+18

ვინ არის პასუხისმგებელი ქალის ორგაზმზე? კაცი? - ცდებით!

funtime

23:00 პარ. 8 იანვარი

ქალი შავი პენუარით
საწოლზე - funtime.ge
14
დაკოპირებულია

ქალს, შესაძლოა, მილიონი მიზეზი ჰქონდეს, თუ რატომ ვერ განიცდის ამა თუ იმ მომენტში ორგაზმს. კაცი კი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ყოველთვის თვითონ არის. ამგვარი სიტუაციები კი წყვილში პრობლემებს ქმნის.

 

მთელი სამყარო დარწმუნებულია, რომ ქალის ორგაზმზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცია! მან უნდა შეძლოს, უნდა იმოქმედოს, უნდა მოინდომოს, მაგრამ თუკი ქალს კოსმიური სიამოვნება ვერ აგრძნობინა, მთელი ცხოვრება სირცხვილის შეგრძნება უნდა ჰქონდეს! და, რაც მთავარია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან კაცებიც და ქალები.

ალბათ, საწყალი კაცებისთვის ტვინში რომ არ „ჩაეჭედათ“, რომ ნებისმიერი ძალისხმევით, ნებისმიერ შემთხვევაში ქალს ორგაზმი უნდა მიაღებინონ, ქალებს ნაკლებად მოუწევდათ ორგაზმის იმიტირებაზე ფიქრი.
არადა, ლოგიკა მარტივია: თუკი ორგაზმი ჩემია, მასზე პასუხისმგებლობაც ჩემზეა. თუ მინდა - მივიღებ მას, თუკი არ მინდა - არ მივიღებ. რა საჭიროა იმიტირება?
მაგრამ, თუკი ეს პასუხისმგებლობა კაცს ეკისრება? და ის, საწყალი, ძალიან ცდილობს... რას არ აკეთებს. ბოლოს გვეცოდება და ამგვარი ძალისხმევისთვის მისი დაჯილდოების სურვილი გვიჩნდება, რათა მორჩეს „წვალებას“. აი, ამ დროს მიმართავენ ქალები იმიტაციას.

როცა გოგო დაქალებთან ჰყვება, რომ მის ახალ ბიჭს ერექციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, ყველა დაქალი თანაუგრძნობს, აძლევენ რჩევებს... მაგრამ სწრაფადვე პოულობენ მეგობრულ გამოსავალს: ამ ბიჭის პრობლემები სულაც არ არის გოგოს საზრუნავი. სჯობს თავიდან ექიმთან მივიდეს, იმკურნალოს და მერე გაიცნოს გოგოები!

სხვა საკითხია - კაცები. არცერთი კაცი არ იტყვის, რომ ქალის ორგაზმი - უფრო სწორად, ორგაზმის არარსებობა - თავად ქალის პირადი პრობლემაა. ერთი ჩემი მეგობარი მისი პარტნიორისთვის ფსიქოთერაპევტის საკონტაქტოს მთხოვდა. დამეთანხმეთ, არანორმალურია, როდესაც გოგოს 25 წლის ასაკში ორგაზმი არცერთხელ მიუღია, მასტურბაციის გზითაც კი. სხვათა შორის, გოგო ნამდვილად მივიდა ექიმთან. ორგაზმიც „იპოვეს“. ახლა წყვილი დაქორწინებულია და ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ, ეს იშვიათი შემთხვევაა, რადგან კაცები ასეთი პრობლემით, ძირითადად, ექიმს კი აკითხავენ, არამედ თავად ეძებენ პასუხს, ინტერესდებიან, როგორ იმოქმედონ ქალის კომფორტისთვის. და რა იქნება, თუკი ამას ვიზამ? იმას? კაცებს ეს რეალურად ხშირად აწუხებთ. მგონია, ყველაზე ველურ კაცურ წრეშიც კი არავის მოუვა თავში აზრად თქვას: „თუკი ქალს ორგაზმი არ აქვს, ექიმთან წავიდეს, ჩემი რა ბრალია?!“

მოკლედ, ქალის ორგაზმი ქალის ხელშია! ქალზე უკეთ არავინ იცის, რა ესიამოვნება მას, როგორ უნდა მოეფეროთ, სად უკბინოთ მსუბუქად, როდის უჩურჩულოთ ნაზად, უნდა თუ არა მისი თმები კაცმა ხელებზე შემოიხვიოს, სიმკაცრისა და ველური ვნებისთვის... ან პირიქით - გაათბოს სუნთქვით და თან ნაზ კანს თითების დაბოლოებებით შეეხოს. ან, საერთოდ უმნიშვნელოა, რას აკეთებს კაცი, მნიშვნელოვანია მის მიმართ ნდობა იგრძნოს და იცოდეს, რომ კაცს უყვარს ისე, როგორც არასდროს არავინ ჰყვარებია. ან არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. უბრალოდ, ბავშვობიდან მოგდევთ ტრავმა ან ჰორმონალური პრობლემები გაქვთ... ან გერიდებათ გაშიშვლების, რადგან ფიქრობთ, რომ უშნო სხეული გაქვთ და ვერ მოდუნდებით... იმისთვის, რომ ქალს ორგაზმი არ ჰქონდეს, მილიონი, მილიარდი მიზეზი არსებობს.

ალბათ, კაცს, რომელიც ცოტა „ქალების ფსიქოანალიტიკოსიც“ არის, შეუძლია დაეხმაროს ქალს ორგაზმის პოვნაში, მაგრამ გაცილებით საიმედოა, ყველაფერი თავად დავგეგმოთ - ექიმთან ვიზიტი იქნება ეს, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, სექსშოპის დათვალიერება თუ შხაპის მიღება.

მოკლედ, ვიპოვოთ ყველაფერი დამოუკიდებლად, ვიგრძნოთ თავი საკუთარი ორგაზმის მმართველად და საკუთარი სხეულის დედოფლად. შემდეგ კი ეს ყველაფერი კაცს დავანახოთ. ბოლოს და ბოლოს, კაცისგანაც ხომ ზუსტად ამას ველოდებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქალის ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშ...

ქალის ეროგენული ზონები და
ზოდიაქოს ნიშანი

ბევრი სექს-პარტნიორი ჯანმრთელობისთვ...

ბევრი სექსპარტნიორი თუ
ჯანმრთელობა

შენი ბრალი არ არის: სამი მიზეზი, რი...

მინეტის ტექნიკა

13 ეროტიკული ფილმი მსოფლიო ვარსკვლა...

სექსი და ძენი

გზა ორგაზმამდე - 2 რჩევა მათ, ვისაც...

SEX

მესამე რაიხის ეროტიკა ხალხის სამსახ...

ჯგუფური თამაშები

სექსის 11 დაუწერელი კანონი

სექსის 11 დაუწერელი წესი

„თექვსმეტი პოზა“ - პირველი ევროპული...

ჯულიო რომანოს შურისძიება

პორნოგრაფია: საზიანოა თუ სასარგებელ...

რა იწვევს
პორნოდამოკიდებულებას