ურთიერთობა

ფსიქოლოგებმა ქორწინების ხუთი ტიპი გამოავლინეს - თქვენი რომელია?

fun time

14:00 სამ. 6 თებერვალი

ქორწინების ხუთი ტიპი

14
დაკოპირებულია

კვლევების თანახმად, ქორწინება რამდენიმე ტიპად იყოფა - მეუღლეებს შორის სრული ჰარმონიიდან ერთმანეთის სრულ უარყოფამდე. იმის დასადგენად, რა ფაქტორები მოქმედებს ურთიერთობების ხარისხზე, ფსიქოლოგებმა 6 ათასზე მეტი წყვილი შეისწავლეს. 

1. არამდგრადი წყვილები - ისინი ყველაზე უკმაყოფილოები არიან. როგორც წესი, ასეთ ოჯახებს ძალიან ახალგაზრდა, ნაკლებად განათლებული და ნაკლებად კვალიფიციური, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანები ქმნიან. მათ ხანმოკლე ქორწინებები და ხშირი განქორწინება ახასიათებთ.

2. კონფლიქტური წყვილები - ისინი ცხოვრების წესით არამდგრად წყვილებს ჰგვანან, თუმცა, მათგან განსხვავებით, რელიგიისა და პარტნიორობის საკითხებში ერთმანეთს ეთანხმებიან. ასეთი ადამიანები, ძირითადად, ნაკლებად განათლებულები არიან, მცირე შემოსავალი აქვთ და გამუდმებით უკმაყოფილებას ებრძვიან.

3. ტრადიციული წყვილები - ისინი ბედნიერებას ბავშვის აღზრდაში და რელიგიურ ჰარმონიაში ხედავენ. ოჯახებს ადრე ქმნიან, განათლებულები არიან და უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ. განქორწინებაზე იშვიათად ფიქრობენ. მათი ურთიერთობა სტაბილურია და მათი პირველი ქორწინება უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი ხდება.

4. ჰარმონიული წყვილები - შეიძლება შვილების აღზრდაზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, თუმცა ეს პრობლემად არ მიაჩნიათ. მათ უმაღლესი განათლება აქვთ და 1 ან 2 შვილი ჰყავთ. ასეთ ოჯახებში მამაკაცებს დაბალი შემოსავალი აქვთ, რაც ქალებს აიძულებს ბევრი იმუშაონ, თუმცა ამ ჯგუფში განქორწინება იშვიათია. ასეთი წყვილების 94% თავისი ცხოვრებით კმაყოფილია.

5. სტაბილური წყვილები - მათ კონფლიქტების მარტივად მოგვარება შეუძლიათ. როგორც წესი, ისინი ასაკით უფროსი, უმაღლესი განათლების მქონე, ფინანსურად უზრუნველყოფილი და კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მათგან 86%-ს განქორწინებაზე არასოდეს უფიქრია.

***

The Family Journal-ის კვლევის მიხედვით, ცოლქმრული ურთიერთობების სტაბილურობისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ხუთივე ჯგუფში საჭიროა 👇

  • არ განსაჯოთ პარტნიორი;
  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ დაყოთ ერთმანეთის ემოციები სწორად და არასწორად;
  • დაეყრდნოთ როგორც ინტუიციას, ასევე რაციონალურ აზროვნებას;
  • საკუთარი გრძნობები ერთმანეთს ყოველთვის გაუზიაროთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ქორწინების ნუმეროლოგია

როგორ მოქმედებს მეუღლეების სიმაღლე მათ ქორწინებაზე?

ქორწინების მათემატიკა - მეცნიერებმა საუკეთესო ასაკი გამოთვალეს!

როგორ ეწყობიან ერთმანეთს ზოდიაქოს ნიშნები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II