+18

ხმები სექსში - ვიყვიროთ თუ არ ვიყვიროთ?

fun time

23:00 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი

ხმა და სექსი

14
დაკოპირებულია

კვნესა, ყვირილი, წივილი, უცენზურო სიტყვები და პათოსური ფრაზები: „მიდი, უკვე კოსმოსში ვარ!“, - სექსში უცხო არ არის და ამ ხმებისადმი დამოკიდებულება ყველას განსხვავებული აქვს. ვიღაცას ეს ხიბლავს, ვიღაცას ეცინება, ბევრი კი სექსის დროს ხმების გამოცემაში არაგულწრფელობას ხედავს. მოკლედ, რა ვქნათ? ვიხმაუროთ თუ არ ვიხმაუროთ სექსუალური აქტის დროს?

 

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სექსის დროს „შეძახილები“ მხოლოდ ქალებს აქვთ. კაცების ვოკალი სექსში ხშირად, გერმანულ პორნოფილმებთან ასოცირდება (ია-ია, ფანტასტიშ!) და ბევრში თითქოს ირონიას იწვევს. კაცები ცდილობენ ემოციები აკონტროლონ. ქალებში კი პირიქით ხდება და სწორედ ემოციებზე კონტროლის დაკარგვას მოსდევს პროცესში სექსუალური ხმების გამოცემა, რაც აქტს უფრო ბუნებრივს ხდის. სექსის დროს გახშირებული სუნთქვა და კვნესა განსაკუთრებული ტრანს მდგომარეობის მანიშნებელია. ზოგიერთ აფრიკულ ტომებში ღრმა სუნთქვას მიმართავდნენ იმისთვის, რომ ღრმა ტრანსი განეცადათ. ამასთან, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ამ დროს არტერიული წნევა და სისხლში ნახშირორჟანგის დონე მცირდება, ხოლო მგრძნობელობა და სექსის სურვილი ძლიერდება. ტვინში ცვლილებები ხდება, რომლის დახმარებით საკუთარ ქცევასა და ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ. (ასე რომ, აგვყევით, კაცებო!).

მაშ ასე, რატომ კვნესიან ქალები სექსის დროს? 🤔

ქალი სექსის პროცესში კვნესის დროს პარტნიორის სიამოვნებაზე ახდენს გავლენას - ამტკიცებენ სექსოლოგები. მართალია, ხდება ხოლმე, რომ ქალისთვის ხმების გამოცემა, თითქოსდა ძლიერი ეიფორიისგან, სინამდვილეში - მანიპულაციის საშუალებაა.

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 18-დან 47 წლამდე გამოკითხული 71 ქალიდან 66% სექსის დროს მხოლოდ იმიტომ „ხმაურობდა“, რომ პარტნიორის ორგაზმი დაეჩქარებინა, ხოლო 87% „ხმაურით“ ცდილობდა პარტნიორის თვითშეფასება აემაღლებინა. ზოგიერთმა ქალმა ისიც აღიარა, რომ „გახმოვანებული“ სექსი მათ დაღლილობის, მოწყენილობის, ტკივილის/დისკომფორტის მოხსნაში ეხმარებათ. (შევთანხმეთ, რომ ასეთი ნეგატიური სექსი - სექსი არ არის).

იქნებ, ამიტომ ფიქრობს ბევრი, რომ სექსის დროს ხმების გამოცემა არაგულწრფელობაა?

თუკი შუა ღამით კედლის მიღმა ვიღაც ხმამაღლა კვნესის, ბევრისთვის ეს დემონსტრაციულობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქალს სურს იამაყოს და გამოხატოს: ყველაფერი წესრიგში მაქვს, სექსი მაქვს! თუმცა, კაცებს სჯერათ მათი პარტნიორების და სექსის პროცესში ხმებს ძლიერ აღგზნებად და ორგაზმთან მიახლოებად აღიქვამენ.

საჭიროა თუ არა კვნესა სექსის დროს❓

ბოლოს და ბოლოს, ვიყვიროთ თუ არ ვიყვიროთ? ბევრი ქალი აღიარებს, სიამოვნებით იყვირებდა საწოლში სექსის დროს, თუმცა, ერიდებათ, ეშინიათ, რომ მეზობლებმა არ გაიგონ, გვერდზე ოთახში ბავშვებს ან მშობლეს სძინავთ და ა.შ. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი პირობების გამო ხშირად გვიწევს დათმობაზე წასვლა, თუმცა, თუკი განმარტოების შესაძლებლობა გაქვთ, რა დროსაც არავინ მოგისმენთ, უმჯობესია არ შეზღუდოთ საკუთარი თავი ემოციების გამოხატვაში.

სექსოლოგების რეკომენდაციით, სექსის დროს კვნესით შესაძლოა, პარტნიორს გარკვეული ჩვევები გამოვუმუშავოთ. მაგალითად, ხმის გაძლიერებით ან შემცირებით მიანიშნეთ, რამდენად სასიამოვნოდ მოძრაობს თქვენს სხეულზე საყვარელი მამაკაცი. ეს უკეთესია, ვიდრე საგზაო პოლიციელის ტონით გაცემული ბრძანებები: მარცხნივ, ოდნავ უფრო მარჯვნივ, რაა... აუ, წინ, წინ, უფრო ძლიერად, სდექ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში