+18

რა ხდება სინამდვილეში, როცა „ქიმიას“ გრძნობ?

fun time

23:00 ხუთ. 21 იანვარი, 2021 წელი

ქიმია და ვნება

14
დაკოპირებულია

ხშირად ასე არ ხდება, მაგრამ იშვიათად, არის მომენტები, როცა ვიღაცის მიმართ რაღაც აუხსნელს გრძნობ. ამ მიზიდულობას „ქიმიას“ ვეძახით და გვწამს, რომ ეს ჩვეულებრივ ურთიერთობაზე მეტია, რაღაც ზებუნებრივი, აუხსნელი. თავს ვირწმუნებთ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია - ის ნამდვილად „ისაა“.

მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ამ შეთქმულებაში მხოლოდ ჰორმონები და ნეიროგადამცემები მონაწილეობენ? თუ ამ კასკადში სულიერი ღრებულებებიც გარეულია? ან იქნებ ეს ყველაფერი ინტიმურ გამოცდილებას უკავშირდება? მკვლევართა თქმით, ეს იმდენად რთული მექანიზმია, რომ სამივე ფაქტორი ახდენს გავლენას.

მეცნიერები, რომლებიც მიზიდულობას სწავლობენ, ითვალისწინებენ პიროვნების გენეტიკას, ფსიქოლოგიას, ბავშვობას, აღზრდას. ფსიქოფიზიოლოგი, სექს-ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი ნიკოლ პრაუზი, რომელიც Los Angeles-ის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის Liberos-ის დამფუძნებელია, მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქცევა მთლიან პერსონაზეა დამოკიდებული და არა ცალკეულ ფაქტორზე:

„იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახლა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ქცევა დამოკიდეbულია როგორც გენეტიკაზე, ისე მის წარსულზე, ხასიათსა და აღზრდაზე“, - ამბობს მეცნიერი.

ტვინის სიყვარულის ქიმია


ელენ ფიშერი, რატგერსის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ანთროპოლოგი, Match.com–ის მრჩეველი და ავტორი წიგნისა „ანატომია სიყვარულისა: წყვილის ბუნებრივი გაჯანსაღება, ქორწინება და რატომ ვცდუნდებით“, სიყვარულს სამ ეტაპად ყოფს: ვნება, მიზიდულობა და მიჯაჭვულობა. თითოეულ ეტაპზე თქვენი სხეული სხვადასხვაგვარად იქცევა. ფაქტობრივად, „ქიმია“ , რასაც წყვილს შორის მიზიდულობას ვეძახით, ნაწილობრივ, ჩვეულებრივი ქიმიაა. კერძოდ, ბიოქიმია.

ვნებისა და მიზიდვის ფაზებში თქვენი სხეული ხელმძღვანელობს იმით, რასაც ხედავს. „ეს სხვა არაფერია, თუ არა სექსუალური დრაივის არსებობა და „სექსუალური კმაყოფილებისკენ სწრაფვა“, - წერს ფიშერი. ამას განაპირობებენ ის შეგრძნებები, რომლებსაც იწვევს ესტროგენები და ანდროგენები, ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები.

მიზიდულობაზე ფიზიოლოგიური ფაქტორები - თვალის ფერი, სიცილი - ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ვნება. შეიძლება, მისი გარეგნობა საერთოდ არ მოგწონდეს, მაგრამ სხეულში ჰორმონებს ზარბაზნების ბირთვებივით გრძნობდე. ეს ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც აკრძალული ნივთიერებები.

2016 წელს მეცნიერებმა ერთ-ერთ კვლევაში (Frontiers in Psychology) „რომანტიკული სიყვარულის“ განსაზღვრება შემოგვთავაზეს. მათი თქმით, ასეთი სიყვარული არის ბუნებრივი და, ხშირად, პოზიტიური. ნიუ-იორკის, სტონი ბრუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა არტურ არონმა და მისმა მეუღლემ, ელენემ ტვინზე კვლევების ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ტვინზე სიყვარული ისევე მოქმედებს, როგორც კოკაინი:

„თუ თქვენ ფიქრობთ ადამიანზე, რომელიც ძლიერ გიყვართ, თქვენი ტვინი ააქტიურებს დოფამინის სისტემას, ეს ფაზა აქტიურდება კოკაინის მიღების დროსაც“

ფიშერის 1997 წლის ნაშრომში ნათქვამია:

„წყვილებს ურთიერთობის დასაწყისში აღენიშნებათ ენერგიის მომატება, ნაკლებად სჭირდებათ ძილი ან საკვები, ორიენტირებულნი არიან დეტალებზე და რომანის უმცირესი დეტალებითაც კი სიამოვნებას იღებენ“.

მიჯაჭვულობის ფაზაში ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის მომატება იგრძნობა. ფიქრობენ, რომ ეს ჰორმონები ერთგულებას და მშობლიური ინსტიქტების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ფიშერის თქმით, თითოეული ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ასაკი, სქესი და სხვა გარემო პირობები.

ქიმიური და სხვა კავშირები:

ბილოგიამ შეიძლება ახსნას საწყისი მიზიდულობა, მაგრამ რა იწვევს იმ განცდებს, რაც სიყვარულის დროს გვეუფლება?

არონსი თავისი მრავალრიცხოვანი კვლევებით ერთ დასკვნამდე მიდის:

„ადამიანს სიყვარულისკენ უბიძგებს განცდა იმისა, რომ ის ვიღაცას მოსწონს“

ამ შემთხვევაში გვებადება შეკითხვა - როგორ უნდა აგრძნობინო ადამიანს, რომ ის მოგწონს და გაინტერესებს? არსებობს არონები 36 შეკითხვა, რომელიც კვლევების მიხედვით, წყვილს დაახლოებაში ეხმარება.

„თავდაპირველად შეკითხვების მიზანი წყვილებს შორის ინტიმური განცდების დაბადება იყო და არა რომანტიკული სიყვარულის გაღვივება“, - ამბობს არონი.

ამ შეკითხვების ეფექტიანობა საკუთარ თავზე მწერალმა მენდი ლენ ქარტონმა გამოსცადა და შედეგები წიგნში „როგორ შევაყვაროთ ვინმეს თავი“ (How To Fall in Love With Anyone) აღწერა. კატრონმა ამ მეთოდის გამოყენება ბარში შემთხვევით გაცნობილ ვინმე მარკთან გადაწყვიტა. მაშინ ორივე სხვა ადამიანს ხვდებოდა, თუმცა ახლა ისინი ერთად ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ქალს მხოლოდ შეკითხვები არ დაუსვამს - დაჟინებულმა მზერამ და სხვა მეთოდებმა მამაკაცზე იმოქმედა და თავად ექპერიმენტატორზეც.

და მაინც, რა არის რომანტიკა მისტიკის გარეშე

თუ ამ სტატიაში სიყვარულის თავსატეხის ამოხსნას ელოდით, ალბათ, იმედი გაგიცრუვდათ, მაგრამ მაინც ნეირომეცნიერისა და სექს-ფსიქოლოგის, ნიკოლ ფრაუზის სიტყვებით დავასრულებთ: „გრძელვადიანი ურთიერთობების საიდუმლო საერთო ღირებულებებშია.“

ასევე საინტერესოა 🔰:

როდის ჩნდება ქალის ჰორმონი ესტროგენი მამაკაცებში?

წყარო: www.mentalfloss.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში