+18

საახალწლო სექსი ნაძვის ხის ქვეშ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

fun time

23:20 კვი. 27 დეკემბერი, 2020 წელი

სექსი, წყვილი საწოლში,
ახალი წელი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის საინტერესო იდეები გვაქვს. თანაც ერთი და ორი კი არა, შვიდი!

პანდემიური ახალი წელი დიდი არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს. მხოლოდ საჩუქრებსა და საახალწლო სუფრაზე ვფიქრობთ. თუმცა, იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა ოდნავ მაინც აიმაღლოთ, რამდენიმე საინტერესო გეგმას გთავაზობთ. გონება სხვა მიმართულებით დაძაბეთ, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ: სექსი ნაძვის ხესთან, განსაკუთრებულ, სადღესასწაულო ანტურაჟში. არაფერი ისე არ ათავისუფლებს სტრესისგან, როგორც კარგი სექსი!

წარმოგიდგენთ შვიდ რჩევას ნაძვის ხესთან სადღესასწაულო, სექსუალური განწყობის შესაქმნელად.

🧦 წინდები!

რამდენიმე თვის წინ გიმტკიცებდით, რომ სექსი წინდებით არასექსუალურია, თუმცა, ეს ეხებოდა ყოველდღიურ წინდებს და არა სადღესასწაულოს. საახალწლოდ კი ქალი თბილ, ღუნღულა წინდებში და პრინციპში, მეტი არაფერში... რა შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი საახალწლოდ? ახლა ამოვხსენი, რატომ კიდებენ საახალწლო წინდებს ბუხართან: თბილი წინდების ჩაცმა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცივის.

ქალები ხშირად ვზუზუნებთ ცივ ფეხებზე, ეს კი შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ მოქმედება სწორი მიმართულებით დაიწყოთ. დაიწყეთ ქუსლების მასაჟით, შემდეგ კი მოარგეთ ღუნღულა წინდები და უთხარით, რომ გამოცდილი სექსოლოგების მტკიცებით, როდესაც ქალს ფეხები თბილად აქვს, ორგაზმს გაცილებით მარტივად აღწევს.

აი, ბოლოს კი ის დაგრჩენიათ, მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატაროთ! (აქ კარნახი ზედმეტია).

🍊 მანდარინები!

სამი კილოგრამი მანდარინი იყიდეთ, თუმცა, საახალწლო განწყობა მაინც არ გაქვთ? ეს იმიტომ, რომ ამ ციტრუსს არასწორად „ამზადებთ“. ახლავე გასწავლით:

გაარჩიეთ 2-3 მანდარინი და სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, აგიხვიოთ თვალები, ხოლო მანდარინის ლებნები შიშველ სხეულზე გადაინაწილოს. (ნუ უთვალთვალებთ, თვალები კარგად დახუჭეთ!). ახლა, თქვენი დავალებაა მანდარინის ლებნები პირით მოაგროვოთ. უფრო მეტი აზარტისთვის კარგი იქნება თუკი პარტნიორს არა მხოლოდ თვალებს, არამედ, ხელებსაც გადაახვევინებთ.

მოემზადეთ, სექსი მანდარინის არომატით ნამდვილად გესიამოვნებათ, თანაც ჭამა და სექსი - შესანიშნავი სინთეზია!

🎅 თოვლის ბაბუა!

აბა, როგორ ჩაივლის დღესწაული ხალისიანი თოვლის ბაბუისა და მორჩილი თოვლის ბებოს გარეშე? პირიქითაც შეიძლება - თოვლის მკაცრი დედოფალი და დამჯერი თოვლის ბაბუა. სცენარი თავად აირჩიეთ!

კოსტიუმები შეგიძლიათ ერთმანეთისგან საიდუმლოდ მოამზადოთ. დაამატეთ საახალწლო ფორმებს ერთი ბოკალი შამპანიური და საახალწლო ზღაპარი საწოლში გაქვთ!

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტაფილოიმიტატორს სჯობს სპეციალური სამასაჟო ზეთი წაუსვათ, რომელიც, სავარაუდოდ, თოვლის ბაბუას ექნება ხურჯინში.

🐻 დათვი!

ნაძვის ხე უკვე მორთეთ? მშვენიერია! ახლა კი გამოიღეთ დათვის ტყავი და მიაგდეთ ნაძვის ხის მანათობელ გირლიანდებთან. დათვის ტყავზე, რა თქმა უნდა, ხუმრობით. გამოიღეთ კარადიდან ფუმფულა პლედი და ნაძვის ხის ქვეშ დააფინეთ. პლედის ფერი შეგიძლიათ თადავ გადაწყვიტოთ, თუმცა, თუკი ჩავთვლით, რომ წითელი სექსუალურია, ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ, მაგრამ ახალ წელს თეთრიც უხდება. ასე რომ, თუკი წითელი პლედი არ გაქვთ, თეთრი გადაგარჩენთ.

🍹 ცხელი კოქტეილები!

გლინტვეინი ან ირლანდიური ყავა შესაფერის განწყობას ქმნის. ამიტომ შეგიძლიათ თქვენს ქალბატონს ასეთი რამ შესთავაზოთ: მოუმზადეთ მას გემრიელზე გემრიელი კოქტეილი, ის კი, სანამ კოქტეილი გაგრილდება, მას თბილი ორალური სექსისთვის „გამოიყენებს!“.

ეს როგორ? ჰმ, მარტივია! როგორც ჩვეულებრივი ორალური სექსი, უბრალოდ, პირში თბილი სასმელით. სხვათა შორის, თქვენც შეგიძლიათ შესთავაზოთ მოფერება კოქტეილით გამთბარი ენით.

🎁 საჩუქრები!

ნაძვის ხის ქვეშ ჩვეულებრივი, სტანდარტული საჩუქრების გარდა შეგიძლიათ, მოულოდნელი და ეკზოტიკური ნივთებიც დააწყოთ, მაგრამ მათი შეფუთვა არ დაგავიწყდეთ. ამგვარ ნივთებს სპეციალურ მაღაზიაში მისვლით ახლა ალბათ ვერ შეიძენთ, თუმცა, სექს-სათამაშოების ონლაინ შეძენა შეგიძლიათ. უბრალოდ, ნუ გაგაკვირვებთ კურიერის სახე, როდესაც თქვენს მიერ არჩეულ ნივთებს გადმოგცემთ. კარის მიხურვის შემდეგ მისგან მოსულმა მესიჯმაც არ დაგაბნიოთ.

სხვათა შორის, ეროტიკული ექსპერიმენტები არა მხოლოდ განწყობის ამაღლებას, არამედ, საჭმლის მონელებას უწყობს ხელს: სექსის შემდეგ ჩვენი სხეული ჰორმონების მთელ კოქტეილს გამოყოფს, რომელიც ასე ძალიან გვაკლია ზამთრის და მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში.

💥 სადღესასწაულო ფოიერვერკი!

აქ მთავარია საქმეს აკურატულად მიუდგეთ. სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ თუკი წყვილი ერთმანეთს პრელუდიით ან სექსით გამაგიჟებელ აღგზნებამდე მიიყვანს, ხოლო შემდეგ ქალი ძალიან ნაზად მოეჭიდება სკროტუმის (სათესლე ჯირკვლები) ზედა ნაწილს და ფრთხილად ჩაწევს დაბლა, ფაქტობრივად, ორგაზმი გაგიხანგრძლივდებათ. მთავარი კი ის არის, როდესაც ორგაზმამდე მიხვალთ, ეაკულაცია იქნება განსაკუთრებულად ძლიერი და დაუვიწყარი!

ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ ეფექტურად შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს, როდესაც საათი 12-ჯერ დარეკავს.

ახალ წლამდე დარჩა 4 დღე. რეპეტიციისთვის დროც თავისუფლად გეყოფათ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში