უცხოური სამზარეულო

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრისთვის

fun time

18:00 ორშ. 5 დეკემბერი, 2022 წელი

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

14
დაკოპირებულია

საახალწლო სუფრა მრავალფეროვანი და გემრიელი სალთების გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, თუ წლის სიმბოლო ბოსტნეულის მოყვარული კურდღელია. გთავაზობთ უგემრიელესი მარტივი სალათის რეცეპტს, რომლითაც ოჯახის წევრებსაც და წლის სიმბოლოსაც ძალიან გაახარებთ. 

საახალწლო ქათმის სალათა

საჭირო პროდუქტი

  • ქათმის ბარკალი - 3 ცალი
  • კარტოფილი - 3 ცალი
  • სტაფილო - 3 ცალი
  • ქამა სოკო - 500 გრ.
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ყველი პარმეზანი - 150-200 გრ.
  • მაიონეზი და არაჟანი - 2 ს.კ.
  • მარილი
  • ზეთი
  • შავი ზეთისხილი, მწვანე ხახვი და ოხრახუში მოსართავად.


მომზადების წესი:

1. ქათმის ფეხები ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ, გააცივეთ და წვრილად დაჭერით.

2. კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ და გააგრილეთ.

3. სოკო და ხახვი დაჭერით და ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ.

4. კარტოფილს გაფცქვენით, მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ფართო ლანგარზე კურდღლის თავის ფორმით მოათავსეთ.

5. კარტოფილის ფენაზე მოასხით მაიონეზი და ხორცის ფენა დაადეთ.

6. ხორცზე ისევ მაიონეზი მოასხით და მოშუშული სოკოსა და ხახვის ფენა დამატეთ.

7. ბოლო ფენას წაუსვით არაჟანი.

8. მოხარშული სტაფილო გაფცქვენით, მსხვილ სახეხზე გახეხეთ და არაჟნის ფენაზე მოათავსეთ.

9. კვერცხები გაფცქვენით და გახეხეთ (ერთი ცილის ნახევარი ცალკე შეინახეთ გასაფორმებლად). მოთავსეთ სტაფილოს ფენაზე მაიონეზი წაუსვით.

10. მზა სალთს თავზე და გვერდებზე გახეხილი პარმეზანის ყველი მოაყარეთ.

11. ზეთისხილი ნახევარ-რგოლებად დაჭერით და სალათა კურდღელივით გააფორმეთ. პირის გასაკეთებლად შეგიძლიათ სტაფილო ან ჩერი პომიდვრის ნაჭერი გამოიყენოთ, ულვაშისთვის კი მწვანე ხახვი.

ვუალა! - ლამaზი და გემრიელი საახალწლო სალათა ბაჭია მზად არის!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი