+18

5 რამ, რაც ქალს ყველაზე მეტად აღაგზნებს

fun time

23:00 შაბ. 26 დეკემბერი, 2020 წელი

ქალის აღგზნება - 5 საშუალებ

14
დაკოპირებულია

გზამკვლევი ქალის ორგაზმისკენ: ა-დან ფინალამდე!

მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ ქალის ორგაზმის არსებობის შესახებ გაიგო, ეს მოვლენა სხვადასხვა დარგის ექსპერტებს მოსვენებას არ აძლევს. და ეს იმიტომ, რომ ქალის აღგზნება და ორგაზმი იმდენად სასიამოვნო და გასაგიჟებელი შეგრძნებაა, რომ შეიძლება ნებისმიერ ჯანმრთელ მამაკაცში რეფლექცია გამოიწვიოს (მეცნიერ კაცებში კიდევ უფრო მეტად!). სწორად განიცდის პარტნიორი ორგაზმს? და ყველანაირს? საჭირო ხანგრძლივობით?

კვლევამ, რომელიც ჟურნალ „სექსუალური და საოჯახო თერაპიაში“ გამოქვეყნდა, ქალის ორგაზმის კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია დაისახა მიზნად. ექსპერიმენტში 18-დან 94-წლამდე (ეს უკანასნკელი რიცხვი არც შემშლია და არც გეჩვენებათ) 1055 ჰეტეროსექსუალი ქალი მონაწილეობდა. ისინი სექსუალურ ქცევასა და აღგზნებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობდნენ.

მეცნიერების მთავარი აღმოჩენა: ვაგინალური სექსი, როგორც ორგაზმის მიღების შესაძლებლობა, ზედმეტად გადაფასებულია. მხოლოდ 18.4%-მა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი სტიმულაციები.

ქალების 36% ორგაზმს მხოლოდ კლიტორის სტიმულაციით განიცდის.

ხოლო 42%-მა აღიარა, რომ კლიტორის დამატებითი სტიმულაცია სექსის დროს სიამოვნებას აძლიერებს, მაგრამ ცალკე, „წარმოების გარეთ - არ მუშაობს“.

ქალების თითქმის 90% აღიარებს, რომ ორგაზმის სხვადასხვა სახეობის დროს განსხვავებული შეგრძნებები აქვთ და რომ „ო-ოო-ოო, რა მაგარია“, სულაც არ არის იგივე, რაც მაგალითად, „ა-ა-აჰ!“

და გამოკითხული ქალების მხოლოდ 10,8%-ს აქვს ორგაზმის დროს მუდმივად ერთი და იგივე შეგრძნება.

აგრეთვე, მეცნიერებმა 1067 ქალსა და 987 კაცს წარუდგინეს სხვადასხვა სექსუალური ქმედებების გრძელი (ის არა, რაც გაიფიქრეთ) ჩამონათვალი და ამ ჩამონათვალის შეფასება მიმზიდველობის მიხედვით სთხოვეს. ვნახოთ, როგორ გამოიყურება ლიდერების ხუთეული:

პირველი ადგილი - სექსი (69,9% - ციფრებიც როგორი სექსუალურია?!)

მეორე ადგილი - ჩახუტება (62,9%)

მესამე ადგილი - კოცნა სექსის დროს (49,2%)

მეოთხე ადგილი - აღგმზნები საუბრები სექსის დროს (46,7%)

მეხუთე ადგილი - მასაჟი (45,5%)

და, აგრეთვე - ყურადღება! - ქალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთხმად აღიარა, რომ სრულყოფილი პრელუდია ორგაზმის შანსებს კიდევ უფრო მეტად ზრდის!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში