაბლის გაუჩინარება: სასიყვა...

ივანე მაჩაბლის
გაუჩინარების ამბავი

3 ქალი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დ...

ანტონინა მაკაროვა -
ამოცნობის პროცედურა

მერლინ მონროს საიდუმლო - როგორ იმოქ...

მერლინ მონრო

პიროვნული თვისებები, რომლებსაც ბავშ...

ოჯახის გავლენა ბავშვის
აღზრდაზე