ურთიერთობა

რატომ აკურთხა რომის პაპმა სალვადორ დალის სკანდალური ბირთვული მადონა?

fun time

16:00 ორშ. 29 მარტი, 2021 წელი

სალვადორ დალის
პორტ-ლიგატას მადონა, 1949 წ.

14
დაკოპირებულია

მეორე მსოფლიო ომმა ამ გენიოსი სიურრეალისტის მსოფლმხედველობაში კორექტივები შეიტანა. დალის რელიგიის არსებობა გაახსენდა და ჭეშმარიტ კათოლიკედ ქცევა გადაწყვიტა...

რელიგიისკენ მიმავალ გზაზე დალიმ რელიგიური სიუჟეტების ხატვა და წმინდა წერილების ილუსტრირება დაიწყო. ამასთანავე, აცნობიერებდა, რომ საკუთარ რელიგიურობაში მსოფლიოს დარწმუნება გაუჭირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, აღორძინების ეპოქის შემოქმედებას დაყრდნობოდა.
საღებავებიც კი, რომლითაც რელიგიურ თემატიკაზე მუშაობდა, მე-15 საუკუნის ტრადიციული ტექნოლოგიით იყო დამზადებული.

თავისი კომპოზიციის პროტოტიპად დალიმ აღორძინების ეპოქის მხატვრის პიერო დელა ფრანჩესკას „მადონა წმინდანებთან და ურბინოს ჰერცოგთან ერთად“ აირჩია.

1949 წელს შექმნილ, ტიპურ სიურრეალისტურ ნახატში „პორტ-ლიგატას მადონა“, მხატვარმა მისტიციზმისა და ქრისტიანული მოტივების შერწყმა მოახერხა.
სავარაუდოდ, დალი ცდილობდა, თაყვანისმცემლებისა და კრიტიკოსებისთვის ეჩვენებინა, რომ რელიგიასთან მისი დაბრუნება გულწრფელი იყო, თუმცა ამ უკანასკნელთა დარწმუნება მაინც ვერ შეძლო.

კრიტიკოსებმა მხატვრის ახალ სტილს „ბირთვული მისტიკაცია“ უწოდეს, რაც რწმენისგან სიშორეს გულისხმობდა, მაგრამ ამ დროს სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: 1949 წელს რომის პაპმა პიუს XII-მ (რომის პაპი 1939 — 1958 წლებში) „პორტ-ლიგატას მადონა“ აკურთხა. მხატვარმა, პატივისცემის ნიშნად, პაპს თავისი ნახატი საჩუქრად უძღვნა.

ვარაუდობენ, რომ პაპის გადაწყვეტილება ომის შემდგომ პერიოდში საეკლესიო მმართველობის კრიზისს უკავშირდებოდა. იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის კათოლიციზმი გახსნილ და პროგრესულ რელიგიად წარმოეჩინა, პიუს მე-12 სკანდალური ნახატის კურთხევასაც არ მოერიდა და არც ის ჩაუთვლია საჩოთიროდ, რომ ღვთისმშობლის ხატვისას დალის ნატურა გალა იყო.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით:

მადონა, რომელსაც გალას სახე აქვს, დალის ცოლისა და 47 წლის ასაკში კიბოთი გარდაცვლილი დედის სახეს აერთიანებს.
შუაზე გახსნილი თავი - მხატვრის ახალ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გადასვლის დაუსრულებელ პროცესია; ხელების ჟესტი - დაცვას განასახიერებს;
ახალშობილი იესო კი თავად დალია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ხაზს უსვამდა თავის ღვთაებრიობას. ის თითქოს მადონას წიაღშია, რაც დედა-შვილის ერთობას განასახიერებს;
სხეულებში არსებული „ფანჯრები“ სხვა რეალობაში გადასვლის მანიშნებელია;
ზღვის ნიჟარა და ციდან დაშვებული კვერცხი, სავარაუდოდ, უბიწოდ ჩასახვის ნიშნებია;
ჩაფიქრებულ იესოს ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში კი ლურჯი ბურთი, რომლის ჩრდილზე, ასევე, ჯვარი მოჩანს, რაც დედამისის ალეგორიულ სახეს წარმოადგენს;

ტილოზე, ცენტრალური ფიგურების გარდა, მოჩანს თევზი, ცხვირსახოცი და რამდენიმე ლიმონი, რომლებიც სიყვარულის, ერთგულების, ცხოვრებისეული ძალისა და ქალური საწყისის სიმბოლოებად გვევლინებიან.

მთლიანობაში, მადონა მნახველის წინაშე წარმოდგება, როგორც აღორძინების ეპოქის იდეალი და მე-20 საუკუნის თავისუფალი და საბედისწერო ქალი.

ტილოს სახელწოდება კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შესაბამება. პორტ-ლიგატი პატარა სოფელია კოსტა-ბრავას სანაპიროზე, სადაც შორეულ 1929 წელს დალი და გალა მეთევზის ქოხში ისვენებდნენ.
მოგვიანებით, მათ ამ ადგილის ყიდვა და მყუდრო, ოჯახურ ბუდედ ქცევა მოახერხეს, რომელიც სავსე იყო დალისეული სიურრეალისტური ატრიბუტებით.
ამჟამად აქ განთავსებულია მხატვრის სახლ-მუზეუმი, რომელიც დალის შემოქმედების თაყვანისმცემელთა თავშეყრის ადგილი გახლავთ.

არსებობს ვარაუდები, რომ დალის სექსუალური სახის პრობლემები ჰქონდა და შვილების ყოლა არ შეეძლო. საკუთარ პრობლემებზე საუბარს მხატვარი ამჯობინებდა, გალას სასიყვარულო ინტრიგები თავისი იმიჯის ნაწილად გამოეყენებინა.

P.S. ეს კი „პორტ-ლიგატას მადონას“ თავდაპირველი ვერსია:


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად