+18

8 შემთხვევა, როცა სექსი კატეგორიულად აკრძალულია

fun time

23:00 პარ. 26 თებერვალი, 2021 წელი

სექსისგან თავშეკავების
მიზეზები

14
დაკოპირებულია

დიდი ხანია, მედიცინამ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრების დადებითი გავლენა დაამტკიცა. სექსის დროს გულის კუნთი ძლიერდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. სექსი სასიკეთოდ მოქმედებს პარტნიორების ურთიერთობაზე. რეგულარული სექსუალური აქტივობით სხეულის შიდა სისტემების მუშაობა წესრიგდება, ანთებითი პროცესების რისკი მცირდება და ჰორმონალური სისტემის სტაბილურობა ნარჩუნდება. მაგრამ არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როდესაც ჯობია სექსზე უარი თქვათ.

გინეკოლოგთან ვიზიტამდე 2-3 დღით ადრე სასურველია, სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ. თავშეკავება აუცილებელია ანალიზის საიმედო პასუხების მისაღებად, ვინაიდან საშოში სპერმის არსებობა ცვლის გარემოს მჟავიანობას, ასევე ბაქტერიებისა და ვირუსების თანაფარდობას.

თავშეკავება აუცილებელია გინეკოლოგის მიერ ჩატარებული ქირურგიული მკურნალობის შემდეგ. ქირურგიული ჩარევების შემდეგ აუცილებლად რჩება ჭრილობა, რომელსაც სქესობრივი კავშირი გაღიზიანებს და სისხლდენას და ანთებას გამოიწვევს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ საშუალოდ, 2-3 კვირის განმავლობაში სექსზე უარი უნდა თქვათ.

ბუნებრივი ან საკეისრო მშობიარობის შემდეგ, სექსუალური თავშეკავება 3-4 კვირის განმავლობაში საჭიროა, თუმცა თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

სექსი აკრძალულია ორსულობის შეწყვეტის საფრთხეების შემთხვევაში. ამ დროს არსებობს სისხლდენის, აბორტის და ნაადრევი მშობიარობის საშიშროება. თითოეულ შემთხვევაში სქესობრივი აბსტინენციის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს სექსზე უარი უნდა თქვათ. სექსუალური ურთიერთობის აღდგენამდე აუცილებელია პარტნიორების სრულად განკურნება და საკონტროლო ანალიზების ჩაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეინფექციის რისკი.

ექსპერტების რეკომენდაციით, კრიტიკულ დღეებში სექსზე უარი უნდა თქვათ. ამ დროს არსებობს ისეთი ანთებითი პროცესების განვითარების რისკი, როგორიცაა ენდომეტრიტი და სალპინგოოოფორიტი (საშვილოსნოს ანთება და საშვილოსნოს დანამატების ანთება).

სექსუალური თავშეკავება 3-5 დღის განმავლობაში აუცილებელია საშვილოსნოში სპირალის ჩაყენების ან მოხსნის შემდეგ.

თუ სქესობრივ პარტნიორს აქვს პათოლოგიური გამონადენი, გამონაყარი, ჭრილობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ სექსზე უარის თქმა გონივრული გადაწყვეტილება იქნება. პარტნიორს კი სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა. პრეზერვატივს არ შეუძლია 100% –იანი დაცვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ამიტომ მეორე პარტნიორის ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

ინტიმური სიახლოვის დროს არ უნდა გააკეთოთ ის, რასაც სინანული და პრობლემები მოჰყვება. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება და სამედიცინო რეკომენდაციების დაცვა უსიამოვნებების აცილებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში