დესერტი

ლიმონის ნამცხვარი „სოფი ლორენი“ - ნიგვზით, ქიშმიშით და მერინგით

fun time

14:00 სამ. 31 იანვარი, 2023 წელი

ლიმონის ნამცხვარი „სოფი
ლორენი“

14
დაკოპირებულია

ფხვიერი ცომის, ტკბილ-მჟავე შიგთავსის და ჰაეროვანი მერინგის (ბეზეს) შერწყმა იდეალურ გემოს ქმნის, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი აღაფრთოვანებს.  სცადეთ, აუცილებლად გამოგივათ!

ფხვიერი ცომისთვის საჭირო პროდუქტი:

  • კვერცხის გული - 4 კვერცხი
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • კარაქი - 200 გრ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • სოდა-ძმრით -1/2 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ლიმონი - 2 ცალი
  • ქიშმიში - 100 გრ
  • ნიგოზი - ერთი მუჭა
  • კვერცხის ცილა - 4 კვერცხის
  • შაქარი - 2 ჭიქა

მომზადების წესი:

1. კვერცხის გულები ცილებისგან გააცალკევეთ. გულები კარგად ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ მასა ორჯერ მეტი არ გახდება;

2. კვერცხის გულებს წინასწარ დარბილებული კარაქი დაამატეთ და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და სოდა-ძმრით და ელასტიკური ცომი მოზილეთ;

3. ცომი საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ, ხელით კარგად გაასწორეთ და მაცივარში 20-30 წუთით შედგით;

4. სანამ ცომი ცივდება, შიგთავსი მოამზადეთ: ოთხი კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქართან ერთად გამკვრივებამდე თქვიფეთ. ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ, ნიგოზი დაჭერით, ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 1 ჭიქა შაქარში აურიეთ.

5. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და ლიმონის შიგთავსი წაუსვით. მოაყარეთ ქიშმიში და თხილი. წაუსვით მერინგი (ბეზე) და ზემოდან ნიგოზი მოაყარეთ;

6. ნამცხვარი 160 0-ზე გახურებულ ღუმელში შედგით და 50 წუთი აცხვეთ.

სულ ეს არის!

შენიშვნა: სუფრასთან მიტანის წინ გირჩევთ, ნამცხვარი 40 წუთი გრილ ადგილას გააჩეროთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინე...

სამარხვო დესერტი —
შოკოლადის მაფინები

ხაჭოს ორცხობილები - ყველაზე მარტივი...

ხაჭოს ორცხობილები

როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?

ნიგვზის რძე

პანა კოტა ფორთოხლით - მსუბუქი საახა...

პანა კოტას რეცეპტი

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი