როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადილი 200 გრამი ფარშით?

კულინარია

18 იანვარი 12:00, 2018 წელი

თუკი ერთფეროვანი საკვები მოგბეზრდათ და ოჯახის მენიუში სიახლის შეტანა გსურთ, დღეს გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელი, არომატული და გემრიელი კერძის რეცეპტს.

კერძისთვის დაგჭირდებათ:
ძროხის ხორცის ფარში - 200 გრ;
ბრინჯი - 150 გრ;
კარტოფილი - 500 გრ;
სტაფილო - 1 ცალი;
ხახვი - 5 ცალი;
წყალი - 1 ჭიქა;
არაჟანი - 2 ს/კ;
ზეთი - 2 ს/კ;
მაგარი ყველი - 50 გრ;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
სუნელები - გემოვნებით;
ტომატი - 1 ს/კ.


მომზადების წესი:


პირველ რიგში, გარეცხეთ ბრინჯი და მოხარშეთ. სანამ ბრინჯი მოიხარშება, წვრილად გახეხილი სტაფილო და ასევე, წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთიან ტაფაზე.


ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ მოთუშული ხახვი, სტაფილო და მოხარშული ბრინჯი. მიღებული მასიდან გააკეთეთ პატარა ბურთულები.


გაფცქვნილი კარტოფილი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. გამოსაცხობ ფორმას წაუწვით ზეთი, შემდეგ კი რიგრიგობით მოათავსეთ მასში ხორცის ბურთულები და კარტოფილი.


გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით კერძიანი ფორმა, დაახლოებით, 20 წუთით.


ცალკე ჯამში გაამზადეთ სოუსი: არაჟანი, წყალი, ტომატი, მარილი და პილპილი გადაურიეთ ერთმანეთში, ისე, რომ საშუალო სისქის კონსისტენცია მიიღოთ. როგორც კი კერძს ღუმელიდან გამოიღებთ, ზემოდან მოასხით სოუსი და კვლავ შედგით ღუმელში 15 წუთით.


შემდეგ, მოაყარეთ მსხვილად გახეხილი ყველი და კვლავ 5 წუთით გააჩერეთ ღუმელში.


სულ ეს იყო, გემრიელი, არომატული და ნოყიერი სადილი მზად არის! 


შენიშვნა:
კერძს სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მწვანილები დაამატოთ.
კერძის მოსამზადებლად 30 წუთი საკმარისია;

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.