ურთიერთობა

გაიცანით „ქართველი პრინცი“ რომელმაც ჯეი ო'ბრაიენს ცოლი წაართვა და რომანი სხვა ლამაზმანებთან გააბა

სალომე ჩაჩიბაია

20:00 შაბ. 9 იანვარი, 2021 წელი

დავით მდივანი და მეი
მიურეი

14
დაკოპირებულია

დავით მდივანი - ეს სახელი და გვარი შესაძლოა, თქვენ არაფერს გეუბნებათ, სამაგიეროდ, მას გასული საუკუნის გავლენიანი ამერიკული ჟურნალ-გაზეთების მკითხველები კარგად იცნობდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში „ქართველი პრინცი“ ბულვარული პრესის ფურცლებზე მართლაც ხშირად ხვდებოდა. სასაუბრო და საჭორაო კი ბევრი იყო. ჟურნალისტების სამიზნედ პირველად მაშინ იქცა, როცა ბობსლედერ ჯეი ო'ბრაიენის ოჯახი დაანგრია. არისტოკრატიული გარეგნობის, ენამახვილმა და განათლებულმა დავითმა ბულვარულ საზოგადოებაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. მისი ხანგრძლივი ცხოვრება მოკლევადიანი სასიყვარულო რომანებითა და  სკანდალებით სავსე იყო.

ჩვენ უფრო შორიდან დავიწყებთ და მისი ოჯახის ამბავს მოგითხრობთ.

დავითის მამა, გენერალი ზაქარია მდივანი გახლდათ. საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის არარერთი ჯილდო ჰქონდ მიღებული. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც ნიკოლოზ მეორესთან გადაღებული ფოტოთი ადასტურებენ.

ზაქარია წლების განმავლობაში რუსეთის არმიაში მსახურობდა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ კი ქართული არმიის მთავარსარდლის პოსტი დაიკავა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.

ზაქარიას 5 შვილი ჰყავდა - დავითი, სერგი, ნინო, რუსუდანი, ალექსი. ხუთივეს საუკეთესო განათლება და მიმზიდველი, არისტოკრატული განათლება ჰქონდა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.

უფროსი შვილების - დავითის, სერგის და ნინოს ცხოვრება საზოგადოების განხილვის საგნად ხშირად ქცეულა. მათ ხან აქებდნენ, ხან კი არასახარბიელოდ იხსენებდნენ. ისინი ცნობილები იყვნენ, როგორც „მექორწინე მდივნები“.

1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა - ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა, ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. დავითმა და სერგიმ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ. მათ თავის სარჩენად მძიმე შრომა უწევდათ.

„ამერიკული ოცნება“ ოცნებად რჩებოდა, სანამ დავითის ცხოვრებაში ჰოლივუდელი მსახიობი მეი მიურეი არ გამოჩნდა... ის ოლიმპიურ ჩემპიონზე, ბობსლედერ ჯეი ო. ბრაიენზე იყო დაქორწინებული, თუმცა ახალი სიყვარულის ძებნაში ქალისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

სანამ დავითისა და მეის ოჯახურ ცხოვრებაზე მოგიყვებით, ცოტა უკან დავბრუნდეთ და მიურეის წარსულიც გავიხსენოთ. მიურეის სამსახიობო კარიერა ბროდვეის სცენიდან იწყება. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო თავისი პირველი ქმარი მულტიმილიონერი უილიამ სვინკერი, რომელსაც მალევე გაშორდა და დიდძალი ქონება წაართვა.

გამდიდრებულიმა ქალმა 1916 წელს წარმატებულ სპორტსმენზე იქორწინა. ამ პერიოდში ჯეი ო'ბრაიენი კარიერის დასაწყისში იყო. ამერიკელი ბობსლედერი 30-იან წლებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ფლობდა 2 ოქროსა და ვერცხლის მედლებს. 48 წლის ასაკში, მორიგი გამარჯვების შემდეგ კი, ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონის ტიტულიც მიიღო. ის ჟოკეიც გახლდათ. 1932 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კი ბობსლედის კომიტეტს ხეკმძღვანელობდა. ამ დროს მისი და მიურეის ოჯახი კარგა ხნის დანგრეული იყო.

1925 წელს მიურეი ბრაიენის მკლავებიდან დავითის საწოლში აღმოჩნდა, რომელსაც განათლებისა და შესაშური აღნაგობის გარდა არაფერი ებადა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, დავითმა ჰოლივუდელი ცოლის მენეჯერის თანამდებობა რომ მოითხოვა. დაქორწინებისთანავე, ქმრის რჩევით, მიურეი სტუდია "MGM"–დან წამოვიდა, რითაც სტუდიის მფლობელი ლუი ბ. მაიერი განარისხა. მოგვიანებით მიურეის უკან დაბრუნება სურდა, მაიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო და მაიერის სამსახიობო კარიერას წერტილი დაესვა.

დავით მდივანსა და მეი მიურეის შვილი კორან დეივიდი შეეძინათ.

და აი, სწორედ ამის შემდეგ იქცა თანაცხოვრება ტანჯვად. საბოლოოდ, წყვილი დიდი სკანდალითა და სასამართლო პროცესებით დაშორდა ერთმანეთს. მიურეის მტკიცებით, დავითი მასზე სისტემატურად ძალადობდა და სცემდა. მისივე თქმით, ქმარმა მეის 3 მილიონი დოლარი გაფლანგა. სასამართლო პროცესი მეიმ მოიგო. ბავშვის მეურვეც ის გახდა და მდივანს ყოველთვიურად 400 ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა.

დავითის რომანები ამით არ დასრულებულა.

მან ფრანგ მსახიობ არლეტიზე იქორწინა (მსახიობის ნამდვილი სახელი იყო Léonie Marie Julie Bathiat). ქალი მალე დაფეხმძიმდა, თუმცა დავითის წარსულის გათვალისწინებით, ბავშვი მოიშორა. ცოლქმრობა კი მანამ გაგრძელდა, სანამ დავითმა ქალი თავად არ მიატოვა.

„ქართველმა პრინცმა“ ახალი რომანის საძებნელად ვენეციას მიაშურა. ამერიკელი მაგნატის მილიონერი ქალიშვილი ვირჯინია სინკლერი სწორედ იქ გაიცნო.

44 წლის ასაკში ის ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი მაიკლი შეეძინა. ეს ქორწინებაც მალევე დიდი ხმაურით დასრულდა - წყვილი 1964 წ. დაშორდა. ვირჯინია, ისევე, როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა, რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წ. ვირჯინია სინკლერ–მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა.
დავით მდივანი 1984 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!