დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ოთხ. 9 ნოემბერი, 2022 წელი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სავარაუდოდ, საქმეების მიმდინარეობით კმაყოფილი ხართ - მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც დაგეგმეთ. არ არის გამორიცხული წარმატებული შენაძენი, ახალი ნაცნობობა და კომპლიმენტები. ასე, რომ კარგი განწყობის მიზეზი ნამდვილად გაქვთ.

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ზოგი საკითხის გადასაჭრელად გამოცდილება ან ცოდნა არ გეყოთ. ეს შეიძლება პირად ცხოვრებას, მიმდინარე საქმეებს და ადამიანებთან ურთიერთობას ეხებოდეს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაცია იქნება.

ტყუპები

ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით! ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები შესაძლებლობებს ემთხვევა. თუ დიდი პროექტის დაწყებას ან მნიშვნელოვან საუბარს გეგმავდით, დროა ჩანაფიქრი განახორციელოთ.

კირჩხიბი

სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის არახელსაყრელი დღეა - შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვათ. თუ მაინც მუშაობას გეგმავთ, უმჯობესია, საკუთარი შრომის ნაყოფი ჯერჯერობით არავის აჩვენოთ. ნუ ეცდებით, საკუთარი გეგმები ახლავე განახორციელოთ. მათ ჯერ კიდევ დახვეწა და დამუშავება სჭირდება.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. თქვენი იდეები მიმზიდველია, სიტყვები კი დამაჯერებელი. ასე რომ, შეგიძლიათ სასურველი შედეგის იმედი გქონდეთ.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე ყველაზე რთულ ამოცანებზე ფიქრს და მომავლის გეგმების შედგენას დაუთმოთ. ახლა ყველაზე კარგად მოვლენების ანალიზი გამოგდით და ამის წყალობით ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ.

სასწორი

საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. პრინციპში, დამოუკიდებლად მოქმედებაც შეგიძლიათ, თუმცა თანამოაზრეებთან ერთად მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევთ.

მორიელი

ყველაზე რთულ და ჩახლართულ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ზუსტად იცით პასუხი ორ კითხვაზე: რა უნდა გაკეთდეს და, რაც მთავარია, როგორ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, შეიძლება უკვე დასრულებულ საქმეებში სირთულეები წარმოიშვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენმა გეგმებმა კრახი განიცადა. უბრალოდ, ამჯერად ჩვეულებრივზე მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ.

თხის რქა

თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ, ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომა გაიმეოროთ. ამიტომ, არ მოდუნდეთ - თქვენი წარმატების გასაღები გაათმაგებული ყურადღება და პოზიტიური განწყობაა.

მერწყული

შესანიშნავი დიპლომატი ხართ და, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის პოვნას შეძლებთ. ასე რომ, თუ ვინმესთან კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, საუბარი სამომავლოდ არ გადადოთ და ეს დღე გამოიყენეთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი საქმის დაწყება და დასრულება გიჭირთ. ბედი რომ არ დააფრთხოთ, ერიდეთ ყოველგვარ ექსტრავაგანტურობას და იღბალი აუცილებლად თქვენკენ მობრუნდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge