ურთიერთობა

ტრაგიკული ამბავი ბიჭისა, რომელსაც გოგოდ ზრდიდნენ

fun time

18:00 ორშ. 22 ნოემბერი, 2021 წელი

სქესის შეცვლის ტრაგიკული
ამბავი

14
დაკოპირებულია

ბავშვმა პატარაობიდან იცის, ვინ არის - ბიჭი თუ გოგო, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ვიღაცამ ბუნების მოტყუება გადაწყვიტა? შესაძლებელი თუ არა თოჯინებისა და ვარდისფერი კაბების დახმარებით ბიჭუნა გოგონად ვაქციოთ? ჩვენ გიამბობთ სასტიკ ექსპერიმენტზე, რომელმაც დაამტკიცა, რომ სოციალიზაცია გენდერული იდენტობის ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს.

1965 წელს კანადის ქალაქ ვინიპეგში ჯანეტ და რონ რაიმერებს ტყუპი ბიჭები შეეძინათ. ბავშვებს ბრაიანი და ბრიუსი დაარქვეს.

მშობლების მცდარი გადაწყვეტილება - ექსპერიმენტის დაწყება

რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭების დედამ შენიშნა, რომ ბავშვებს შარდვა უჭირდათ. გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ამის მიზეზი ფიმოზი იყო - პენისის ჩუჩის გარეთა ხვრელის შევიწროება, რა დროსაც შეუძლებელია ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა.

ექიმებმა მშობლებს ტყუპებისთვის წინადაცვეთა მარტივი პროცედურის გაკეთება ურჩიეს. ბრაიანის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ბრიუსს კი არ გაუმართლა - ექიმების დაუდევრობის თუ აპარატის ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ბავშვმა პენისის დამწვრობა მიიღო. დამწვრობა იმდენად ძლიერი იყო, რომ პენისის სრულად აღდგენა შეუძლებელი იყო. დაბნეულმა და შეშინებულმა მშობლებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს და შემთხვევით წააწყდნენ სატელევიზიო შოუს, სადაც ვინმე ჯონ მანიმ სქესთან დაკავშირებით თამამი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მანის თქმით, ყველა ბავშვი ნეიტრალური, სუფთა ფურცლით იბადება, საზოგადოება კი მათ ბიჭებად ან გოგოებად აქცევს.

ჯონ მანი რაიმერებისთვის თითქმის ღმერთად იქცა. ის მშობლებს დაჰპირდა, რომ მათ პრობლემას მოაგვარებდა და ბრიუსს ბრენდად აქცევდა. რაიმერებმა ჩათვალეს, რომ ეს იდეალური გამოსავალია და ოპერაციას დათანმდნენ.

1967 წლის 3 ივლისს ბრიუსი ბრენდა გახდა - მას პენისი მოაშორეს და საშოს ჭრილი გაუკეთეს. საავადმყოფოდან გაწერის წინ მშობლები კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ შვილისთვის არასოდეს გაემხილათ, რომ ბიჭად დაიბადა. ასე დაიწყო პროექტი „ჯონი-ჯოანა“, რომელიც მანის გათვლებით მსოფლიოში სახელს გაუთქვამდა.

ბრენდად ყოფნა

ჯოინ მანის ოპტიმიზმის მიუხედავად, პრობლემები თავიდანვე დაიწყო.

ჟანეტი იხსენებს, რომ როცა ბრენდასთვის კაბის ჩაცმა სცადა, ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა და ტანსაცმელი ტანზე შემოიხია. დაწყებით სკოლაში ბრენდას თანატოლები სასტიკად დასცინოდნენ და უკრძალავდნენ როგორც გოგოების, ისე ბიჭების საპირფარეშოში შესვლას.

გეგმის თანახმად, მშობლებს ტყუპები პერიოდულად მანისთან დაჰყავდათ, სადაც ექიმი ბრიუსს „გოგონავით ქცევას“ ასწავლიდა.

წლების შემდეგ ბრენდად ქცეულმა ბრიუსმა აღიარა, რომ მანიმ ტყუპებზე საშინელი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ბავშვებს სექსუალური ურთიერთობების ამსახველი სურათები აჩვენა და გაშიშვლება აიძულა. ექიმი ასეთ გაკვეთილებს „სექსის რეპეტიციას“ უწოდებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ტყუპები უნდა შეჩვეოდნენ თავიანთ როლებს სექსში, რათა ზრდასრულ ასაკში წარმატებით შეესრულებინათ.

„ექიმი“ მანი ბრენდას ოთხზე დადგომას, ხოლო ტყუპისცალ ძმას ბრაიანს მასთან გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს აიძულებდა. სხვა მსგავს თამაშებში ბრენდას ზურგზე დაწოლა და ფეხების გაშლა, ძმას კი ზემოდან დაწოლა უწევდა. ჯონ კოლაპინტოს სტატიის თანახმად, „მანის თამაშები“ ჯანსაღი გენდერული იდენტობის ფორმირებისთვის აუცილებელი იყო.
ამასობაში ესტროგენების მიღების შედეგად ბრენდას მკერდი გაეზარდა. მანი ზეიმობდა. ის ამტკიცებდა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ბრიუსი ნამდვილ ბრენდად იქცა.

სინამდვილეში არაადამიანური ექსპერიმენტის შედეგად ტყუპების ფსიქიკა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოგვიანებით ბრაიანს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვამენ, მაგრამ მანამდე დიდი მკურნალის მანტიამოსხმული მანი რაიმერების მეორე ოპერაციაზე დაყოლიებას ცდილობდა, რაც მისი თქმით, სრულყოფილი ვაგინის შესაქმნელად იყო საჭირო.

მანის მცდელობის მიუხედავად, მოზარდმა ბრენდამ მის ექსპერიმენტებში მონაწილეობაზე და მეორე ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადა. გარდა იმისა, რომ ესტროგენს არარეგულარულად სვამდა, ბავშვმა თავის მოკვლაც სცადა.

ერთხელ, ფსიქიატრთან ვიზიტის შემდეგ, რონ რაიმერმა 15 წლის შვილს სიმართლე გაუმხილა. ამ დღიდან ბრენდას ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

ბრენდადან დევიდამდე

როდესაც საკუთარი თავის შესახებ სრული სიმართლე გაიგო, ბრენდამ თავის მამაკაცურ საწყისთან დაბრუნება გადაწყვიტა.
20 წლის ასაკში ბრენდამ ფალოპლასტიკის წყალობით პენისი დაიბრუნა, რომელიც ნამდვილისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. ხელოვნური პენისის მგრძნობელობა შეზღუდული იყო, მაგრამ სექსის საშუალებას იძლეოდა. ბრენდამ კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და დევიდი დაირქვა.

23 წლის ასაკში დევიდმა სამი შვილის მარტოხელა დედა, ჯეინი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. მალე წყვილი დაქორწინდა, თუმცა, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - დევიდი და ჯეინი დასცილდნენ.

ამას ისიც დაემატა, რომ დევიდის შიზოფრენიით დაავადებულმა ტყუპისცალმა თავი მოიკლა.

რაიმერების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ექიმი მანი შეცდომას არ აღიარებდა. ის ამტკიცებდა, რომ პრობლემა სწორედ დევიდში მდგომარეობდა, რადგან გოგონად ყოფნაზე უარი განაცხადა.

2004 წლის მაისში, რამდენიმეწლიანი მძიმე დეპრესიის შედეგად, დევიდმა ტყუპისცალი ძმის ბედი გაიზიარა და თავი მოიკლა. მისი ბიოგრაფის ჯონ კოლაპინტოს თქმით, ასეთ დასასრულს ელოდა.


„ვინც დევიდს იცნობდა, ყველას უკვირს 38 წლამდე როგორ იცოცხლა. ის ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა და მშიშარა რომ არ ყოფილიყო, თავს უფრო ადრე მოიკლავდა. მახსოვს, ერთხელ მითხრა, რომ ვერასოდეს დაივიწყებს თავის კოშმარულ ბავშვობას და მიმანიშნა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა - ამბობს კოლაპინტო.

და როცა ტკივილი აუტანელი გახდა, დევიდმა თავისი მანქანა ადგილობრივ სავაჭრო ცენტრთან გააჩერა, იარაღი საფეთქელთან მიიდო და ჩახმახს გამოკრა..

🔰

ინა თუ ინოკენტი - როგორ ჩაატარეს სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია სსრკ-ში?

წყარო: pictolic.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!