„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?“ - ჰკითხა ცოლმა ქმარს

ურთიერთობა

25 მარტი 22:00, 2018 წელი

ქმარი საწოლში იწვა და ლეპტოპში რაღაცას მშვიდად კითხულობდა, როცა ცოლმა ეს საუბარი წამოიწყო... 

ცოლი: ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?
ქმარი: ნამდვილად, არა!

ცოლი: 
და რატომ - არა? არ მოგწონს ოჯახური ცხოვრება?
ქმარი: როგორ რა, მომწონს.

ცოლი: ჰოდა, მერე, რატომ არ გინდა, რომ მეორედ დაქორწინდე?
ქმარი: კარგი, კარგი, დავქორწინდები...

ცოლი: რაა? (უკმაყოფილო ტონით)
ქმარი:
(მხოლოდ ამოიხვნეშა, მაგრამ ალბათ გაიფიქრა: „ღმერთო, რა დავაშავე“)

ცოლი: 
და ჩვენს სახლში იცხოვრებთ?
ქმარი: 
რა თქმა უნდა, ეს ხომ მშვენიერი სახლია.

ცოლი:
ჩვენს საძინებელში დაწვებით?
ქმარი:
ჰო, აბა სხვაგან სად უნდა დავწვეთ?

ცოლი:
ჩემი მანქანის მართვის ნებასაც მისცემ?
ქმარი:
ალბათ. ის ხომ სულ ახალი მანქანაა.

ცოლი: ჩვენს ოჯახურ ფოტოსაც ჩამოხსნი კედლიდან?
ქმარი: რა თქმა უნდა და ეს სამართლიანიც იქნება.

ცოლი: ჩემს სამკაულსაც აჩუქებ?
ქმარი: არა მგონია. ალბათ, ახალი უფრო ესიამოვნება.

ცოლი: და გოლფსაც ითამაშებთ ხოლმე ერთად?
ქმარი: ჰო, აბა რაა. ხომ იცი, როგორ მიყვარს გოლფის თამაში.

ცოლი: და ჩემი გოლფის ჯოხს იხმარს?
ქმარი: შენსას ვერა, ის ცაციაა.


 


 


 


ეს იყო მათი ბოლო საუბარი ცოლ-ქმრის სტატუსით...

***
მართალია, ქალური ინტუიცია მეცნიერებისთვის დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილად არსებობს და მითი არ არის. საოცარი უნარი აქვს ქალს, გაარჩიოს, რომ რაღაც ისე არ არის, მით უფრო - როცა პირად ცხოვრებაზეა საუბარი.
...აშკარად, არც ის კითხვა იყო დასმული „ჰაერზე“.


 


 

საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ ინსტრუმენტი და გაიგეთ, როგორ ჟღერს თქვენი სული

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.
საკნატუნო ამბები

ლამაზმანი სპორტსმენების ცხელი ფოტოები (30 ფოტო)

ფოტოგრაფი პაველ გარასკო ადრე მოდური ჟურნალებისთვის იღებდა ფოტოებს, ბოლო დროს კი სპორტსმენების ფოტოგრაფირებამ გაიტაცა.