„გადაჭრილი პენისი“ - რას ფიქრობენ სინამდვილეში ქალები წინდაცვეთაზე?
23:00 შაბ. 2 იანვარი, 2021 წელი

თავშივე გეტყვით, წინდაცვეთა - ამოუცნობი რამაა. განსაკუთრებით - ქალებისთვის!
თურმე, ხშირად ქალები ვერც ხვდებიან, რომ სექსი „გადაჭრილ პენისიან“ პარტნიორთან ჰქონდათ. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოკლე რომანი ან ერთი ღამის პაემანი აქვთ. ასეთ დროს კაცი ყველაზე თავდაჯერებულია წარდგდება ქალის წინაშე და ამ მომენტში წარმოუდგენელია (ან რა საჭიროა?) ქალი იმაზე ფიქრობდეს, გადაჭრილი ექსპონატი ხომ არ „დგას“ მის წინაშე? თუკი, რა თქმა უნდა, კაცს არ აცვია ტრუსი წარწერით: „პენისი გადაჭრილი მაქვს“.
მოკლედ, ერთმა პატარა გამოკითხვამ, რომლიც მეგობარი გოგოების წრეში კოქტეილის წრუპვისას ჩატარდა, ასეთი შედეგი აჩვენა:
ა) გამოკითხვაში მონაწილე გოგოების უმეტესობას არასდროს ჰქონია სექსი „გადაჭრილ პენისიან“ პარტნიორთან;
ბ) მეორე ჭიქა კოქტეილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს გადაჭრილ პენისთან „ურთიერთობის“ სურვილი ჰქონდა;
გ) აი, მესამე ჭიქა კოქტეილის შემდეგ კი ყველას გაახსენდა სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში ფილმის გმირი ხვდება კაცს, რომელსაც - Oh, No! - არ აქვს „გადაჭრილი პენისი“ და ეს აღმოჩნდა მსოფლიოს მერვე საოცრება: კაცებო, ხედავთ, მსოფლიოში კაცების უმრავლესობას აქვს წინდაცვეთა, თანაც არა რელიგიური მიზეზით, არამედ ჰიგიენური ინტერესებიდან გამომდინარე.
დასკვნის სახით კი ისეთ რამეს გეტყვით, რის გამოც ცხელ შოკოლადი გვერგება კაცებისგან:
ქალებისთვის, სულ ერთია, „გადაჭრილია“ თქვენი პენისი თუ მთელი. გაცილებით მნიშვნელოვანია გაქვთ თუ არა უმაღლესი განათლება, კარგი ხასიათი, იუმორის გრძნობა და სხვა ბევრი ისეთი თვისება, რაც ურთიერთობას ამყარებს.
კარგით, ხუმრობა იქით იყოს და თუკი მართლა გაინტერესებთ წინდაცვეთის პლუსები და მინუსები, რამდენიმე ძირითად არგუმენტს გაეცანით.
წინდაცვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები ქალების აზრით
პლუსები:
👉 პენისის თავის მგრძნობელობა მცირდება, შედეგად კი სექსუალური აქტის ხანგრძლივობა იზრდება და კიდევ ერთი შედეგი: პარტნიორზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენთ. ამგვარად ხომ თვითშეფასებასაც იმაღლებთ?
👉 ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი მცირდება. გამონადენი, რომელიც პენისის თავთან გროვდება, კარცეროგენულად მიიჩნევა, რამაც შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადება გამოიწვიოს.
მინუსი:
👉 ჰიგიენური პირობები უარესდება: პენისის თავზე კანის საფარის არარსებობა ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს;
👉 წინდაცვეთას ხშირად სასქესო ასოს დეფორმაცია მოსდევს. პროცედურის არასწორად ჩატარება (კანის ნაოჭის საჭიროზე მეტი ნაწილის მოკვეთა) ასოს მფარავი კანის დაჭიმვას იწვევს და პენისის დეფორმაციას განაპირობებს.
ასე რომ, არ ინერვიულოთ იმაზე, წინდაცვეთილი ხართ თუ არა, ორივე სრულებით ნორმალურია. პენისი გადაჭრილიც და გადაუჭრელიც ერთნაირად „მუშაობს“, უბრალოდ, ოდნავ, სულ ოდნავ განსხვავებულია მათი ვიზუალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან