ურთიერთობა

ვინ იყო ქალი, ვინც „როლს-როისის“ ემბლემაზეა გამოსახული?

funtime

16:00 ორშ. 5 აპრილი

ვინ არის ქალი, ვინც როლს
როისის ემბლემაზეა
გამოსახული
14
დაკოპირებულია

არისტოკრატული ფუფუნების სიმბოლო Rolls-Royce-ის ავტომობილებს მფრინავი ქალის ფიგურა ამშვენებს. ზოგი მას „მფრინავი ექსტაზის სულს“ უწოდებს, ზოგი - „ვერცხლის ლედის“, ზოგი - „ელლის“, თუმცა ბევრმა არ იცის, რეალურად ვინ იყო ეს ქალი და რატომ გახდა ის ლეგენდარული ავტომობილის თილისმა?

მანქანის ძარაზე დასამაგრებლად პირველი ფიგურა 1911 წელს, ცნობილი არისტოკრატის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ლორდი ჯონ დაგლას-სკოტ მონტეგიუს ექსკლუზიური შეკვეთით დამზადდა.

ფიგურის პროტოტიპი ლორდის პირადი მდივანი და საყვარელი ქალი ელეონორა ველასკო ტორნტონი გახდა.

ელეონორასა და ლორდს ფარული რომანი ჰქონდათ. 1915 წელს ლორდმა, საყვარელ ქალთან ერთად, ინდოეთში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა, რათა „უცხო თვალისგან მოშორებით“ ერთად ყოფნით დამტკბარიყვნენ, თუმცა 1915 წლის 30 დეკემბერს კუნძული კრეტას ნაპირებთან საშინელი ტრაგედია მოხდა: გემს, რომელზეც შეყვარებული წყვილი იმყოფებოდა, გერმანული წყალქვეშა ნავი შეეჯახა. გემი, სულ რაღაც, 5 წუთში ჩაიძირა, ამიტომ მგზავრებმა სამაშველო ნავებამდე მისვლა ვერ მოასწრეს. 501 მგზავრიდან, სულ მცირე, 330 დაიღუპა. მათ შორის ელეონორა ველასკო ტორნტონიც იყო...


კატასტროფის დროს, მონტეგიუს ელეონორას ხელი ეჭირა, მაგრამ აფეთქებამ ის გემბანზე მოისროლა. ლორდი გასაბერმა ჟილეტმა იხსნა, რომელიც გენერლის ფორმას ახლდა.

მოგვიანებით პრესა წერდა, რომ წყალქვეშა ნავის კაპიტანმა საზღვაო წესები დაარღვია და გემთან სახიფათო მანძილზე მიახლოებისას მგზავრები ჰაერში გასროლით არ გააფრთხილა. ბრიტანეთში დაბრუნებულმა ლორდმა საგვარეულო ეკლესიაში დაღუპული საყვარლის მოსახსენიებელი კუთხე გააკეთა.

ლორდი მონტეგიუ საავტომობილო საქმის ენთუზიასტი, ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის ხელმძღვანელი, კომპანია Rolls-Royce-ის დამფუძნებლების - ჩარლზ როლსისა და ჰენრი როისთან მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომანქანის მფლობელი გახლდათ.
საყვარლის სახის უკვდავსაყოფად, ლორდმა ქალის ფიგურის დამზადება და ავტომობილის ძარაზე დამაგრება გადაწყვიტა. მონტეგიუ დარწმუნებული იყო, რომ ტრაგიკულად დაღუპული ქალის ფიგურა წარმატებას მოუტანდა, ამიტომ თავის მეგობარს, მოქანდაკე ჩარლზ საიქსს ფიგურა-თილისმის დამზადება სთხოვა.
ეს უნდა ყოფილიყო სისწრაფისა და წარმატების სიმბოლო, მფრინავი ქალღმერთი, ვულგარულობისგან დაცლილი სილამაზითა და გრაციით.

საიქსმა შეკვეთა პირნათლად შეასრულა და 1911 წლის მარტში „მფრინავი ექსტაზის სული“ ლორდის ავტომობილის რადიატორზე დაამაგრეს. საიქსის მიერ შექმნილი ფიგურის პირველ ვარიანტს „ჩურჩული“ ერქვა, რადგან ქალს ტუჩებთან თითი ჰქონდა მიტანილი.

თავდაპირველად, ფიგურით დამშვენებული ავტომობილი მდიდარი მამაკაცის მორიგ ახირებად მიიჩნიეს, თუმცა მალე იდეა სხვებმაც აიტაცეს.

ასეთი სამშვენისების შეძენას მხოლოდ არისტოკრატები და მდიდარი ადამიანები ახერხებდნენ. მოგვიანებით, კი საავტომობილო ფირმებმა განმასხვავებელ ნიშნებად გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო მარკა Rolls-Royce და ლოგოტიპი RR კომპანია BMW-ს საკუთრებაა, 1998 წელს შემდგარი სავაჭრო გარიგების პირობების თანახმად, ფიგურა, რომელსაც SPIRIT OF ECSTASY (მფრინავი ექსტაზის სული) სახელით მოიხსენიებენ, Volkswagen-ის კონცერნის საკუთრებაა.

ფიგურები მზადდება ავტომობილისგან ცალკე, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთჰემპტონში მდებარე საწარმო Polycast Limited-ში.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარდათ სამშობლოში ბარბარ...

ბარბარა ბრილსკა

ვინ იყო „მეხუთე ბიტლსი“, რომელიც ტრ...

მეხუთე ბითლსი - სტიუარტ
სატკლიფი

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ...

ჰიტლერი და ევა ბრაუნი

ნიკოლა ტესლა და მტრედი - სიყვარულის...

ნიკოლა ტესლა

თამარ თუმანიშვილი და გრიგორი პეკი -...

თამარ თუმანიშვილი

„იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინ...

ივანე კრამსკოის „ქრისტე
უდაბნოში“

ოჯახური წყვილები, რომლებიც ქართულ ხ...

პოჯახური წყვილები ქართულ
თეატრში

„ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით,...

ილიას და ოლღას სიყვარულის
ისტორია

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დ...

ქალური ინტუიცია