ურთიერთობა

„სხვაგან ცხოვრება აზრადაც არასდროს გამივლია…“

funtime

20:00 ორშ. 11 იანვარი

თემურ წიკლაური ოჯახთან
ერტად
14
დაკოპირებულია

„სახლი იმის მიხედვით ისაზღვრება, ვინ ცხოვრობს იქ. შეიძლება, ერთ ოთახში ცხოვრობდეს 10 ადამიანი, მაგრამ მშვიდობით და სიყვარულით...“ - გვიყვება ჩვენი მასპინძელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური.

„თბილი, ჩემი საყვარელი სახლი და ოჯახი, ლოგინი და ბალიში, რომელმაც ყველაფერი იცის…“ - ასე აღგვიწერს სახლს თემურ წიკლაური და ამბობს, რომ დიდი ხნით დასვენება, როგორც ასეთი, ცხოვრებაში არასდროს განუცდია. მუსიკოსი სულ მუშაობს, სულ მოქმედებაშია…

თუ ჩაწერები არ მაქვს, სიმღერებს ვეძებ, თუ სიმღერებია, კონცერტებს ვეძებ, თუ კონცერტებია, ვიღლები და შემდეგ ცოტას ვისვენებ მორიგი მოქმედებისთვის…

ადამიანი, ჩემი აზრით, მუდმივად მსახურებაში უნდა იყოს უფლის, ქვეყნის, ოჯახის, მეგობრების… ყველასი და ყველაფრის. მსახურებაა ძირი და ძირი ყოფიერების... თუ არ იმსახურე, როგორ გაიგებ, ვინ ხარ?!“ - ამბობს მომღერალი.

ჩვენი მასპინძელი გვიყვება, რომ ეს სახლი თავის დროზე მოსკოველი მეგობრების დახმარებით შეიძინა, მათ გაურემონტეს და მოუწყვეს…

„სახლი იმის მიხედვით ისაზღვრება, ვინ ცხოვრობს იქ. შეიძლება, ერთ ოთახში ცხოვრობდეს 10 ადამიანი, მაგრამ მშვიდობით და სიყვარულით. ფართობსა და მოწყობილობას, არა მგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, კარგია კომფორტი, თუმცა არა - გადამწყვეტი…“ - გვიყვება მომღერალი.

თემურ წიკლაური მეუღლე ლილი ზღვაურთან, ქალიშვილ ქეთი წიკლაურთან და შვილიშვილ ანდრია გოგიბედაშვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობაში ოცნებობდა, ბევრი შვილი და კიდევ უფრო მეტი შვილიშვილი ჰყოლოდა.

უყვარს განმარტოება, თუმცა მარტოსული ადამიანი ნამდვილად არ არის. ამ დროს ბევრს ფიქრობს და კიდევ უფრო ბევრს კითხულობს… ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ კითხვისას განიცდის. „ეტყობა, პირადი განცდები და გამოცდილება არ მყოფნის და სხვათა ფილოსოფიას მივეძალები ხოლმე, ჩემად გავიხდი და მათი გამოცდილება ჩემად გადმომაქვს…“ - გვიყვება მუსიკოსი. ამბობს, რომ ხშირად იმ წიგნის პერსონაჟი თავად ხდება, რომელსაც კითხულობს. სხვანაირად ამ ყველაფრის განცდა ვერ წარმოუდგენია…

პროფესიის გამო 80-მდე ქვეყნის უამრავი ქალაქი მოიარა. სახლში ახლა თითქმის ყველა ქვეყნის დროშა აქვს… აგროვებდა, ასევე, ხურდა ფულებს მოგზაურობებიდან…

არაერთი ქვეყნიდან ჰქონია შეთავაზება, კარიერა იქ გაეგრძელებინა, თუმცა წასვლაზე არასდროს უფიქრია. „საქართველოში წლის ოთხივე დროს განიცდი - გაზაფხულს, ზაფხულს, ზამთარსა და შემოდგომას. აქ მთაცაა, ბარიც, ზღვაც, ტროპიკები და სუბტროპიკები… წყალი, ჰაერი… აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. სხვაგან ცხოვრება აზრადაც არასდროს გამივლია…“ - ამბობს თემურ წიკლაური.

p.s. Funtime-მ ბატონ თემურ წიკლაურთან ეს ინტერვიუ ჩაწერა 2016 წელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თვალის ჩაკვრა - ფსიქოლოგიური მნიშვნ...

თვალის ჩაკვრა -
პოლიტიკოსების გზავნილი

გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას საქმ...

პრინცესა ლატიფა და შეიხი

რას გულისხმობს ქალური სიბრძნე? - 10...

ქალის ფსიქოლოგია

გოგონამ 20 წლის წინათ დაღუპული მამი...

წერილი წარსულიდან

უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ სა...

უნდა ეძინოთ თუ არა
მეუძლეებს ერთ საწოლში?

„ბედის ირონია“ - რეალურ ცხოვრებაშიც...

ანდრეი მიაგკოვის
ცხოვრების სიყვარული

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ჟურნა...

60 წელის ფოლადის კაფსულაში

ვინ მოკლა ვან გოგი? - გარდაცვალების...

ვან გოგი

ქართველი პრინცი აშშ-ს დაზვერვაში -...

ალექსანდრე და დავით
ჭავჭავაძეები