ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს 11 რამ თქვენს სექსუალურ პარტნიორს მოსწონს
23:00 ორშ. 18 იანვარი, 2021 წელი
მოკლე ინსტრუქცია მამაკაცებისთვის...
1. შხაპის ერთობლივად მიღება
რა არის იმაში გასაკვირი, რომ სტანდარტული ზომის აბაზანა სულაც არ იყო თავიდან ჩაფიქრებული ორი ადამიანის სხეულის დასატევად?!
2. გიგანტური ფუმფულა სათამაშო
ასეთი უშველებელი ფუმფულა დათვი წლების განმავლობაში დაიკავებს ადგილს, დაიგროვებს მტვერს და იმასაც ვერავინ ეტყვის: „დროა, სამსახური ეძებო!“
3. ხუმრობა პენისზე
ქალების აზრით, პენისი სულაც არ არის სახუმარო ორგანო და სულაც არ არის სასაცილო, როდესაც დროებითი პარტნიორი მოულოდნელად პენისს ფეხებს შუა დამალავს და ქალის სასქესო ორგანოს იმიტირებას ეცდება. კი, კი, ასეთი სულელური ხუმრობებიც ეხერხებათ კაცებს.
4. სამსახურში ყვავილების გაგზავნა
ჯერ ერთი, ეს მოძველებული მეთოდია. და მეორეც, ქალი კოლეგები შურიანი თვალებით იყურებიან. აჰა, გმადლობ ყვავილებისთვის.
5. თქვენი მეგობარი გოგო
იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს გოგო თქვენი ბავშვობის მეგობარია და თქვენ შორის არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება, ის მაინც ქალია. და ეს ფაქტი თქვენს საყვარელ ქალს მუდმივად ძაბავს.
6. ჩახუტებული ძილი
შეუძლებელია ხარისხიანი, ღრმა ძილი, როდესაც მხვრინავი არსება გებღაუჭებათ და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ.
7. დედის ნაყიდი მაისური
რა თქმა უნდა, ხმამაღლა გეტყვით, რომ მაისური წარწერით: „ჩემი შვილი მეფეა“ - რა მაგარია და რა სასაცილოა, მაგრამ რეალურად სხვაგვარად ფიქრობს.
8. მოულოდნელი სექსი მიმოწერის დროს
დაიჯერეთ, შეტყობინებას - „მენატრება შენი ხელები“, არ სჭირდება პასუხი - „მაშინ, ახლავე შემოგახევ ამ ხელებით პიჟამოს და შემოვალ შენში!“ გამოიჩინეთ სინაზე და ნუ განეწყობით დაუყოვნებლივ სექსისთვის მიმოწერის დროს. დააბრუნეთ პიჟამო ადგილზე.
9. როდესაც ცდილობთ, შთაგონება პორნოფილმებში იპოვოთ.
პორნოფილმებში მსახიობები სექსით უხერხულ პოზებში კავდებიან, ცდილობენ, ყველაფრის დემონსტრირება მოახდინონ, ასე ვთქვათ, თავგადასავლიანი სიუჟეტებისთვის. ეს საყურებლად არის საინტერესო, თორემ რეალურ ცხოვრებაში, ხშირად, მოუხერხებელია და სარისკოც. ასე რომ, შეეშვით სექსის დროს იმ პოზების გამეორებას, რომლებიც პორნოფილმში ნახეთ.
10. თქვენი გაკეთებული მასაჟი
არა, ცოტა მარჯვნიიიივ... აააააა!!! არა, გთხოვ, მარცხნიიივ... ოჰჰ, უაჰჰ! იცი, აი, უმჯობესია აი, იქ, ხოო, ეგაა!!! უი, რამე გაგებზარათ? და თქვენ ამას ეძახით მასაჟს?
11. როდესაც არ სთხოვთ სექსს
რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუკი ქალის უფლებებსა და სურვილებს პატივს სცემთ, არ აიძულებთ სექსუალურ ურთიერთობას... მაგრამ რა საჭიროა სექსში უფლებები?! რაც უფრო ხშირად მოსთხოვთ, მით უფრო დაარწმუნებთ, თუ როგორი მიმზიდველია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან