ურთიერთობა

ვინ იყო „მეხუთე ბიტლსი“, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა?

funtime

14:00 ორშ. 10 მაისი

მეხუთე ბითლსი - სტიუარტ
სატკლიფი
14
დაკოპირებულია

სტიუარტ ფერგუსონ ვიქტორ სატკლიფი (Stuart Fergusson Victor Sutcliffe) 1940 წელს შოტლანდიაში, ედინბურგში დაიბადა და ინგლისში, ლივერპულში გაიზარდა. იგი ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა და ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა.

1961 წელი. ინგლისი, ლივერპული. სტიუარტ სატკლიფი პორტრეტისთვის პოზირებს.

კოლეჯში სწავლის დროს სტიუარტმა ჯონ ლენონი გაიცნო. როდესაც სატკლიფმა თავისი ერთ-ერთი ნახატი იმ დროისთვის უზარმაზარ ფასად - 65 ფუნტად გაყიდა, ჯონმა დაარწმუნა, რომ ბას-გიტარა ეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტი გიტარაზე ძლივს უკრავდა, ლენონის ჯგუფს შეუერთდა, რომელშიც მის გარდა პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისონი უკრავდნენ.

1960 წელი. The Beatles–ის ადრეული ვერსია. ჯონ ლენონის მიერ გადაღებულ ფოტოზე არიან:
მენეჯერი ალან უილიამსი, მისი ცოლი ბერილი, ბიზნესპარტნიორი ლორდ ვუდბინი, სტიუარტ სატკლიფი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და პიტ ბესტი.

ჯგუფის სახელი ბევრჯერ შეიცვალა. გაწევრიანების შემდეგ, სატკლიფმა და ლენონმა ჯგუფის წევრებს ჯგუფი Crickets-ის (ჭრიჭინები) გავლენით, სახელი Beetles (ხოჭოები) შესთავაზეს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯგუფს Silver Beetles (ვერცხლის ხოჭოები) ერქვა, ბოლოს კი უბრალოდ, ბითლსი დარჩა.

1960 წელი „ვერცხლის ბითლსი“ - სტიუარტ სატკლიფი, ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, დრამერი ჯონი ჰატჩი და ჯორჯ ჰარისონი. კონცერტი ლივერპულში.

„ის საერთოდ არ იყო მუსიკოსი, სანამ მასთან ბას-გიტარის ყიდვაზე საუბარი არ დავიწყეთ. ეს ცოტა სულელურად ჩანდა, მაგრამ იმ დროს ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სცენაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა,“ - იხსენებდა ჯორჯ ჰარისონი.

1961 წელი სატკლიფი ჰამბურგში,The Beatles-თან ერთად, ბას-გიტარაზე უკრავს.

სატკლიფი სცენაზე The Beatles–თან ერთად, ჰამბურგის კლუბში. 1960 წელი

სატკლიფი, The Beatles–თან ერთად, ჰამბურგის Top Ten Club- ში გამოდის.

სატკლიფს სწორედ აქ შეუყვარდა ფოტოგრაფი ასტრიდ კირჩერი (Astrid Kirchherr), რომელიც ორი თვის შემდეგ მისი საცოლე გახდა. ასტრიდმა მოიფიქრა სატკლიფისთვის ვარცხნილობა, რომელიც შემდეგ ჯგუფის დანარჩენმა წევრებმაც გადაიღეს.

1961 წელი. ასტრიდ კირჩერი და სტიუარტ სატკლიფი ჰამბურგში ერთად პოზირებენ.

1961 წელს ჯგუფში ურთიერთობა დაიძაბა. პოლ მაკარტნი ცდილობდა, რომ სატკლიფს ჯგუფი დაეტოვებინა და ბას-გიტარაზე თავად დაეკრა. ერთხელ კონფლიქტი Top Ten Club -ის სცენაზე ნამდვილ ორთაბრძოლაში გადაიზარდა.

სატკლიფი ჰამბურგის Top Ten Club -ში, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის უკან უკრავს.

1961 წელი. ჯონ ლენონი სტიუარტ სატკლიფთან და ჯორჯ ჰარისონთან ერთად ჰამბურგის Top Ten Club-ში.

1961 წელს სატკლიფმა ჯგუფი დატოვა, რომ ხატვას დაბრუნებოდა და ასტრიდთან ცხოვრება აეწყო. მან ჰამბურგის ხელოვნების კოლეჯში ასპირანტის სტეპენდია მოიპოვა და მოქანდაკე ედუარდო პაოლოცისთან სწავლაზე დაგეგმა.

1962 წლის 10 აპრილს, 21 წლის სტიუარტი ძლიერი თავის ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი გზაში გარდაიცვალა. როგორ შემდეგ გაირკვა, სიკვდილის მიზეზი ანევრიზმა გახდა.

ასტრიდ კირჩერი საკუთარ ფოტოგამოფენაზე სატკლიფის პორტრეტთან. 2009 წლის 28 მაისი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გადაღებებზე დაწყებული სიყვარული და...

სოფიო კაკაჩია და მიხეილ
ციმინტია

იატაკის საწმენდად გამოყენებული შედე...

კლოდ მონე „წახემსება
ბუნების წიაღში“ 1865-1866 წ

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება - ყო...

ჰიტლერის დეგუსტატორი

ქორწილში მხოლოდ მეგობრები დაპატიჟეს...

ქორწილი და ნამდვილი
მეგობრები

ქალებისგან უარყოფილი გენიოსი და წლე...

ფიროსმანის მარგარიტა -
ლეგენდად ქცეული ამბავი

ამას არავინ ელოდა! - პრინცი ფილიპეს...

პრინც ფილიპეს ანდერძი

სამი რამ, რის შესახებაც არასდროს უნ...

სამი „არა“ ჯანსაღი
ურთიერთობისთვის

ღიმილსმიღმა დაფარული სიყვარულის ამბ...

ლეონარდო და ვინჩი
„ჯოკონდა“

7 მარტივი წესი მეორე ქორწინებისთვის

მეორე ქორწინება