10 ფილმი, სადაც სექსი რეალურად ჰქონდათ (10 ფოტო)

კინო

3 მაისი 18:00, 2017 წელი

ფილმებში სექსის ყურებისას, ალბათ, არავინ ფიქრობს, რომ იქ ყველაფერი რეალურად ხდება - ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ადამიანია გადასაღებ მოედანზე, თანაც რეალური სცენების შემთხვევაში ფილმი უკვე პორნოგრაფიის სტატუსს იღებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს გამონაკლისები...

  • სვიტ სვიტბეკი: ნაძირალას სიმღერა / Sweet Sweetback’s Baadasssss Song (1971)
    რეჟისორმა და სცენარისტმა მელვინ ვან ფიბლზიმ თავად ითამაშა მთავარი გმირი, რომელიც 70-იანების ბევრ ტაბუს ამსხვრევს - ხოცავს ძაღლებს, პოლიციელებს, შარდავს ყველას დასანახად და აქვს უამრავი სექსი. ასეთი როლის შესრულებაზე მსახიობის დათანხმება რთული იყო და მელვინს არც დუბლიორისთვის ჰქონდა ფული. იგი გადაღებებისას გონორეით დასნეულდა, სამაგიეროდ ფილმმა 150 მილიონი დოლარი მოუტანა.    

  • ვარდისფერი ფლამინგო / Pink Flamingos (1972)
    რეჟისორი ჯონ უოტერსი ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო, მაყურებლისგან მიეღო არა აპლოდისმენტები, არამედ გულისრევის რეაქცია. ამისთვის კი ფილმში ნაჩვენებია: სექსის დროს გაჭყლეტილი ქათმები, დეფეკაცია და მასტურბაცია, დედის ორალური სექსი საკუთარ ვაჟთან, სადაც დედის როლს ცნობილი ტრანსვესტიტი დივაინი, იგივე ჰარის გლენ მილსტედი ასრულებს.  

  • კრუიზი / Cruising (1980)
    რეჟისორ უილიამ ფრიდკინის ამ მძაფრსიუჟეტიან თრილერში პოლიციელი (ალ პაჩინო) ნიუ-იორკის ქუჩებში სერიულ მკვლელს ეძებს, რომელმაც რამდენიმე ჰომოსექსუალი აკუწა. ფილმში ბევრი სცენა გადაღებულია გეიკლუბებში, მათ შორის ერთსქესიანი სექსიც. როგორც რეჟისორი აღნიშნავდა: მე არ მყავდა მსახიობი სტატისტები, ეს ბიჭები იმ კლუბებში გავიცანი, სადაც ვიღებდით, და ისინი ყველაფერს რეალურად აკეთებენ.

  • გრძნობათა იმპერია / In the Realm of the Senses (1976)
    რეჟისორ ნაგისა ოსიმას ფილმში მოთხრობილია 30-იან წლებში იაპონელი მეძავის ისტორია. შიშველი სექსის რეალური სცენების მიუხედავად, ფილმი, თავისი მაღალმხატვრული ღირებულების წყალობით, იაპონურ ცენზურას გადაურჩა და ქვეყნის საზღვრებსაც წარმატებით გასცდა. იგი 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის კინოთეატრებშიც კი გამოჩნდა. ფილმში დადგმულია მხოლოდ ერთადერთი - კასტრაციის სცენა.

  • კალიგულა / Caligola (1979)
    ალბათ, გასაკვირია, როგორ მოახერხა ტინტო ბრასმა ფილმში თამაშზე დაეთანხმებინა მალკოლმ მაკდაუელი, ჯონ გილგუდი, პიტერ ო’ტული... საქმე ისაა, რომ ბრასი ნამდვილად არ აპირებდა ეროტიკის გადაღებას, ფილმში სექსის ყველა სცენა დადგმული იყო, თუმცა სპონსორმა, პორნოჟურნალ „პენტჰაუსის“ გამომცემელმა ბობ გუჩიოლემ, ტინტო ბრასის დაუკითხავად, უკვე მზა ფილმში ჩაამონტაჟა 6-წუთიანი პორნოგრაფია, რათა პორნოსტატუსით ფილმის ბილეთების ფასი გაეზარდა.

  • კენ პარკი / Ken Park (2002)
    რეჟისორმა ლარი კლარკმა ფილმში, რომელიც მოზარდებზეა გადაღებული, თავისი მსახიობები აუძულა, ისეთი სცენები ეთამაშათ, რომელთა დადგმა რთულია, მათ შორის იყო ორალური სექსი, მასტურბაცია, ჯგუფური სექსი და ეს ყველაფერი მსხვილი კადრებით. ფილმმა, მსახიობთა პატარა ასაკის გათვალისწინებით, მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ბევრ ქვეყანაში აიკრძალა, მათ შორის აშშ-შიც.

  • მურა კურდღელი / The Brown Bunny (2003)
    რეჟისორ ვინსენტ გალოს ეს მელოდრამა, ალბათ, არავის ემახსოვრებოდა, რომ არა მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი კლოე სევინი, რომელიც დაითანხმა, ორალური აღგზნების - ფელაციის აქტი მსხვილი კადრით და რეალურად გადაეღოთ. ამ კადრისთვის გალიანო მძაფრად გააკრიტიკეს და კლოესაც დიდხანს უწევდა თავის მართლება.

  • 9 Songs / 9 სიმღერა (2004)
    რეჟისორი მაიკლ უინტერბოტომი ამ მელოდრამაში მთავარი როლების შემსრულებლების კირან ო'ბრაიენისა და მარგო სტილის სექსუალურ სცენებში პორნოჟანრის ყველა ატრიბუტია: კლასიკური სექსი, ორალური, ეაკულაცია... რეჟისორმა ბრიტანეთის პარლამენტის მძაფრი კრიტიკა მიიღო, მარგო სტილიმ კი მოითხოვა, ტიტრებიდან მისი გვარი ამოეღოთ. თუმცა, სწორედ ეს ფილმი იქცა მსახიობის წარმატებული კარიერის ტრამპლინად.  

  • გამაუპატიურე / Rape Me (2000)
    შიშველი სექსის სცენების გადაღება მხოლოდ კაცი რეჟისორების ახირება არ არის ხოლმე. ფრანგი ქალი რეჟისორების ვირჯინი დენეტის და კორალი ტრინ ტის ეს ფილმი აშკარა ეროტიკაა. ფილმის მთავარი გმირების მანუს და ნადინის როლებს პროფესიონალი პორნომსახიობები ასრულებენ. ფილმი აკრძალეს, მათ შორის ლიბერალური ღირებულებებით ცნობილ საფრანგეთშიც კი.

  • გარდაუვალი / Irreversible (2002)
    რეჟისორ გასპარ ნოეს ფილმში მთავარ როლს მონიკა ბელუჩი თამაშობს და მისი მონაწილეობით ყველა ინტიმური სცენა დადგმულია, თუმცა ფილმში არის სხვა, არაიმიტირებული კადრები, სადაც ნაჩვენებია ფელაცია და მასტურბაცია. გასპარ ნოეს ყოველთვის მოსწონდა ეროტიკა, თუმცა ამ ფილმში ბელუჩი და ვინსენ კასელი დაინდო, რომლებიც იმ დროს ახალდაქორწინებული იყვნენ და ფილმში მათი გმირების ინტიმურ სცენებს მხოლოდ მსუბუქი ეროტიკა გასდევს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.