რატომ არ ღირს ყოფილთან მეგობრობა - 10 მიზეზი
18:00 ოთხ. 17 მარტი, 2021 წელი

რა თქმა უნდა, ხშირად არსებობს ცდუნება, გააგრძელოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ, მაგრამ თუკი გეცოდინებათ ასეთი „მეგობრობის“ შედეგები, მიხვდებით, რომ ამ ავანტიურაში ჩართვა არ ღირს. თუ ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ჩვენ მინიმუმ, 10 მიზეზი ვიპოვეთ, თუ რატომ არის ყოფილთან მეგობრობა ცუდი იდეა.
1. თქვენი თვითშეფასება მცირდება
თქვენ და თქვენმა პარტნიორმა არჩევანი გააკეთეთ და დაშორება გადაწყვიტეთ? მაშ, პატივი ეცით საკუთარ არჩევანს და პოზიციას.
2. თქვენ გამოგიყენებენ
ხშირად, განშორების შემდეგ ერთი პარტნიორი იყენებს მეორის კეთილგანწყობას და მისით მანიპულირებას აგრძელებს.
3. ილუზიის სამყაროში დაიკარგებით
ბევრ პარტნიორს საბოლოო განშორებისა და ოფიციალური განქორწინების შემდეგაც კი შერიგების იმედი აქვს. დროა შეწყვიტოთ არარსებულის რწმენა. გადაწყვიტეთ, რა გსურთ სინამდვილეში - თქვენ მიერ გამოგონილი ილუზიებიტ არსებობა თუ ცხოვრების გაგრძელება?
4. ახალი იმედგაცრუება გელით
მეგობრობრული ურთიერთობის გაგრძელებით შეიძლება უფრო მეტი არასასიამოვნო შეიტყოთ ყოფილი პარტნიორისა და თქვენი ძველი ურთიერთობების შესახებ. როგორც წესი, ასეთ ინფორმაციაზე ბევრი მტკივნეულად რეაგირებს. გჭირდებათ ეს ტანჯვა?
5. პირადი საზღვრები ირღვევა
რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ საკმაოდ რთულია პირადი საზღვრების დაცვა და მეგობრებად დარჩენა, რადგან დაშორების შემდეგ თქვენი საზღვრების დიაპაზონი იცვლება. ის, რასაც პარტნიორები ურთიერთობის დროს მიეჩვიენ, არ უნდა განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხული სიტუაციებს თავიდან ვერ აიცილებთ.
6. ახალი ურთიერთობისთვის ადგილი აღარ დარჩება
მეგობრებად დარჩენის შემთხვევაში, თქვენ წარსულისგან ვერ თავისუფლდებით და ახლისთვის მზად არ ხართ. ეს ნამდვილად გინდათ?
7. სინანული და დანაშაულის შეგრძნება დაგეუფლებათ
ყოფილთან მეგობრობა სინანულისა და დანაშაულის გრძნობის სახით დამანგრეველ ემოციებს იწვევს. დაფიქრდით, გჭირდებათ ამის შეგრძნება?
8. სულ უფრო დაშორდებით რეალობას
ყოფილთან მეგობრობა ხშირად გადადის კატეგორიაში „ყველაფერი რთულია“ და ვეღარ ვხვდებით სად მივდივართ და რა გვინდა. როგორც წესი, ეს კარგად არ მთავრდება.
9. მუდმივი მაშველი ხდებით
საკმაოდ ხშირად, განშორების შემდეგ, ერთ-ერთი პარტნიორი სხვადასხვა მიზეზეის გამო, მეორის გადარჩენას იწყებს. რისგან? ფინანსური პრობლემებისგან, უმუშევრობისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან, დამოკიდებულებისგან, შეცდომებისა და სხვა უბედურებებისგან. სინამდვილეში, სამაშველო პროგრამა ორივე მხარის ცხოვრებაზე დამანგრევლად მოქმედებს და სასწრაფოდ შესაწყვეტია!
10. დროს კარგავთ
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა მიზნით მეგობრობთ? რას მოგიტანთ ეს ორივეს? თუ ამ და ზემოთ დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხებთ, მიხვდებით, რომ ამ ურთიერთობიდან კარგს არაფერს უნდა ელოდოთ. თქვენ, უბრალოდ, დროს კარგავთ. თუ ასე გსურთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააგრძელოთ. მთავარია, რომ ეს გააცნობიეროთ.
დასკვნის სახით:
გარკვეული გარემოებები შეიძლება მოითხოვდეს მეგობრული ურთიერთობების იძულებით გაგრძელებას: საერთო ბავშვები, სამუშაო, საქმეები, ქონება, ბიზნესი. ასეთ შემთხვევებში, გირჩევთ, ამას ოფიციალურად დაარქვათ საქმიანი ურთიერთობა და პირადი ცხოვრება სხვა ადამიანთან გააგრძელოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან