ურთიერთობა

ფსიქოლოგიური შეკითხვები, რომლებიც ბევრ ინფორმაციას მოგცემთ

fun time

16:00 კვი. 7 მარტი, 2021 წელი

ფსიქოლოგიური შეკითხვები

14
დაკოპირებულია

ამ კითხვებზე თანამოსაუბრის პასუხები საშუალებას მოგცემთ, იგი წიგნის მსგავსად „წაიკითხოთ“. მაშ ასე, რა უნდა ჰკითხოთ და რას მოგცემთ პასუხი:

 

1 - შეგიძლიათ გახსნათ კონვერტი, სადაც თქვენი გარდაცვალების თარიღი წერია?

ამ კითხვაზე მოისმენილი პასუხი საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ ადამიანის ჭეშმარიტი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ: რამდენად მამაცია და როგორ აფასებს ცხოვრებას.

2 - შეძლებდით საკუთარ თავთან მეგობრობას?

ამ კითხვაზე მიღებული პასუხით შეძლებთ, დაადგინოთ ადამიანის თვითშეფასების ხარისხი, მისი ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები. ბოლოს და ბოლოს, ცუდ ადამიანთან ურთიერთობა არავის უნდა.

3 - როგორი უნდა იყოს თქვენი სარგებელი?

საზოგადოებრივი სტატუსი, ბედნიერება, ფული თუ რაღაც სხვა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ადამიანი უნებლიეთ ცხოვრების პრიორიტეტებზე ისაუბრებს. თუ ფულის ოდენობას ახსენებს, სავარაუდოდ, გულის სიღრმეში კარიერისტია და შეეცდება ნებისმიერი გზით გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა.

4 - თუ არის რამე, რასაც სხვებისგან განსხვავებულად აკეთებთ? თუ ასეა, რა?

ეს კითხვა საშუალებას მოგცემთ, ადამიანის თვითმყოფადობის და უნიკალურობის დონე დაადგინოთ. ასევე, პასუხი გაჩვენებთ, აქვს თუ არა ამ ადამიანს იუმორის გრძნობა და როგორია მისი თვითშეფასება.

5 - აღიარებთ ჩადენილ ღალატს იმ პირობით, რომ პარტნიორი ვერასდროს გაიგებს?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხით არის შესაძლებელი დაადგინოთ თანამოსაუბრის სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულების ხარისხი და ზნეობა.

6 - გქონიათ თუ არა დეჟავიუს გრძნობა?

ამ კითხვაზე პასუხით შეიძლება დაადგინოთ თანამოსაუბრის სრულფასოვნების დონე. პასუხი გაჩვენებთ აქვს თუ არა ადამიანს ცხოვრების მიზანი თუ ის უბრალოდ არსებობს.

7 - თქვენი აზრით, ბავშვის გამოსაკვებად დანაშაულის ჩადენა ცუდი საქციელია თუ აუცილებლობა?

ამ კითხვაზე მიღებული პასუხით შეგიძლიათ დაადგინოთ ადამიანის მორალური პორტრეტი და ოჯახისადმი დამოკიდებულება.

8 - რას გააკეთებდით, ბევრი ფული რომ გქონდეთ?

პასუხიდან გამომდინარე, ნათელი გახდება თანამოსაუბრის მიზნები და ოცნებები. მისდა უნებურად, ის იმაზე ისაუბრებს, რაც ცხოვრებაში აკლია.

9 - ერთ პლანეტაზე მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, მეორეზე მხოლოდ მამაკაცები. თქვენ რომელზე არჩევდით ცხოვრებას?

პასუხი გაჩვენებთ, აქვს თუ არა თანამოსაუბრეს სტერეოტიპები და როგორია მისი ლოგიკური აზროვნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად