როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი

კულინარია

31 აგვისტო 12:00, 2017 წელი

მოხარშული ბრინჯი ერთ-ერთი სასარგებლო და გავრცელებული კერძია მსოფლიოში. მაგალითად, ჩინელები და იაპონელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ბრინჯის სწორად მოხარშვა არცთუ ისე მარტივია. თუკი მისი მომზადების გარკვეულ წესებს არ გაითვალისწინებთ, მას არც მადისაღმძვრელი სუნი ექნება და ვიზუალურადაც ფაფას დაემსგავსება.

მაშ ასე, როგორ მოვხარშოთ ბრინჯი ისე, რომ ფანტია გამოვიდეს. ამისთვის დაგჭირდებათ:


სქელი მასალისგან დამზადებული ქვაბი, დაახლოებით, 2-ლიტრიანი ტევადობის;
ბრინჯი;
წყალი;
კარაქი;
მარილი.


პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი სახეობის ბრინჯი. სასურველია, აირჩიოთ გრძელი ბრინჯი. ბრინჯის მცოდნეები უფრო ჟასმინის ან ბასმატის სახელით ცნობილ ბრინჯს უწევენ რეკომენდაციას.


4 ულუფა ბრინჯის გარნირის მოსამზადებლად საკმარისია 1 სტანდარტული ჭიქა ბრინჯი. კარგად გარეცხეთ ბურღულეული, მას, მინიმუმ, 10-ჯერ შეუცვალეთ წყალი. ზოგადად, ბრინჯი მანამ უნდა რეცხოთ, სანამ მას სუფთა წყალი არ გაუვა.


გარეცხილი ბრინჯი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში და დაასხით ცხელი წყალი. ფანტია ბრინჯის ცივ წყალში მომზადება არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში ბრინჯი დიდი რაოდენობით წყალს იწოვს და ხარშვის დროს იშლება. შეეცადეთ, ბრინჯს წყალი ზუსტად დაასხათ, რადგან შემდეგ წყლის დამატება არ მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში კერძი, შესაძლოა, გაფუჭდეს. წყლის რაოდენობა მშრალი ბრინჯის რაოდენობას 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს. მაგალითად: 1 ჭიქა ბრინჯის მოსახარშად 1 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. თან, დაამატეთ მარილი. 4 ულუფა ბრინჯის გარნირის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზი მარილი საკმარისია.


მაშ ასე, სქელძირიან ქვაბში მოთავსებული ბრინჯი დადგით მაღალ ცეცხლზე, რადგან წყალი ძალიან სწრაფად უნდა ადუღდეს. ხარშეთ, დაახლოებით, 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ცეცხლი მინიმუმამდე დაუკელით, თავსახური მყარად დაახურეთ და განაგრძეთ ხარშვა კიდევ 15 წუთით. ამ დროს ბრინჯის მორევა და ქვაბზე თავსახურის ახდა დაუშვებელია.


როგორც კი ხარშვის დრო გავა, გაზქურა გამორთეთ. ქვაბის შუაგულში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ კიდევ ოცი წუთის განმავლობაში. ამ დროში ბრინჯი მთლიანად შეიწოვს დარჩენილ სითხეს, შედეგად კი ბრინჯი უფრო არომატული და ფაფუკი გახდება. შეგიძლიათ მიირთვათ.


შენიშვნა:
სქელძირიან ქვაბში ტემპერატურა უფრო კარგად ნარჩუნდება და ბრინჯი არ ჩაიწვება.
მრგვალი ფორმის ბრინჯს ფანტიად ვერ მოხარშავთ, რადგან ის ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და ძალიან იხარშება (ფლავდება).
თუკი ბრინჯის სალათში დამატება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯი წინასწარ აუცილებლად უნდა გააციოთ.

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.