ურთიერთობა

რატომ თქვა მსახიობობაზე უარი და როგორ ცხოვრობს ახლა ბიჭი „სათამაშოდან“?

fun time

14:00 ხუთ. 23 დეკემბერი, 2021 წელი

ფაბრის გრეკო და პიერ
რიშარი

14
დაკოპირებულია

პატარა ფაბრის გრეკოს პოპულარობა მოულოდნელად დაატყდა თავს. ფილმში „სათამაშო“ შესრულებული როლის შემდეგ ის 1970-იან წლების საფრანგეთის ყველაზე პოპულარული ბიჭი გახდა. კინომცოდნეები წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ფაბრის გრეკოს ფილმოგრაფიაში ერიკ რამბალ კოშეს როლი დღემდე ერთადერთია. 

ფაბრის გრეკო, როგორც ხშირად ხდება, კინოში შემთხვევით მოხვდა. ის გადასაღებ მოედანზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის შვილი იყო და ერთ დღეს მამასთან ერთად სტუდიაში მივიდა. როდესაც რეჟისორმა ფრენსის ვებერმა პავილიონში ათი წლის ცელქი ბიჭი შენიშნა, ბევრი არ უფიქრია და მილიონერის შვილის როლზე მიიწვია.

პიერ რიჩარდისა და ფაბრის გრეკოს დუეტი შედგა და ნორჩი მსახიობი შესანიშნავად გაუმკლავდა თავის ამოცანას. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფაბრისი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.

მას გამვლელები ქუჩაში ცნობდნენ და ხელს უქნევდნენ, პატარა გოგოები კი რომანტიკულ წერილებს უგზავნიდნენ. ფაბრისი ასეთი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ერთხელ, როდესაც ქუჩაში მორიგი თაყვანისმცემელი შეხვდა და მისთვის ქუთუკის გახდა სცადა, ფაბრისი ისე შეშინდა, რომ ამის შემდეგ სახლიდან თითქმის ექვსი თვის განმავლობაში არ გასულა.

რეჟისორებისგან კი ახალ ფილმებზე მიწვევები არ წყდებოდა. ამბობენ, რომ ფაბრისს შესთავაზეს როლი ფილმში „მამიკოები“, სადაც ისევ პიერ რიჩარდთან ერთად ითამაშებდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფაბრისის მშობლებმა ძალიან მაღალი ჰონორარი მოითხოვეს. მალე რეჟისორები ნორჩი მსახიობის მშობლებთან ვაჭრობით დაიღალნენ და გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ ინტერესიც გაქრა.

თავად ფაბრისი მოვლენების ასეთი განვითარებით ძალიან კმაყოფილი იყო. წარმატებული გამოცდილების მიუხედავად, მას მსახიობობის სურვილი არ ჰქონია. გრეკომ სულ სხვა გზა აირჩია.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა კოლეჯში გააგრძელა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახდა. ახლა, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად პარიზის გარეუბანში ცხოვრობს. ფაბრისს არ უყვარს საჯაროობა, უარს ამბობს ინტერვიუებზე და საერთოდ არ ნანობს, რომ მსახიობი არ გახდა, მაგრამ სიყვარულით იხსენებს ფილმ „სათამაშოს“ გადაღებას.

***

ფრენსის ვებერის სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარი „სათამაშო“ ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა. მანამდე ვებერმა დაწერა სცენარები ფილმებისთვის: „მაღალი ქერა მამაკაცი შავი ფეხსაცმლით“, „მატილდა“, „იყო ერთი პოლიციელი“ და სხვ. ნიჭიერმა სცენარისტმა რეჟისურაში ბედი პიერ რიშარის დაჟინებული თხოვნით სცადა და დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად