რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სექსი?
23:46 ხუთ. 24 ივნისი, 2021 წელი

ეს ინტიმური თემაა და ამ საკითხთან ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. თუმცა, მაინც არსებობს მეცნიერული ვარაუდი, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს იდეალური სექსი, რომელიც თქვენც და მასაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მეცნიერებმა, რამდენიმე გამოკითხვისა და მათემატიკური ფორმულების დახმარებით, გაარკვიეს, რომ სექსუალური აქტის იდეალური ხანგრძლივობა: 4-5 წუთი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ეს დრო მხოლოდ სექსუალურ აქტს ეხება, ყოველგვარი პრელუდიისა და კოცნის გარეშე.
კვლევაში 500 წყვილი მონაწილეობდა. მათ პროცესის დასაწყისსა და დასასრულს, ეაკულაციის დროს, წამმზომზე უნდა დაეჭირათ თითი.
ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ სექსი შესაძლოა, 33-წამიდან 44 (❗)წუთამდე გაგრძელდეს, მაგრამ, საშუალოდ, მისი ხანგრძლივობა 5 წუთია.
„საინტერესოა, რაც უფრო ასაკშია წყვილი, მით უფრო ხანმოკლეა მათი სექსუალური აქტი, მაგრამ ამასთანავე, ხარისხით უფრო უკეთესია, რადგან ამ საქმეში გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობენ მეცნიერები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან