+18

13 ფაქტი სექსზე, რომელიც ბევრ შეკითხვაზე გიპასუხებთ

funtime

23:00 სამ. 26 იანვარი

როგორ ითარგმნება
„პენისი“?
14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური განათლების ისტორია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის, მაინც ბევრი ნიუანსია ისეთი, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი იცით...

1. სექსმა, შესაძლოა, სურდო გამოიწვიოს.
აღგზნება სისხლის მიმოქცევას არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში, არამედ სხეულის სხვა ნაწილებშიც აძლიერებს, მაგალითად, სახეზე. შედეგად მკვდარი უჯრედები ნაზოფარინგალური ლორწოვანი გარსიდან სურდოს სახით გამოიყოფა. აი, ასეთი სასაცილო ფიზიოლოგია გვაქვს.

2. ორგაზმი, საშუალოდ, 6 წამს გრძელდება.
არსებობენ ადამიანები, რომელთა ორგაზმი ორ წამს ძლივს აღწევს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ სიამოვნებას მთელი ათი წამი განიცდიან. რა თქმა უნდა, საუბარია კაცებზე, რადგან ქალის ორგაზმი, საშუალოდ, 17 წამი გრძელდება. სამაგიეროდ, ქალისთვის უფრო რთულია ამ „სიამოვნებამდე“ მიღწევა.

3. კაცი თავისი სიცოცხლის მანძილზე, საშუალოდ, 16,5 ლიტრ სპერმას ღვრის.
არა, ეკონომიის გაკეთება საჭირო არ არის, ამგვარი ეკონომია არ გაზრდის თქვენს სექსუალურ აქტივობას, პირიქით, საბოლოო დათვლის დროს, ლიტრების საერთო რაოდენობას შეამცირებს.

4. პლანეტაზე პირველი სექსუალური კავშირი 385 მილიონი წლის წინათ მოხდა.
დიახ, არ მოგესმათ და ეს არსება იყო უძველესი თევზი, სახელად Micro­brachius dicki.

5. სპერმა ველოსიპედისტზე ორჯერ უფრო სწრაფია.
ის სხეულიდან, საშუალოდ, 40 კმ/სთ სიჩქარით გამოდის (დაფიქსირებული რეკორდი 71 კმ/სთ-ია). მართალია, ამგვარი გასროლის შემდეგ სპერმატოზოიდების მოძრაობა ნელდება და ყველაზე სწრაფები მხოლოდ 30 სმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ.

6. სექსის შემდეგ მწუხარებისა და სიცარიელის შეგრძნებას რეგულარულად განიცდის ადამიანების მესამედი, როგორც ქალები, ისე კაცებიც.
ეს დამოკიდებულია მკვეთრ ჰორმონალურ პროცესებთან, რომელიც ორგანიზმში სექსუალური აქტის დროს ხდება. თუკი სექსის შემდეგ თქვენი პარტნიორი გულამოსკვნილი ტირის, ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის თქვენთან სექსი საშინელება იყო. პირიქით, ეს რეაქცია ადასტურებს, რომ თქვენთან ფანტასტიკურმა სექსმა მასში ენერგეტიკული თავშეუკავებლობა გამოიწვია.

7. კაცი, ცხოვრების განმავლობაში, სამჯერ ნაკლებად მასტურბირებს, ვიდრე ქალთან სექსით კავდება.
სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ამგვარი თანაფარდობა, ალბათ, ფანტასტიკად მოეჩვენებათ, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რამდენად რთულია, ზრდასრული მეოჯახე ადამიანი მშვიდად და სიამოვნებით მასტურბირებდეს.

8. ქალებს აქვთ კორგაზმი. არ იფიქროთ, რომ აქ კორექტურა გაგვეპარა.
კორგაზმის შესახებ სექსუალური ჯანმრთელობის უნივერსიტეტის სპეციალისტები გვარწმუნებენ და გვთავაზობენ ორგაზმს, რომელსაც ზოგჯერ ქალები მუცლის პრესის ვარჯიშის, ფეხების მაღლა აწევის, იოგის ან ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროს აღწევენ. ამ მოვლენის ზუსტ მექანიზმს ახლა ინდიანაში იკვლევენ, მაგრამ უკვე გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია ძლიერ სისხლის მიმოქცევასთან და კუნთების დატვირთვასთან.

9. თუკი ქალი ორალური სექსის დროს ცოტაოდენ მარილს ჩაიყრის პირში, გულისრევის შეგრძნებას თავიდან აირიდებს.
ამგვარად, ქალის ტვინი კონცენტრირებულია მლაშე გემოზე და ეს ინფორმაცია გულისრევას მთლიანად ფარავს.

10. სანამ თქვენ ამ ინფორმაციას ეცნობით, პლანეტაზე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი დაკავებულია სექსით.
ბოლო კვლევის თანახმად, დღე-ღამეში 100 მილიონი სექსუალური აქტი ხდება.

11. „პენისი“ - ლათინურად ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობაა კუდი, უბრალოდ, ცოტა სხვა ადგილას მდებარეობს. ამიტომ ბევრ ქვეყანაში მას ხუმრობით კუდსაც ეძახიან (მაგალითად, გერმანულ ენაში Shawanz - ეს არის კუდი, მაგრამ თან კუდი არ იგულისხმება). და, სამწუხაროდ, შესანიშნავი გამონათქვამი არსებობს: „Fortuna non penis, in manus non recipe“, რაც ითარგმნება, როგორც: „ფორტუნა კუდი არ არის, ხელით რომ დაიჭირო".

12. მსოფლიოში ყველაზე ხშირად სექსით ბერძნები კავდებიან, ხოლო ყველაზე იშვიათად - იაპონელები. გამოკითხვის თანახმად, რომელიც კომპანია Durex-მა ჩაატარა, საშუალო სტატისტიკურ იაპონელს, რომელიც სექსუალური აქტივობის ასაკშია, სექსი კვირა-ნახევარში ერთხელ აქვს, ხოლო ბერძნებს - დღეში სამჯერ.

13. ორგაზმის დროს შიშის ან საფრთხის შეგრძნება არ გვაქვს
ამ დროს, პრაქტიკულად, ტვინის ის ნაწილი ითიშება, რომელიც ამ ემოციებზეა პასუხისმგებელი.

ფოტოები: Dainis Graveris


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრეზერვატივის ზომა: როგორ შევარჩიოთ...

პრეზერვატივის ზომა

8 შემთხვევა, როცა სექსი კატეგორიულა...

სექსისგან თავშეკავების
მიზეზები

ქალის ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშ...

ქალის ეროგენული ზონები და
ზოდიაქოს ნიშანი

ბევრი სექს-პარტნიორი ჯანმრთელობისთვ...

ბევრი სექსპარტნიორი თუ
ჯანმრთელობა

შენი ბრალი არ არის: სამი მიზეზი, რი...

მინეტის ტექნიკა

13 ეროტიკული ფილმი მსოფლიო ვარსკვლა...

სექსი და ძენი

გზა ორგაზმამდე - 2 რჩევა მათ, ვისაც...

SEX

მესამე რაიხის ეროტიკა ხალხის სამსახ...

ჯგუფური თამაშები

სექსის 11 დაუწერელი კანონი

სექსის 11 დაუწერელი წესი