ურთიერთობა

„ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს“ - ფრანც კაფკას ცხოვრება და ციტატები შემოქმედებიდან

სალომე ჩაჩიბაია

18:00 სამ. 9 მარტი, 2021 წელი

ფრანც კაფკა ციტატები

14
დაკოპირებულია

1924 წლის ივლისში ჟურნალისტი მაქს ბროდი მეგობრის უკანასკნელი თხოვნის შესასრულებლად ემზადება.

წერილი ასეთია: „ძვირფასო მაქს, ყველაფერი, რასაც ჩემს არქივში ნახავ წაუკითხავად დაწვი“. ჟურნალისტს ნაწერებისკენ თვალი გაექცა და ვეღარც მოსწყვიტა. მან მეგობრის თხოვნას ყური არ უგდო და ნაწარმოებების გამოქვეყნება გადაწყვიტა - ასე გავიცანით ფრანც კაფკა. 

1883 წლის ივლისში ფრანც კაფკა ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა - ჰერმან კაფკა ღარიბი ოჯახის შვილი იყო და როგორც ამბობენ, წარმატებისთვის ბევრი ბრძოლა მოუწია. ამან განაპირობა ალბათ, მისი შეუბრალებელი ხასიათიც, რითაც შვილს ხშირად მორალურად ანადგურებდა. ფრანცის დედა, განათლებული და სათნო ქალი, უმეტეს დროს თავის 3 ქალიშვილს უთმობდა. ფრანცს კიდევ ორი, უმცროსი ძმა ჰყვადა, რომლებიც ჩვილობაშივე გარდაიცვალნენ.

ფრანცს ბავშვობიდან ჰქონდა დაცინვის შიში. საათობით იდგა სარკის წინ, იცვამდა ბოლო მოდაზე, თუმცა როცა მამის გვერდით აღმოჩნდებოდა, ყველაფერი ქრებოდა. ის თავს უმწეო არსებად, არარაობად მიიჩნევდა. ამ კომპლექსმა სათავე ბავშვობიდან აიღო და მის შმოქმედებაზეც გავრცელდა.

როცა კაფკას პირველი წიგნი გამოიცა, მან მაშინვე მამას გაუგზავნა, ავტოგრაფითა და მინაწერით. ჰერმანმა წიგნი გადაუშლელად გადადო გვერდით.

კრიტიკოსები ნაკლებად, თავად კაფკა კი მთელი სისასტიკით აკრიტიკებდა საკუთარ ნაწერებს. მწერლის კარიერაზე არც კი ფიქრობდა. სადაზღვეო კომპანიაში მუშაობდა. სამსახურის შემდეგ კი მთელ დროს წერას უთმობდა.

ის მთელი ცხოვრება ტუბერკულიოზით იტანჯებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პირველ რომანზე („ამერიკა“ ) მუშაობა.

1912 წელს, 29 წლის ასაკში, მაქს ბროდის ოჯახში მან ფელიცია ბაუერსი გაიცნო. ნახევარი წლის მანძილზე ფრანცმა მას 200 ბარათი მისწერა. უცნაურია, რამ მოხიბლა ფრანცი, მაგრამ ფაქტია - მათ 5-წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ. ნიშნობა ჩაშალა კაფკას ეჭვმა იმის შესახებ, რომ ის წერასა და ოჯახს ვერ შეუთავსებდა. მან ფელიციას მისწერა, რომ ტანჯვისთვის ვერ გაიმეტებდა. საბოლოო დაშორების შემდეგ კი კაფკა ოთახიდან არ გამოდიოდა, ღამეები არ ეძინა. არაფერს ჭამდა...

შემდეგი სიყვარული კაფკას ქალაქ შელეზენში ეწვია, სადაც სამკურნალოდ იყო. იქ მხიარული ქალი იულია ოჰერცაგი გაიცნო. იულია კაფკაზე 8 წლით უფროსი იყო. კაფკამ ამჯერადაც მოიკრიბა ძალები და იულიას ხელი სთხოვა, ქალიც დათანხმდა, თუმცა...

„შენ, რა, პირველივე შემხვედრზე დაქორწინების გარდა სხვა გამოსავალი არ იცი? “ - იყო მამის პასუხი, როცა კაფკამ ეს ამბავი ოჯახს შეატყობინა. მამასთან უთანხმოებასთან ერთად განახლდა მისი თვითშეფასების პრობლემებიც, რის გამოც მან კვლავ ჩაშალა ნიშნობა.

სწორედ ამის შემდეგ დაწერა კაფკამ თავისი ცნობილი „წერილი მამას“, სადაც იხსენებს ყველა იმ ტკივილს, რაც მამისგან მიუღია. ამ გრძელ წერილში ერთი ასეთი მონაკვეთია:

ფოტოზე: ფრანც კაფკა, 5 წლის

40 წლის კაფკამ ისიც კი ვერ გაბედა რომ წერილი მამისთვის თავად გადაეცა და დახმარება დედას სთხოვა.

1923 წლის ბოლოს დაავადება უმძაფრდება. სამსახურს ტოვებს და მიურიცში მიემგზავრება. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში კიდევ ერთ ქალს დორა დიამანტს ხვდება. მას ფრანცი თავდავიწყებით უყვარს და სიკვდილამდე მის გვერდით რჩება.

სიცოცხლის ბოლო ხანებში ფრანცი მშობლებს არ უნახავთ. ნახულობდა მხოლოდ მაქს ბროდი.

მოგვიანებით ბროდი ამბობდა: ვერ შევძელი ამესრულებინა მისი თხოვნა და კაცობრიობა ამ განძის გარეშე დამეტოვებინა. ეს ჩემს ძალებს აღემატებაო.

კაფკა სამოქალაქო პანაშვიდებით არ გაუცლიბიათ. მე-20 საუკუნის მწერლობის გიგანტს მაშინ არავინ იცნობდა. ფრანცის გარდაცველებას მხოლოდ ერთი ნეკროლოგი მოჰყვა. ეს იყო მილენა ესენსკაია - ქალი, რომელთანაც არცთუ ისე ხანგრძლივი რომანი ჰქონდა.

ფრანც კაფკა, ციტატები ნაწარმოებებიდან:

სიძუნწე ერთ–ერთი უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკიდურესად უბედურია („წერილი მამას“)

ქორწინება, ოჯახის შექმნა, ღვთისგან ბოძებული ყველა ბავშვის გაჩენა, ამ ცვალებად სამყაროში მათი შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენება, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანისთვის მიცემული ყველაზე დიდი სიკეთეა („წერილი მამას“)

ვინც მიდის, მისი სიყვარული ადვილია („გოდოლი“)

ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს. ვინც სილამაზის დანახვის უნარს ინარჩუნებს, ის არ ბერდება („წერილი მამას“)

სამუშაოს მოცულობა არ განსაზღვრავს საქმის მნიშვნელობის ხარისხ („გოდოლი“)

ადამიანური ძალები საკმარისია გარკვეულ ზღვრამდე; ვინ არის დამნაშავე, რომ სწორედ ამ კონკრეტულ ზღვარს აქვს გადამწყვეტი როლი? („გოდოლი“)

ნებისმიერი გაუგებრობა, თუნდაც ყველაზე წვრილმან საქმეში, ყოველთვის მტანჯველია („პროცესი“)

ყველაფერი, მათ შორის - სიცრუეც, ჭეშმარიტებას ემსახურება. ჩრდილები არ აქრობენ მზეს („წერილი მამას“)

შეუძლებელია თავის მართლება, როდესაც არ სურთ შენი დაჯერება („ამერიკა“).





სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს