ურთიერთობა

ბავშვობიდან ერთად! - ლეო მესის და ანტონელა როკუცოს სიყვარულის ამბავი

fun time

14:00 პარ. 21 იანვარი, 2022 წელი

მესი და ანტონელა

14
დაკოპირებულია

ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც გულშემატკივრების უზარმაზარი არმია ჰყავს, მაგრამ არსებობს ერთადერთი ქალი, რომელიც მესის ცხოვრების მთავარი საყრდენი გახდა.

ანტონელა როკუცო ლიონელის საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილია, რომელიც მესიმ 5 წლის ასაკში შენიშნა და გამოაცხადა, რომ გოგონა მისი ცოლი გახდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ უფროსებს გაეცინათ და ბიჭუნას ნათქვამი სერიოზულად არავის მიუღია.

ლეო და ანტონელა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთად თამაშობდნენ, მაგრამ მალე დაშორება მოუწიათ. ლიონელი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად როსარიოდან ბარსელონაში გადავიდა და მოზარდებს შორის ურთიერთობა შეწყდა.

რამდენიმე წლის შემდეგ გოგონამ სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა და შეყვარებულიც გაუჩნდა. ლაიონელის ცხოვრებაც საინტერესოდ მიმდინარეობდა. 19 წლის ასაკში უკვე ცნობილ ფეხბურთელს სასიყვარულო ურთიერთობა 16 წლის მოდელთან ჰქონდა, თუმცა, ეს კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ლეოს მორიგი შეყვარებული Playboy-ის მოდელი ლუჩიანა სალაზარი გახდა, თუმცა მშობლებმა ეს არჩევანი არ მოიწონეს და რომანი მალევე დასრულდა.

შეყვარებულთან ქორწინება არც ანტონელას დასცალდა - ახალგაზრდა მამაკაცს მოტოციკლი დაეჯახა და ადგილზე მოკლა. ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს შეხვდნენ - ფეხბურთელს ბავშვობის მეგობრის მხარდაჭერა და გამხნევება სურდა. იმ დღიდან ახალგაზრდები ერთმანეთს აღარ დასცილებიან და მალე მათი ურთიერთობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.

2012 წლის 2 ნოემბერს წყვილს ვაჟი, ტიაგო შეეძინა. სამი წლის შემდეგ მატეოც გაჩნდა და 2017 წლის 30 ივნისს მესიმ ანტონელასთან ურთიერთობა დააკანონა.

მდიდრული ქორწილი ბავშვობის ქალაქ როსარიოში შედგა, სადაც ლეომ და ანტონელამ ერთმანეთი გაიცნეს. წვეულებას 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი სახეები. 2018 წლის მარტში მესის ოჯახს მესამე მემკვიდრე შეემატა, რომელსაც ჩირო დაარქვეს.

ანტონელა სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ყოველთვის ესწრება ფეხბურთის მატჩებს, რომლებშიც ლეო მონაწილეობს.

🔰:

„Love is“ ავტორები და მათი სევდიანი სიყვარულის ისტორია

„უბის წიგნაკი“ (The Notebook) - შეყვარებულების ამბავი, რომელიც ფილმად გადაიღეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად