ურთიერთობა

რა განსხვავებაა „ცუდ ცოლსა“ და „კარგ ცოლს“ შორის?

fun time

18:00 ხუთ. 4 მარტი, 2021 წელი

როგორი უნდა იყოს ცოლი?

14
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები დიდი ხანია ცდილობენ, გაარკვიონ, რითი განსხვავდება ცუდი ცოლი კარგისგან. ისინი წლების განმავლობაში ატარებენ დაკვირვებებს, რომლის შედეგებიც გვაჩვენებს, რომ ბედნიერი ქალი დარდისა და ვალდებულებების გარეშე ცხოვრობს. 

კონცეფცია - „ცუდი ცოლი“:

ის თავს არ იწუხებს სახლის დალაგებით და დასუფთავებით. მანამ არ რეცხავს, სანამ ჭუჭყიანი თეთრეული აბაზანის ჭერს არ მიაღწევს. აბაზანის თაროები კი გავსებულია მისი კოსმეტიკით, თმისა და სახის ნიღბებით, პარფიუმერიით. მის საძინებელ ოთახში შესულს გეგონებათ, თითქოს ვიღაც მოგზაურობაში წასასვლელად ემზადებოდა, კარადებიდან ყველაფერი გამოალაგა, მიმოფანტა და მიატოვა. მაგრამ ის ბედნიერი და კმაყოფილია და ეს აურზაური ოდნავაც არ აწუხებს, პირიქით, ახალისებს კიდეც.

ბედნიერი ცოლის მაცივარში ქმრისთვის სიყვარულით მომზადებულ, გემრიელ კერძებს იშვიათად ნახავთ. პრინციპში, მას ამის დრო არც აქვს, რადგან დილიდან საღამომდე აბრეშუმის პიჟამოთი უდარდელად დაშრიალებს. ყველაფრის მიუხედავად, მისი ქმარი ბედნიერია, რომ მას ასეთი კარგი ცოლი ჰყავს.
ბედნიერი ცოლი სრულიად უმწეოა უქმროდ, ამიტომ ქმარი თავს ამქვეყნად ყველაზე საჭირო და სასურველ კაცად გრძნობს, როცა იატაკის წმენდს, სადილის ამზადებს ან სარეცხის მანქანაში თეთრეულს ტენის.

ბედნიერი ცოლები არ აწუხებენ ქმრებს გამუდმებული კონტროლით, პრეტენზიებით და დაუსრულებელი წუწუნით წვრილმანების გამო, ამიტომ ქმარი მას აფასებს, უყვარს, ეჭვიანობს მასზე და ეშინია მისი დაკარგვის.
ის ბედნიერია, რადგან ბედნიერ ქალზე იქორწინა და სულ არ ადარდებს, რომ გარშემომყოფები მის ცოლზე ჭორაობენ და უვარგის მეუღლედ მიიჩნევენ.

ახლა ორიოდ სიტყვა „კარგი ცოლის“ კონცეფციის შესახებ:

ის ოცეულის ან ასეულის მეთაურს ჰგავს - ყველგან სტერილური სისუფთავეა, ყველაფერი ბრწყინავს;
ტანსაცმლის კარადაში ყველაფერი იდეალურად, ზომებისა და ფერების მიხედვით არის დაწყობილი;
სამზარეულოს კარადა სხვადასხვა მურაბებით და კომპოტებით სავსეა;
კარგი ცოლი გამუდმებით სახლში ტრიალებს - დაუსრულებელი რეცხვა, წმენდა, უთაობა, დალაგება...

ერთფეროვანი საქმისგან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაიღალოს, ამიტომ ისიც იღლება, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს და საქმიანი სახით ეძახის ქმარს სუფრასთან.
მათ სუფრაზე უმეტეს შემთხვევაში, ცხიმიანი და კალორიული საჭმელია, რის გამოც ქმარს, კარგა ხანია, ზედმეტი წონა აწუხებს. მას გაპროტესტების უფლება არ აქვს, თუმცა ამის სურვილიც კარგა ხანია, გაუქრა. მიეჩვია, უფრო სწორად, ცოლმა მიაჩვია, რომ კვების საკითხს ოჯახში დიასახლისი წყვეტს.

კარგ ცოლს ვერავინ ვერასდროს ნახავს პიჟამოში და დაუვარცხნელი თმით, თუნდაც შუაღამეს, დაუპატიჟებლად ეწვიოთ. ის ქმრის საიმედო დარაჯია, ყოველთვის იცის, ვინ და რატომ რეკავს ქმრის მობილურ ტელეფონზე.

საეჭვოა, რომ მამაკაცს ასეთი ცხოვრება მოეწონოს. მას გამუდმებით ექნება ამ იდეალურად სუფთა ბინიდან გაქცევის სურვილი იქ, სადაც თავს მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად იგრძნობს. იქ, სადაც მის აზრს ანგარიშს გაუწევენ და სრულ ნდობას გამოუცხადებენ.

უბედური ქალის გვერდით მამაკაციც უბედურია. სამაგიეროდ, საზოგადოების აზრით, ასეთი ქალები სხვებისთვის სამაგალითო ცოლები და დიასახლისები არიან.

თქვენ როგორ ფიქრობთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!