+18

სექსის 11 დაუწერელი კანონი

funtime

23:00 ორშ. 15 თებერვალი

სექსის 11 დაუწერელი წესი
14
დაკოპირებულია

ისეთ სასიამოვნო საქმეშიც კი, როგორიც სექსია, არსებობს წესები, რომლებსაც ვერსად გავექცევით.

1. პარტნიორთან პირველად სექსი იშვიათად არის სასიამოვნო. თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს გინახავთ ერთმანეთი შიშველ მდგომარეობაში და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ იქცევა საწოლში.

2. პრელუდიის გარეშე - არა! და არც არავის მისცეთ უფლება, საპირისპიროში დაგარწმუნოთ. გარდა ფიზიოლოგიური ასპექტებისა, ეს კიდევ წარმოუდგენლად სასიამოვნო და საინტერესო პროცესია.

3. თუკი პარტნიორი თუნდაც ეცდება თქვენს სხეულზე იხუმროს დამცინავი ტონით, დაუყოვნებლივ მოშორდით მას და არც კი იფიქროთ მისთვის მეორე შანსის მიცემა.

4. არანაირი ბავშვური საუბარი. რა საჭიროა მოზრდილ ადამიანებში ბავშვური ენა, თუკი, პირიქით, შეგიძლიათ, „ბინძური“ საუბრები წამოიწყოთ?

5. სექსუალური აქტი ხშირად სასაცილოა. უცნაური ხმები სექსში, სასაცილო სახეები და მაკომპრომეტირებელი პოზები - ეს ყველაფერი სახალისოა და არა უცნაური ან უხერხული.

6. თუკი ტანისამოსი სრულად გაიხადეთ, არ დაგავიწყდეთ წინდების გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან უცნაური გამომეტყველება გექნებათ და ვერაფრით შექმნით სექსუალურ განწყობას.

7. თუკი პარტნიორს არ სთხოვთ, რამე განსაკუთრებული გაგიკეთოთ, სავარაუდოდ, ამ „განსაკუთრებულს“ ვერც მიიღებთ. დაიმახსოვრეთ, რომ კაცებმა არ იციან ქალების ფიქრების წაკითხვა, ამიტომ, იპოვეთ საჭირო სიტყვები თქვენი სურვილის ასახსნელად.

8. ჩახუტება - შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ, თუნდაც, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, გვიწევს საწოლის მეორე მხარეს დაძინება. ასე რომ, ნუ გეწყინებათ, თუკი გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ თურმე ჩახუტებულებს არ გეძინათ.

9. თუკი ფიქრობთ, რომ მას კვლავ უნდა შეხვდეთ, ნუ დატოვებთ მას მძინარეს საწოლში. ეს ძალიან უხეში და არაეთიკური საქციელია ადამიანის მიმართ.

10. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი სექსი გქონდათ ახალ პარტნიორთან, რაც შეიძლება მალე შედით აბაზანაში. ეს სხვადასხვა ინფექციების განვითარებას აგარიდებთ თავიდან.

11. დილის სექსი ნაბახუსევზე ბახუსის „სამკურნალოდ“ საუკეთესო საშუალებაა. ბუნებრივია, საუზმეზე ყავისა და ერთი ნაჭერი ბუტერბროდის შემდეგ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა სექსისთვის ყველაზე შესა...

საუკეთესო დრო სექსისთვის

როგორ შეიქმნა პირველი ვიბრატორები დ...

პირველი ვიბრატორები

როგორ უნდა მოიქცეს კაცი სექსის შემდ...

როგორ არ უნდა მოიქცეს კაცი
სექსის შემდეგ

15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე (+...

ფილმები სექსის თემაზე

ფოტოგრაფი, რომელიც ქალის სხეულს ამღ...

ფოტოგრაფი დავიდ დუბნიცკი

სექსის პოზები, რომლებიც ქალებს ყველ...

სექსის პოზები, როპმლებიც
ქალებს ნაკლბად მოსწონთ

რას ნიშნავს სიზმარში სექსი?

ეროტიკული სიზმარი -
ფსიქოლოგის განმარტება

სექსი და იუმორი - 6 რამ, რაზეც საწო...

უადგილო ხუმრობა სექსის
დროს

10 ყველაზე უცნაური სექსუალური გადახ...

10 სექსუალური გადახრა