ურთიერთობა

თენგიზ არჩვაძე: „რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!“

fun time

20:00 შაბ. 6 თებერვალი, 2021 წელი

თენგიზ არჩვაძე კადრში და
კადრს მირმა

14
დაკოპირებულია

„ზოგადქართული პიროვნებაა… ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრია. მსახიობთა ამქარში ისიც იშვიათობაა, რომ გმირის პიროვნული თვისებების გამო, მსახიობს როლსა და სოლიდურ ანაზღაურებაზე ეთქვას უარი“, - ამბობდა მის შესახებ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე - როგორია ის კადრში და კადრს მიღმა და რას ამბობენ მის შესახებ?

„იგი ჟან გაბენს გვაგონებს, ძუნწი გამომსახველი ხერხებით ძერწავს სახეს, ვერც იტყვი, თამაშობსო, ეს გარეგნულად, თორემ სინამდვილეში მის სულში ისე ჩასახლდება პერსონაჟი, რომ ზღვარი იშლება მსახიობსა და გმირს შორის,“ - ასე აფასებენ თენგიზ არჩვაძის შემოქმედებას კინოკრიტიკოსები.

კადრი კ/ფ „ხევსურული ბალადა“

„თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა“, - კარლ ლინეკი, ქართველების ამერიკელი სიძე.

„თენგიზ არჩვაძე თხემით ტერფამდე ქართველი, ამავე დროს, ევროპული ტიპის ინტელიგენტის განსახიერებაა. მისი ბუნებისთვის უცხოა ყოველივე მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტები. სცენაზეც და ცხოვრებაშიც უტყუარია, არავის არასოდეს ბაძავს, არაფერს „თამაშობს“. მის არსებაში საოცარი ჰარმონიულობით თავსდება ეროვნული ბუნება და ორგანული ევროპულობა,“ - თეატრმცოდნე ნადია შალუტაშვილი.

კადრი კ/ფ „ყველა კომეტა როდი ქრება“


„ხშირად უკითხავთ ჩემთვის, მუშნი ზარანდიას უარყოფითი სახის შესრულება როგორ შესთავაზეთო. იყო მოსაზრება, არჩვაძეს დათა თუთაშხია ეთამაშა. მაგრამ ეს სრულიად გამიზნულად გავაკეთე. მინდოდა დამეპირისპირებინა ორი ღირსეული მეტოქე, მუშნი და დათა - არჩვაძე და მეღვინეთუხუცესი. არც დათაა იდეალური პიროვნება, ხოლო ზარანდიას თავისი პოზიცია აქვს, შესაძლოა, ის რამეში ცდება, მაგრამ კანონის კაცია, გულწრფელად სჯერა თავისი შეხედულებებისა, ერთგულად ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლებას. სწორედ ამ ორი ღირსეული ადამიანის შერკინებამ გახადა ფილმი საინტერესო. სხვაგვარად იგი შეიძლება, პრიმიტიული გამოსულიყო,“ - რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

კადრი კ/ფ „დათა თუთაშხია“

„მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. პოპულიზმი, ნარცისიზმი უცხოური სიტყვებია, ქართულად ამას ამპარტავნობა ესადაგება. ამპარტავნობაა ის, რასაც მოსდევს სიყალბე და დილეტანტიზმი!

რას მოვესწარი - მდაბიონი ამაღლდნენ, აღმატებულნი დაეცნენ, უზრდელი გაძღა, ზრდილობიანი დაიმშა, უმეცარნი ხელმწიფობენ და ბრიყვნი თამადობენ.

პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი - ნაღდი. როცა აღარ ხარ და შენს „დაუხმარებლად“ იზრდება შენი სახელი - აი, ამას ვცემ პატივს და კიდევ პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით: კირითხუროს, დურგალს, მეწაღეს, მწერალს, მსახიობს... ნაღდის სახელის მაძიებელ ყველა კაი ყმას!“ - თენგიზ არჩვაძე.

„როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს... თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია“, - თენგიზ არჩვაძე.

კადრი კ/ფ „გზის დასაწყისი“

„უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტიკური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს,“ - თენგიზ არჩვაძე

კადრი კ/ფ „შეხვედრა მთაში“

„ბევრ რამეზე მწყდება გული. რის გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი. რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!“ - თენგიზ არჩვაძე.

„ხელოვნების ქურუმი“ (ეს წოდება 2017 წელს მიენიჭა) თენგიზ არჩვაძეს, ჩვენს ლეგენდარულ, განუმეორებელ არტისტს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად