+18

8 შემთხვევა, როცა სექსი კატეგორიულად აკრძალულია

funtime

23:00 პარ. 26 თებერვალი

სექსისგან თავშეკავების
მიზეზები
14
დაკოპირებულია

დიდი ხანია, მედიცინამ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრების დადებითი გავლენა დაამტკიცა. სექსის დროს გულის კუნთი ძლიერდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. სექსი სასიკეთოდ მოქმედებს პარტნიორების ურთიერთობაზე. რეგულარული სექსუალური აქტივობით სხეულის შიდა სისტემების მუშაობა წესრიგდება, ანთებითი პროცესების რისკი მცირდება და ჰორმონალური სისტემის სტაბილურობა ნარჩუნდება. მაგრამ არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როდესაც ჯობია სექსზე უარი თქვათ.

გინეკოლოგთან ვიზიტამდე 2-3 დღით ადრე სასურველია, სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ. თავშეკავება აუცილებელია ანალიზის საიმედო პასუხების მისაღებად, ვინაიდან საშოში სპერმის არსებობა ცვლის გარემოს მჟავიანობას, ასევე ბაქტერიებისა და ვირუსების თანაფარდობას.

თავშეკავება აუცილებელია გინეკოლოგის მიერ ჩატარებული ქირურგიული მკურნალობის შემდეგ. ქირურგიული ჩარევების შემდეგ აუცილებლად რჩება ჭრილობა, რომელსაც სქესობრივი კავშირი გაღიზიანებს და სისხლდენას და ანთებას გამოიწვევს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ საშუალოდ, 2-3 კვირის განმავლობაში სექსზე უარი უნდა თქვათ.

ბუნებრივი ან საკეისრო მშობიარობის შემდეგ, სექსუალური თავშეკავება 3-4 კვირის განმავლობაში საჭიროა, თუმცა თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

სექსი აკრძალულია ორსულობის შეწყვეტის საფრთხეების შემთხვევაში. ამ დროს არსებობს სისხლდენის, აბორტის და ნაადრევი მშობიარობის საშიშროება. თითოეულ შემთხვევაში სქესობრივი აბსტინენციის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს სექსზე უარი უნდა თქვათ. სექსუალური ურთიერთობის აღდგენამდე აუცილებელია პარტნიორების სრულად განკურნება და საკონტროლო ანალიზების ჩაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეინფექციის რისკი.

ექსპერტების რეკომენდაციით, კრიტიკულ დღეებში სექსზე უარი უნდა თქვათ. ამ დროს არსებობს ისეთი ანთებითი პროცესების განვითარების რისკი, როგორიცაა ენდომეტრიტი და სალპინგოოოფორიტი (საშვილოსნოს ანთება და საშვილოსნოს დანამატების ანთება).

სექსუალური თავშეკავება 3-5 დღის განმავლობაში აუცილებელია საშვილოსნოში სპირალის ჩაყენების ან მოხსნის შემდეგ.

თუ სქესობრივ პარტნიორს აქვს პათოლოგიური გამონადენი, გამონაყარი, ჭრილობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ სექსზე უარის თქმა გონივრული გადაწყვეტილება იქნება. პარტნიორს კი სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა. პრეზერვატივს არ შეუძლია 100% –იანი დაცვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ამიტომ მეორე პარტნიორის ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

ინტიმური სიახლოვის დროს არ უნდა გააკეთოთ ის, რასაც სინანული და პრობლემები მოჰყვება. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება და სამედიცინო რეკომენდაციების დაცვა უსიამოვნებების აცილებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პოზა 69: როგორ მიიღოთ მაქსიმალური ს...

პოზა 69: როგორ მიიღოთ
მაქსიმალური სიამოვნება
ორივემ

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს გოგომ სქეს...

სექსი და ასაკი

რატომ მოსწონთ ქალებს ორალური სექსი?

ორალური სექსის ხელოვნება

პრელუდია და კაცები

პრელუდია და კაცები

13 ფაქტი ქალის ორგაზმზე, რომელიც გა...

ქალის ორგაზმის შესახებ

რატომ ტირიან სექსის შემდეგ?

რატომ ტირიან სექსის
შემდეგ?

7 რამ, რაც 40 წლის შემდეგ სექსზე უნ...

სექსუალური ცხოვრება
ასაკში

კაცის 10 სექსუალური ჩვევა, რომელიც...

კაცების სექსუალური
ჩვევები, რომლებიც ქალებს
აღიზიანებთ

როგორ მოქმედებს კაცის სურნელი ქალზე...

როგორ მოქმედებს კაცის
სურნელი ქალზე?