Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

იცით თუ არა...

13 ივნისი 16:00

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 

დენ ვიდენი (Dan Wieden) სარეკლამო კომპანია Wieden+Kennedy-ის თანამფლობელია. კომპანია პორტლენდში მდებარეობს.



ვიდრე დენი ამ ისტორიას თავად არ გაახმაურებდა, არავის მოსვლია აზრად, რომ ეს ემოციური ფრაზა - Just do it - ერთი სიკვდილმისჯილის უკანასკნელი სიტყვები იყო.


„მახსოვს, პორტლენდში ერთი აქაური ცივსისხლიანი დამნაშავე დააკავეს - გარი გილმორი (Gary Gilmore). მან გაძარცვა რამდენიმე მაღაზია, სასტუმრო და მოკლა ორი ადამიანი. გილმორს სიკვდილი მიუსაჯეს. ეს გახმაურებული ამბავი იყო, რადგან ასეთი მკაცრი განაჩენი უკვე წლები იყო, არავისთვის გამოეტანათ. სიკვდილით დასჯის წინ მას ჰკითხეს, სურდა თუ არა რამის თქმა, რაზეც გილმორმა უპასუხა: Let's do it (მიდი, გააკეთე ეს). მე ეს ფრაზა მომეწონა, თუმცა არა ასეთ ვარიანტში და ცოტა შევცვალე: Just do it (უბრალოდ, გააკეთე ეს)“.



Nike-ის მფლობელს ფილ ნაიტს ეს სლოგანი კატეგორიულად არ მოეწონა.
„ასეთი ნაგავი არ გვჭირდება - სწორედ ამ სიტყვებით მითხრა უარი, თუმცა ვთხოვე, ჩემთვის დაეჯერებინა და მართალიც გამოვდექი“, - იხსენებს დენ ვიდენი.

ეს ფრაზა ბრენდის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა.



Just do it რეკლამაში პირველად 1988 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, 30 წელზე მეტია, აქტუალურია. ამ ფრაზით „ნაიკი“ ხშირად ეხმიანება მწვავე სოციალურ პრობლემებს და ერთგვარ ინკლუზიურ სლოგანადაც იქცა, რომელმაც ამ ბრენდის ქვეშ გააერთიანა სპორტსმენები და არასპორტსმენები, მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ჯანმრთელები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები... 
ჟურნალმა „Advertising Age“-მა სარეკლამო კამპანია Just do it დაასახელა როგორც საუკეთესო XX საუკუნის რეკლამის ისტორიაში.


გარი გილმორი (Gary Gilmore) სიკვდილით დასაჯეს 1977 წლის 17 იანვარს, იუტას შტატის ციხეში.
მისი უკანასკნელი ფრაზა - Let’s Do It - დაფიქსირებულია ჟურნალ The New York Times-ის 1977 წლის 18 იანვრის გაციფრულებულ ნომერში.

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ულამაზესი ანჯელინა ჯოლის 15 განსაცვიფრებელი როლი

უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას გარეშე ამ ფილმებიდან არცერთი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი.
საკნატუნო ამბები

სილამაზე თუ?...

უცენზურო კაბებმა მოდის სამყარო დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?