+18

საშიშია თუ არა მამაკაცისთვის ხანგრძლივად სექსის გარეშე ცხოვრება?

fun time

23:20 ორშ. 8 მარტი, 2021 წელი

სექსი და კაცის
თავშეკავება

14
დაკოპირებულია

ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ (რა თქმა უნდა, მამაკაცებისგან), რომ ძლიერი სქესისთვის ხანგრძლივი თავშეკავება საზიანოა, რომ ის შეიძლება დაავადდეს, დასუსტდეს და შრომის უნარი დაკარგოს. ვცადოთ, გავარკვიოთ, ნამდვილად ასეა თუ არა. 

სინამდვილეში, ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ყველაფერი კონკრეტულ მამაკაცსა და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სექსუალური პარტნიორების რაოდენობა და თავად სექსის მოთხოვნილება. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ვიღაცას ბევრი და ხშირად სურს, ვიღაც სექსის გარეშეც სრულიად ნორმალურად ცხოვრობს, თუმცა ამის აღიარება არ უნდა.

აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 17,744 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის დროს მამაკაცთა 15.2%-მა და ქალების 26.7%-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე სექსი ერთხელაც არ ჰქონია;
მამაკაცების 8.7%-მა და ქალების 17.5%-მა კი აღიარა, რომ 5 წელზე მეტია, რაც სექსი არ აქვს;
და იცით რა? მათი ბედნიერების დონე სრულიად არ განსხვავდებოდა სექსუალურად უფრო აქტიური მონაწილეებისგან.

როგორც გაირკვა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ არ აქვს მამაკაცს სექსი: ეს მისი არჩევანია თუ გარკვეწული პრობლემების ბრალი?

რა მოუვა ორგანიზმს, თუ სექსი არ გაქვს...

მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ სექსის სარგებლობას მრავალი გამოკვლევა ადასტურებს (იმუნიტეტის მომატება, არტერიული წნევისა და სტრესის დონის შემცირება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალი რისკი) სექსის არარსებობა თვეების ან თუნდაც წლების მანძილზე, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

დიახ, მასტურბაცია სტრესის დონეს ამცირებს, მაგრამ ამის გაკეთება მარტოც შეგიძლიათ.

ეაკულაციასა და პროსტატის კიბოს შორის არაპირდაპირი კავშირი არსებობს. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც თვეში მინიმუმ, 21 ეაკულაცია აქვთ, პროსტატის კიბო ნაკლებად ემუქრებათ, ვიდრე მათ, ვისაც თვეში 7-მდე ეაკულაცია ჰყოფნის.

რა არის სპერმოტოქსიკოზი?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ემართება სპერმას, რომელიც მამაკაცის სხეულს არ ტოვებს? არ ინერვიულოთ - მას ან სხეული შეიწოვს ან ძილის დროს გარეთ გამოტყორცნის. ზოგი ფიქრობს, რომ სველი სიზმრები მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭებში ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის.

გარდა ამისა, ეაკულაცია გავლენას არ ახდენს თქვენს სექსუალურ ფუნქციაზე, სურვილზე ან ნაყოფიერებაზე.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც 14 დღის განმავლობაში ეაკულაცია ყოველდღე ჰქონდათ, სპერმის რაოდენობის ოდნავი შემცირება აღენიშნათ.
გარდა ამისა, ხშირ ეაკულაციას გავლენა არ მოუხდენია სპერმის ჯანმრთელობის ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა სპერმის მოძრაობის სიჩქარე და მორფოლოგია.

შეიძლება თუ არა სპერმა გამოილიოს?

არა! მამაკაცის სხეული ყოველ წამში, დაახლოებით, 1500 სპერმატოზოიდს გამოიმუშავებს, რაც დღეში რამდენიმე მილიონი გამოდის. ვერავინ შეძლებს ერთ დღეში სპერმის ასეთი რაოდენობის „დახარჯვას“.

სპერმა იქმნება და ვითარდება 72-დღიანი ციკლის დროს, რომელსაც სპერმატოგენეზი ეწოდება.
ეაკულაციის შემდეგ სპერმის მარაგის შევსებას, დაახლოებით, 2 დღე სჭირდება;
თუ მამაკაცს დღეში რამდენჯერმე ეაკულაცია აქვს, ყოველი მომდევნო ეაკულაციის დროს ნაკლები სითხე და სპერმა გამოიყოფა.

დაბოლოს:

მამაკაცს სპერმატოქსიკოზი არ ემუქრება, სექსისგან თავშეკავების გამო არც ავადმყოფობა ემუქრება, არც იმპოტენტი გახდება და არც ფსიქიკა დაერღვევა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში