... და იყო ორგაზმი?
23:00 შაბ. 30 იანვარი, 2021 წელი

ყველამ ვიცით, როგორ დავკავდეთ სექსით. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ - გარშემო უამრავი „სპერმინატორი“ და „ორგაზმატორი“ გვყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გვხვდება პირად შეტყობინებებში მსგავსი შინაარსის წერილი: „გამარჯობა! როგორ მივხვდე ორგაზმს?“
როგორ განვსაზღვროთ, გქონდათ თუ არა ორგაზმი და საერთოდ, საჭიროა თუ არა ამის განსაზღვრა?
ამ საკითხში ცოდნას სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ: ფილმები, წიგნები, სტატიები, მეგობრებისგან მონაყოლი ამბები და, რა თქმა უნდა, პორნო. და ამ წყაროების უმეტესობა გვარწმუნებს, რომ ყოველი სექსუალური აქტი უნდა დასრულდეს ორგაზმით.
ქალი ექსტაზის დროს იწელება ზურგში, კვნესის და როდესაც ამ კადრს ხედავ, ფიქრობ, რომ ის ცხოვრებაში უდიდეს სიამოვნებას განიცდის. როგორც კი დაკავდები სექსით, ზუსტად ისე იქნება, როგორც კინოში, ჯადოსნური ორგაზმი. მაგრამ, აი, ვიწყებთ სექსუალურ ცხოვრებას და, წარმოიქმნება მარტივი გაუგებრობა. შეიძლება, ძალიან გესიამოვნოთ, შეიძლება, პარტნიორის მიმართ ლტოლვა გამოსცადოთ, მაგრამ შეგრძნებები, რომლებიც გაიძულებს ზურგში გაიწელო და იკვნესო, ახლოსაც არაა.
რაღაც ისე არ ხდება? „ფრიგიდული ვარ?“ - უსასრულოდ სვამენ კითხვებს ქალები.
მოდით გავერკვეთ. ფრიგიდულობა (სექსუალური სწრაფვის შემცირება) - ეს არის სექსუალური დისფუნქცია, რომელიც, სინამდვილეში ქალების მცირე პროცენტს აღენიშნება. ნაკლებად სავარაუდოა, ამ მცირერიცხოვან წრეში აღმოჩნდეთ.
სამაგიეროდ, სხვა სტატისტიკაც არსებობს. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ქალების 60-80% ვერ განიცდის ორგაზმს შეღწევით. არასწორი და ალბათ, უფრო უცნაურიც იქნება ვიფიქროთ, რომ ყველა ეს ქალი ფრიგიდულია. მაშინ, რაშია საქმე?
დიდი ხნის მანძილზე სექსოლოგია მამრობით მეცნიერებად მიიჩნეოდა. ქალსა და მის სიამოვნებას სექსში კაცების პრიზმიდან განიხილავდნენ. ბევრისთვის დღესაც ასეა, თუკი კაცი განიცდის ორგაზმს ქალის სხეულში შეღწევით, ნიშნავს, რომ ქალმაც უნდა განიცადოს ორგაზმი შეღწევით. ხოლო თუკი ქალს არ გამოსდის, ის რაღაცნაირია: ფრიგიდული, ცივი, პრობლემური - ეს კიდევ ყველაზე უწყინარი ბრალდებებია.
ამიტომაც ქალებმა ისწავლეს ორგაზმის სიმულირება, ხოლო ქალების წრეში ჩუმად შეკითხვის დასმა: „გოგოებო, თქვენ გქონიათ ორგაზმი კაცთან? როგორ ხდება ეს? რა გავაკეთო, როგორ მივაღწიო ორგაზმს?“
XXI საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა:
1) მეცნიერებმა შექმნეს კლიტორის 3D-მოდელი - გაირკვა, რომ ეს არის პაწაწინა ადგილი საშოსთან.
2) გავიგეთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ვაგინალური“ და „კლიტორული“ ორგაზმი, რომელთა განმარტება დღეს კარგად ვიცით.
3) დაარღვიეს მითი, რომ ქალის ორგაზმი კაცზეა დამოკიდებული. ქალის ორგაზმი სრულად ქალის პასუხისმგებლობაა და ნურავინ ეცდება ქალის დამშვიდებას შემდეგი სიტყვებით: „უბრალოდ, კაცი არ შეგხვდა ნორმალური“.
4) და საბოლოოდ, ორგაზმის მიღწევა საერთოდ არ არის რთულად. მთავარია, გავაცნობიეროთ, თუ როგორ გვაქვს ორგანიზმში ყველაფერი მოწყობილი, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანოები, არ შეგვრცხვეს საკუთარი სხეულის შესწავლა და გავთავისუფლდეთ ცრურწმენებისგან.
ცოტა რამ ქალის ფიზიოლოგიაზე
რა არის ორგაზმი? ეს არის კუნთოვანი სპაზმი. ძლიერი აღგზნების დროს სისხლის ნაკადი აწვება კლიტორს, რომელიც ფართოვდება, შედეგად კი გვიჩქარდება სუნთქვა და გულის ცემა. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი სასქესო ორგანოების სტიმულირება ან საშოში პენისის შეღწევა. ეროგენული ზონები ბევრგან არის. ზოგჯერ მსუბუქი შეხება, მოფერება, კისერში ნაზი კოცნა ტვინს აღგზნების შესახებ სიგნალს აწვდის. და აი, როდესაც სისხლი სასქესო ორგანოებს მიაწვება, ორგანიზმმა მისი ნაკადის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. ამიტომ, აღგზნების პიკზე სუნთქვა გვეკვრება, ხდება კუნთოვანი სპაზმი (საშოს შეკუმშვა), რასაც მოჰყვება სისხლის სხეულში გადინება და მოდუნება. ორგაზმის გარეშე ორგანიზმს გაცილებით მეტი დრო დასჭირდება აღსადგენად. ამიტომ, სასურველია საკუთარი აღგზნება ორგაზმულ კულმინაციამდე მივიყვანოთ.
ორგაზმი სხვადასხვაგვარი არსებობს: ძლიერი, ღრმა, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, ეს არის სექსუალური აღგზნებისგან გათავისუფლება. თუკი საკუთარ თავს დაუსვამთ შეკითხვას, გქონდათ თუ არა ორგაზმი, დიდი ალბათობით, არ გქონიათ. მაგრამ ეს არაა საშიში. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი საინტერესო წინ გაქვთ!
ნუ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულის შესწავლა, სტიმულაციის მეთოდების გამოყენება, დაკვირვება, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული შეხებაზე. ამ საკითხში უდიდეს დახმარებას გაგიწევენ სექს-სათამაშოები. სცადეთ ვიბრატორი, როტაციები, ვაკუუმური სტიმულაციები არა მხოლოდ კლიტორის თავზე. ქუსლები და ზურგიც კი შესაძლოა, საკმაოდ მგრძნობიარე იყოს. მოახერხეთ G წერტილის პოვნა (კლიტორის წინა კედელზე) და K წერტილის მიგნება (კლიტორის უკანა კედელზე). სხვადასხვა ზონების სტიმულაცია განსხვავებულ შეგრძნებებსა და განსხვავებული ორგაზმის მომტანია. მთავარია გახსოვდეთ, თქვენი ორგაზმი თქვენს ხელშია. თუკი იცი, როგორ მიიღოთ ის, შეგიძლია უთხრა პარტნიორს, თუ როგორ იმოქმედოს, რა გესიამოვნება.
და არაფერია სამარცხვინო იმაში, თუკი ორგაზმს მარტო იღებთ - ვინ დაამტკიცა, რომ კაცთან ორგაზმი სწორია, ხოლო კაცის გარეშე - არა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან