ურთიერთობა

რას საქმიანობს მიკელე პლაჩიდო, რომლის „მკვლელობა“ საბჭოთა ქალებმა იტალიის საელჩოსთან გააპროტესტეს?

funtime

18:00 პარ. 16 ივლისი

მიკელე პლაჩიდო
14
დაკოპირებულია

90-იანი წლების საბჭოთა კავშირში იტალიელი მსახიობის, მიკელე პლაჩიდოს ეკრანული გმირი, კომისარი კატანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი იყო. სერიალ „რვაფეხას“ 4 სეზონის ჩვენება სსრკ-ში 1986-დან 1991 წლამდე გრძელდებოდა.

ბოლო სერიაში, კომისრის გარდაცვალების გამო საბჭოთა ქალების მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ იტალიის საელჩოს თხოვნით მიმართეს, რომ კატანი „მკვდრეთით აღედგინა“.

ბავშვობა, მონასტერი და პოლიცია

მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი მიკელე პლაჩიდო 1946 წლის 19 მაისს, სამხრეთ იტალიის ქალაქ ასკოლი სატრიანოში დაიბადა. მომავალი მსახიობის ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა. მამა სკოლაში გეომეტრიას ასწავლიდა, დედა კი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული.
მიკელეს გარდა, ოჯახს კიდევ 8 ვაჟი ჰყავდა.

მიკელეს ბაბუა მღვდელი იყო და ბიჭის სამონასტრო სკოლაში გაგზავნა მოითხოვა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ მიკელეს, საეკლესიო მცნებებზე მეტად, გოგონები აინტერესებდა და მონასტრიდან წაიყვანეს.

მომავალ მსახიობს თეატრი ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ სანამ ოცნებას აისრულებდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა და ორი წელი პოლიციაში მუშაობა მოუწია, რათა მშობლებს ოჯახის რჩენაში დახმარებოდა.

სამსახიობო კარიერა, „რვაფეხა“ და კომისარი კატანის ტაჯიკეთში, ნამდვილ „ბოევიკებთან“

ხელმოკლეობის მიუხედავად, მიკელემ მიზანს მაინც მიაღწია და სამსახიობო აკადემია დაამთავრა.

მსახიობობა ახალგაზრდობაში უპირატესობას თეატრს ანიჭებდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა კინორეჟისორების შეთავაზებები მიეღო. მიკელეს დებიუტი ფილმში „სახალხო რომანი“ და „ღმერთო ჩემო, როგორ დავეცი“ შედგა. ამ ფილმებმა დამწყებ მსახიობის პოპულარობა და მშვენიერი სქესის სიყვარული მოუტანა. პირველ ფილმებს მალე კრიმინალური თრილერი „კორლეონე“ და ფსიქოლოგიური დრამა „ნახტომი სიცარიელეში“ მოჰყვა, მაგრამ მსოფლიო აღიარება მხოლოდ სერიალ „რვაფეხასთან“ ერთად მოვიდა.

მსახიობს ქუჩაში ცნობდნენ და ეკრანული გმირის სახელით მიმართავდნენ, მაგრამ 4 სეზონის გადაღების შემდეგ მიკელემ რეჟისორს კომისრის მოკვლა სთხოვა - მსახიობს შექსპირის ტრაგედიაში როლის შესთავაზეს და ცდუნებას ვერ გაუძლო.

იტალიელ მსახიობს, რომელმაც სსრკ-ში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, 1991 წელს სამხედრო დრამაში „ავღანეთის დაშლა“ საბჭოთა ოფიცრის როლი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღება დუშანბეში სამხედრო გადატრიალების პერიოდს დაემთხვა. მსახიობს ლეგენდარული კომისრის ყველა უნარის გამოყენება მოუხდა, რომ ტაჯიკებს გადამღები ჯგუფი გაეთავისუფლებინათ და რუსები სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ.

რეჟისორი მიკელე პლაჩიდო

მიკელე პლაჩიდოს, როგორც რეჟისორის დებიუტი 44 წლის ასაკში, ფილმით „პომიდორი“ შედგა. ამას კიდევ რამდენიმე წარმატებული ნამუშევარი: „სისხლით მეგობრები“, „ჩვეულებრივი გმირი“ და სხვები მოჰყვა.

2005 წელს მიკელე პლაჩიდოს ფილმმა „კრიმინალური რომანი“ ეროვნული კინოპრიზი მოიპოვა.

პლაჩიდო, მისი ცოლები და შვილები

მიკელეს ქალების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ისინიც აღმერთებდნენ. მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული და 5 შვილი ჰყავს.

პირველი ქორწინება ილარია ლეცისთან ხანმოკლე გამოდგა.

პლაჩიდოს მეორე ცოლი მსახიობი სიმონეტა სტეფანელი გახდა, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა. უფროსი ქალიშვილი, ვიოლანტე ცნობილია არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ამერიკაშიც წარმატებული მსახიობია და რამდენიმე უცხო ენას ფლობს.

14 წლის შემდეგ პლაჩიდოს ოჯახში ორი ბიჭი გაჩნდა - მიქელანჯელო და მარკო ბრენო.

მიქელანჯელო პროდიუსერი გახდა, მარკო ბრენო კი ჯერჯერობით, დამწყები მსახიობია. 1988 წელს ქალების კერპს, რომელიც ოჯახის გარეთ ურთიერთიბებს არ ერიდებოდა, მსახიობ ვირჯინია ალექსანდრესგან ბიჭი შეეძინა, რომელსაც ინიგო დაარქვეს. 1994 წელს მიკელეს და სიმონეტა ერთმანეთს დასცილდნენ.

მიკელეს მესამე ცოლი 37 წლით უმცროსი მსახიობი ფედერიკა ვინჩენტი გახდა. წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა, როდესაც მათ საერთო შვილს გაბრიელს 6 წელი შეუსრულდა. პლაჩიდოს ნაბოლარა შვილი მამის მსგავსად, მსახიობობას აპირებს და სკოლის თეატრში თამაშობს.

მიკელე პლაჩიდოს ახალი როლები

ამჟამად მიკელე აქტიურ სამსახიობო და სარეჟისორო საქმიანობას ეწევა.

2020 წელს ეკრანზე გამოვიდა კომედია „იტალიური არდადეგები“, სადაც მიკელ პლაჩიდო მთავარ როლს ასრულებს.

მისი უკანასკნელი სარეჟისორო ნამუშევარი ცნობილ იტალიელ მხატვარზე გადაღებული ფილმი „კარავაჯოს ჩრდილი“ გახლავთ.

75 წლის მსახიობის შემოქმედება147 ნამუშევარს ითვლის. ასაკის მიუხედავად, ის ენერგიითა და შემოქმედებითი გეგმებით სავსეა.

მიკელე პლაჩიდოს და კრიშტიანუ რონალდუს დუეტი

ორი წლის წინ პლაჩიდომ თავის ფილმში ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს შესთავაზა გადაღება.

„ძვირფასო კრიშტიანუ, როცა გინდა, დამირეკე - ხვალაც შემიძლია, ჩემს ფილმში გადაგიღო და ალბათ ეს იქნება ტრამპლინი ჰოლივუდისკენ.“

პლაჩიდო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს მსახიობის მონაცემები გააჩნია. „მის მსგავს პერსონაჟს მივცემდი შესაძლებლობას, თუნდაც ჩემს მომდევნო ფილმში. კრიშტიანუ შესანიშნავი იქნებოდა კრიმინალურ რომანებში. მას მსახიობის მონაცემები აქვს. როდესაც გოლი გააქვს, მისმა სხეულმაც იცის, როგორ აღნიშნოს გოლი, რომელიც მის პიროვნებას გამოხატავს და ეს მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რონალდუ, მართლაც, ჰოლივუდში მოხვდეს. ის არის ადამიანი, რომელიც უკვე შეჩვეულია ტაშს და მაყურებლის ემოციებს. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი კინოში მოხვდება. მაგალითისთვის დავასახელებ ცნობილ მოცურავეს, ტარზანის როლის შემსრულებელ მსახიობ ჯონ ვეისმულერს, ბუდ სპენსერს და ერიკ კანტონას, რომელიც რონალდუს მსგავსად, „მანჩესტერის“ ლეგენდარული 7 ნომერია“, - თქვა პლაჩიდომ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელ...

კოსმონავტი სერგეი
კრიკალევი

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება...

ამერიკელი მხატვარი
მარგარეტ კინი

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელის...

უინსტონ ჩერჩილი და
ელისაბედ მეორე

რატომ უთხრა უარი სიყვარულზე პეტრე ჩ...

ილია ჭავჭავაძე და საშა
ჩაიკოვსკაია

„მეგობარს ვუთხრა, რომ ქმარი ღალატობ...

როგორ მოვიქცეთ, თუ
გავიგეთ, რომ ახლობელ
ადამიანს ღალატობენ?

კაცი, რომელმაც ცოლის გამო საკუთარი...

იან აშერი

უნივერსიტეტის კედლებში ჩაყოლილი სიყ...

ივანე ჯავახიშვილი და
ანასტასია
ჯამბაკურ-ორბელიანი

„მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგ...

მანანა სარაჯიშვილის
ბავშვობის ფოტოები

რატომ არის მიტოვებული „ტიტანიკის“ ი...

პიტერ ვიდენერის სასახლე