სილამაზე/ჯანმრთელობა

ეს კაცებისთვის აკრძალულია!

fun time

11:00 ოთხ. 20 იანვარი, 2021 წელი

არტომ ეზრდება კაცს მკერდი
ქალივით

14
დაკოპირებულია

ქალის ჰორმონი მამაკაცურ ლიბიდოს ამცირებს - 10 პროდუქტი, რომელსაც ძლიერი სქესი უნდა ერიდოს  

ტესტოსტერონი მამაკაცის ერთ-ერთი ძირითადი სასქესო ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ მამაკაცურ მახასიათებლებზე, როგორიცაა თმა სახესა და ტანზე და ბოხი ხმა. ის ფიზიკური ფორმისა და ჯანმრთელი ლიბიდოს შენარჩუნებასა და კუნთების განვითარებაში ეხმარება.

ისეთი პროდუქტების ყოველდღიური მიღება, რომლებიც დიდი ოდენობით ქალის ჰორმონ ესტროგენს შეიცავს, ტესტოსტერონის დონის შემცირებას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, კუნთოვანი მასის შემცირების და ცხიმის ფენების მომატების, გულის დაავადებების, დიაბეტისა და ინსულტის რისკს ქმნის.

მამაკაცებში ესტროგენის მაღალი დონის ნიშნები:

• კუნთოვანი მასის შემცირება

• დაღლილობა

• სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ერექციული ფუნქციის დაქვეითება

• II ტიპის დიაბეტი

• გადიდებული მკერდი ან გინეკომასტია

• დეპრესია და ემოციური აშლილობები

• მუცლის ცხიმის ზრდა


თუ მამაკაცს არ სურს, მკერდი ქალივით გაეზარდოს, უნდა ერიდოს იმ პროდუქტების ჭარბად მიღებას, რომლებიც ტესტოსტერონს ამცირებენ 👇

1. ზღვის პროდუქტები

ყოველდღიურად საკვებთან ერთად საშუალოდ, 10-დან 13-მდე სხვადასხვა სახის პესტიციდს ვიღებთ. პესტიციდების უმეტესობა ენდოკრინული სისტემის მუშაობას არღვევს და მამაკაცის და ქალის ჰორმონებზე მოქმედებს.

ისეთი ზღვის პროდუქტები, როგორიცაა კრევეტები და თევზის ზოგიერთი სახეობები, ხშირად დაბინძურებულია პესტიციდებით (კრევეტებს ხშირად ჰექსილრესორცინოლით ამუშავებენ, რომ ფერი არ დაკარგონ) ეს კი თავის მხრივ, მამაკაცებში მკერდის ცხიმის ზრდას იწვევს.

კრევეტების გარდა, უნდა ერიდოთ ისეთ თევზებს, როგორიცაა ტილაპია, გველთევზა და ორაგული, რომლებსაცც ხშირად პესტიციდებით ამუშავებენ.

2. კონსერვი

კონსერვების პრობლემა ისაა, რომ ბევრი მათგანი, მაგალითად, თინუსის კონსერვი, პარკოსნები და „მშრალი“ წვნიანები ბისფენოლ А დიდ რაოდენობას შეიცავენ.

ბისფენოლი A განეკუთვნება ფტალატებს, რომლებიც ესტროგენის ეფექტებს ბაძავენ. ადრე ის ქალების ესტროგენულ თერაპიაში გამოიყენებოდა, სანამ მკვლევარებმა მისი გამოყენება საკვების დამატებაში არ დაიწყეს.

3. მარწყვი

ზოგი კენკრა დიდი რაოდენობით პესტიციდებს შეიცავს, რომლებიც ესტროგენის იმიტაციას ახდენენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მარწყვზე, თუმცა იგივე კატეგორიას განეკუთვნება ვაშლი, ბალი, ალუბალი და ატამი. თუ ეს ხილი ძალიან გიყვართ და არ გეთმობათ, ფერმერებისგან შეიძინეთ, რომლებიც პროდუქტის მოსაყვანად პესტიციდებს არ იყენებენ.

4. ძეხვი და ყველი

ხორცი და ყველი, რომელიც სუპერმარკეტში იყიდება, როგორც წესი, პოლივინილქლორიდის შეფუთვაში არის მოთავსებული.

ეს სინთეზური მასალა აღწევს ცხიმიან საკვებში და ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს. უმჯობესია ხორცის პროდუქტები საკოლმეურნეო ბაზარში შეიძინოთ და ქაღალდში შეფუთოთ.

5. სოიოს პროდუქტები

სოიო მცენარეული ესტროგენების, ე.წ. ფიტოესტროგენების შემცველი პროდუქტია. თავიანთი მოქმედებით ისინი ქალურ ჰორმონებს ჰგვანან, რომლებიც მეორადი სასქესო მახასიათებლების, მაგალითად, ქალის ძუძუს განვითარებაში მონაწილეობენ.

მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ სოიოს პროდუქტებს, შეიძლება ქალური მახასიათებლების გამოუვლინდეს.

6. ლუდი

ძნელი წარმოსადგენია უფრო მამაკაცური სასმელი, ვიდრე ლუდია, თუმცა მისმა ხშირმა მოხმარებამ შეიძლება მამაკაცებში ქალური მკერდის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

თითქმის ყველა ალკოჰოლური სასმელი გავლენას ახდენს ღვიძლის უნარზე, გათავისუფლდეს ზედმეტი ესტროგენისგან. ამასთან, სვია, რომელსაც ლუდის დასამზადებლად იყენებენ, ფიტოესტროგენებსაც შეიცავს.

უფრო მეტიც, ალკოჰოლიზმმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი, ორგანო, რომელიც ჰორმონების მეტაბოლიზმზეა პასუხისმგებელი. როდესაც ღვიძლი სწორად ვეღარ მუშაობს, ის ანდროგენებს ესტროგენებად გარდაქმნის, რაც მამაკაცის მკერდს ქალისას ამსგავსებს.

7. ჭარხალი

ჭარხალი ძალიან ჯანმრთელი და ნოყიერი ბოსტნეულია. მრავალი სხვა ბოსტნეულის მსგავსად, ისიც შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში ჯანსაღი ესტროგენის დონეს ინარჩუნებენ.

თუ მამაკაცს ნორმალური ტესტოსტერონის დონე აქვს, მაშინ ჭარხალი საშიში არ არის, მაგრამ ჰორმონალური დისბალანსის შემთხვევაში, დიდი ოდენობით ჭარხლის მოხმარებამ შეიძლება, ქალის ჰორმონების დონე გაზარდოს. უმჯობესია, ჭარხალი კალიუმით მდიდარი ბანანით ჩაანაცვლოთ.

8. ძროხის რძე

როგორც ზემოთ ნახეთ, ზოგიერთი მცენარეული საკვები ფიტოესტროგენებს შეიცავს, თუმცა ცხოველურ პროდუქტებში შეიძლება უარესი მდგომარეობა იყოს.
მცენარეების ფიტოესტროგენები მოლეკულურად მსგავსია, მაგრამ ესტროგენების იდენტური არ არის. სამაგიეროდ, ძროხისა და ქათმის ხორცში არსებული ესტროგენი ადამიანის ორგანიზმში არესებულს ჰგავს.

ხშირად რძე და რძის პროდუქტები ქალის ჰორმონ ესტროგენის დიდ რაოდენობას და პროგესტერონს შეიცავენ, რომლებიც თრგუნავენ მამაკაცურ ტესტოსტერონს.
გარდა ამისა, ძროხების ხელოვნური განაყოფიერების დროს ხშირად იყენებენ ჰორმონებს, რომ ძროხამ მაკეობის შემდეგ სწრაფად აღიდგინოს ძალა და მეტი რძე გამოიმუშაოს.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უმჯობესია რძე და რძის პროდუქტები გლეხისგან შეიძინოთ, რომელიც ქიმიკატებს არ იყენებს და ძროხას საძოვარზე აბალახებს.

9. სელის თესლი

სელის თესლი, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, ბოჭკოებს და ზოგიერთ ცილას, ჯანმრთელ პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა სელის თესლის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება მამაკაცებში გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ სელის თესლი შეიცავს ლიგნანს, რომელიც ესტროგენის მოქმედებას ბაძავს და ამცირებს ტესტოსტერონის დონეს.

მამაკაცებისთვის უმჯობესია ომეგა-3 თევზის ზეთის სახით მიიღონ, რაც გავლენას არ ახდენს ტესტოსტერონზე.

10. მთლიანი მარცვლით დამზადებული პური

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს რჩევა აქამდე მოსმენილ ყველა რჩევას ეწინააღმდეგება, მაგრამ მაღალი უჯრედისი (ბოჭკო) შეიძლება საზიანოც იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ თეთრი პურის ჭამა უფრო სასარგებლოა, რადგან ის სისხლში შაქრის დონეზე და ჰორმონის დონეზე უარყოფითად მოქმედებს.

მარცვლის პური შეიცავს ფიტოესტროგენების კიდევ უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სოიო. დაფქვისას, მარცვალს სცილდება გარსი, რომელიც ყველაზე მეტ რაოდენობას ფიტოესტროგენს შეიცავს, მარცვლის პურში კი ეს ელემენტი შენარჩუებულია.

რა თქმა უნდა, უჯრედისი (ბოჭკო) აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მარცვლეულის პური ზომიერად მივირთვათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის