ურთიერთობა

7 მარტივი წესი მეორე ქორწინებისთვის

fun time

18:00 ოთხ. 2 ივნისი, 2021 წელი

მეორე ქორწინება

14
დაკოპირებულია

პირველი ქორწინების დროს,  განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ბევრი ადამიანი იდეალურ ცხოვრებაზე ოცნებობს, რომელშიც ჩხუბის, საყვედურისა და გაუგებრობის ადგილი არაა. დროთა განმავლობაში, როგორც წესი, რეალისტები ვხდებით და უკეთ ვაცნობიერებთ, სინამდვილეში რა გვინდა და რას ვერ შევეგუებით.

ზოგჯერ, განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობების დაწყებისას, გვეშინია, რომ ისევ იმედგაცრუებული დავრჩებით. ქვეცნობიერად ყველანაირ ნეგატიურ სცენარს განვიხილავთ იმ იმედით, რომ ეს სირთულეების დაძლევისა და წარუმატებლობისგან დაგვიცავს.

სინამდვილეში, ასეთი აზრები მხოლოდ გვწამლავს. ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად მნიშვნელოვანია ყურადღება ნეგატივიდან პოზიტივზე გადავიდეს - სანამ შეცდომების გამეორების გეშინიათ, ყველაფერ ახალზე და მშვენიერზე უარს ამბობთ.

ურთიერთობის ექსპერტი გვიამბობს, რა წესების დაცვაა საჭირო, რათა ახალი ურთიერთობა იმედგაცრუებით არ დასრულდეს.

წესი 1 - დასკვნები გამოიტანეთ

დაფიქრდით, რა გაკლდათ პირველ ქორწინებაში? შეიძლება მასთან მეტი საერთო ინტერესის შესახებ ოცნებობდით ან პირიქით, საკუთარი თავისთვის მეტი დრო დრო გინდოდათ. თუ პასუხი იცით, შეგიძლიათ ეს თემა ახალ რჩეულთან განიხილოთ - თქვენ უკვე იცით, რომ ფიქრებს ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანებიც კი ვერ კითხულობენ, ამიტომ საუბარი ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

წესი 2 - დასვით კითხვები

ჰკითხეთ ახალ პარტნიორს, როგორი წარმოუდგენია თქვენი ოჯახური ცხოვრება. ბევრი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს ან პარტნიორთან არ განიხილავს, თუმცა ქვეცნობიერად მათი წარმოდგენები მშობლებს, ოჯახის მეგობრებსა და უფროს ნათესავებს შორის ურთიერთობებს ემყარება. კითხვისა და განმარტების ნუ შეგეშინდებათ - ამ გზით შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ ხედავს პარტნიორი თქვენს ერთობლივ მომავალს და არის თუ არა ეს თქვენთვის სასურველი.

წესი 3 - გაუზიარეთ საკუთარი სურვილები და საჭიროებები

ჩვენ ყველანი ძალიან განსხვავებულები ვართ, ამიტომ უამბეთ იმის შესახებ, რაც მოგწონთ. ზოგი ქალისთვის სიყვარული უკანასკნელი ფულით ნაყიდი ყვავილებია, ზოგისთვის კი - კრედიტის დაფარვის დამადასტურებელი ამონაწერი. ვიღაცას ის უხარია, როცა ქმარი ადრე აღვიძებს, რათა ერთად ისაუზმონ, მეორე ბედნიერია, თუ ქმარმა გამოძინება აცადა. თქვენ როგორი ხართ? იქნებ ამის შესახებ პარტნიორს უამბოთ?

წესი 4 - ისაუბრეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ

თუ ერთად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის განაწილება, ისე რომ ძალთა ბალანსით ორივე პარტნიორი კმაყოფილი დარჩეს. მაგალითად, ცოლმა შეიძლება პროდუქტების შეძენა და საჭმლის მომზადება საკუთარ თავზე აიღოს, ხოლო ქმარმა სახლი დაალაგოს. აქ არაფერია გასაკვირი. პარტნიორებმა უნდა ისწავლონ მნიშვნელოვანი საკითხების ერთად განხილვა, მოლაპარაკება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.

წესი 5 - მიზნების სინქრონიზაცია

რისკენ ისწრაფვით? როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს ორ, სამ ან ხუთ წელიწადში? ოცნებობთ ეზოიან სახლზე ან ახალ მანქანაზე? ახლა თქვენ ოჯახი ხართ და გლობალური მიზნები საერთო უნდა გქონდეთ, რადგან მიზნის ერთად მიღწევა უფრო ადვილიცაა და უფრო სახალისოც.
რა თქმა უნდა, თითოეულ პარტნიორს შეიძლება პირადი მიზნები და ოცნებები ჰქონდეს, მაგრამ ისინი წყვილის ზოგად სტრატეგიას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

წესი 6 - გამოყავით დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის

მნიშვნელოვანი არაა, ეს დრო ბევრი იქნება თუ ცოტა - ვიღაცისთვის თხუთმეტი წუთი საკმარისია, ვიღაც კი ოცნებობს, ყოველი დასვენების დღეები მარტოობაში გაატაროს. იფიქრეთ იმაზე, რა გავსებთ ენერგიით, რა განიჭებთ სიამოვნებას და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს. შემდეგ შეაფასეთ, რამდენი დრო გჭირდებათ ამისთვის და გაუზიარეთ თქვენი აზრები თქვენს პარტნიორს (რომელსაც, სავარაუდოდ, ზოგჯერ მარტოობა თავადაც ესაჭიროება).

წესი 7 - არასოდეს შეადაროთ

ახალი ცხოვრება ახალი ფიქრებით და ახალი წესებით იწყება. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ახალი არჩეული პირველ ქმარს ჰგავს ან პირიქით, ყველაფრით მისგან განსხვავდება. თავიდან ამოიგდეთ ასეთი ფიქრები. ახლა თქვენ გვერდით სრულიად სხვა, უნიკალური ადამიანია და მასთან ურთიერთობა არ უნდა შეადაროთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ადრე იყო.

P.S. და რაც მთავარია, დატოვეთ ადგილი სასწაულისთვის. ზოგჯერ ჯობს, ეჭვები დაივიწყოთ, იმით ისიამოვნოთ, რაც ახლა ხდება და გულწრფელად დაიჯეროთ თქვენი ერთობლივი წარმატების.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს