ზინგერის საიდუმლო - რატომ იხდიდნენ საკერავ მანქანაში უზარმაზარ თანხას?

იცით თუ არა...

9 აპრილი 15:00, 2018 წელი

„შევიძენ საკერავ მანქანა „ზენგერს“ - გახსოვთ ეს განცხადება, რომელიც, დაახლოებით 20 წლის წინათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მოედო? თანაც მყიდველი მზად იყო, სასურველ ნივთში უზარმაზარი თანხა გადაეხადა, ამიტომ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ღირს ასეთი ძვირი? 

ზინგერის საიდუმლოსთან დაკავშირებით, მაშინვე რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია გაჩნდა:

1. ზინგერის საკერავი მანქანები ოქროსგან არის დამზადებული. ოქტომბრის რევოლუციის დღეებში და მას შემდეგ, რუსეთის ინტელიგენცია და დიდგვაროვანთა ოჯახები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში. ამ დროს, საზღვარზე ოქროსა და ძვირფასეულობის გატანა ძალიან ძნელი იყო და უმეტეს შემთხვევაში კონფისკაციით მთავრდებოდა, ამიტომ ემიგრანტებმა ოქროსგან საკერავი მანქანების ჩამოსხმა და საზღვარზე გადატანა დაიწყეს.  ეს ვერსია მალე იქნა უარყოფილი, რადგან ევროპაში გატანილი მანქანების საბჭოთა კავშირში ძებნა აბსურდული იყო.

2. მეორე ვერსიით, ზინგერის ნაწილები პლატინას შეიცავდა, რაც ზოგიერთ დეტალს განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებდა. პირველის მსგავსად, ეს ვერსიაც აბსურდულად მიიჩნიეს, რადგან საკერავი მანქანის მანქანის გასაყიდი ფასი იმდენად მაღალი არასოდეს ყოფილა, რომ მისი წარმოებისთვის ძვირფასი მეტალები გამოეყენებინათ.

3. 2009 წელს საუდის არაბეთიდან ახალი ვერსია გავრცელდა - ზინგერის დეტალები ვერცხლისწყალს შეიცავს, რომელიც ბირთვული იარაღის დამზადებაში გამოიყენება. ამ ვერსიის გავრცელების შემდეგ, საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა აუცილებელი, რადგან ძალიან გახშირდა იმ სამკერვალო ფაბრიკების ძარცვის შემთხვევები, სადაც ზინგერს გამოიყენებდნენ.

4. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, გარკვეული ნომრის მქონე მანქანისთვის მწარმოებელი ჯილდოს იხდიდა. 1998 წელს კომპანია ZINGER -მა კონკურსი გამოაცხადა - ეძებდნენ მანქანის სერიულ ნომერს, რომელშიც მწარმოებელი მილიონ დოლარს იხდიდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ ნომრის მქონე მანქანა მე-19 საუკუნის ბოლოს იყო გამოშვებული.

2000 წელს, კომპანია ZINGER გაკოტრებულად გამოცხადდა და საკერავ მანქანასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ნელ-ნელა ჩაცხრა. ზინგერის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თაღლითების გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად ორგანიზებული აფერა იყო.

წყარო
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...